სალომე სიმონია პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქსტატის საიტებიდან აღებულ მონაცემებზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში წერს:
„მხოლოდ 2025 წელს, 1473 ბავშვის მიმართ ჩაიდინეს დანაშაული. ყველაზე მეტი ოჯახური და სექსუალური ხასიათის ძალადობა იყო.
ბოლო 10 წელში 11 773 ბავშვი დაზარალდა. ეს რაც გაცხადდა. თორემ, კაცმა არ იცის რეალურად რამდენი.
მხოლოდ 2025 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 766 არასრულწლოვნის მიმართ დაიწყო.
2024 წელს 460 არასრულწლოვანი იყო ბრალდებული. ეს მაჩვენებელიც ყოველ წელს იზრდება.
კანონთან კონფლიქტში მყოფ 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა სტატისტიკაც ასეთია:
2024 წელს – 1164
2023 წელს – 1010
2022 წელს – 927
2021 წელს – 614
2020 წელს – 550
ასევე, ყოველწლიურად იზრდება ციხეებში არასრულწლოვანთა და მსჯავრდებულ გოგონათა რიცხვიც.
„სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა. თქვენმა სიჩუმემ მოკლა ჩემი სპეტაკი შვილი.”
გიგას დედის დღევანდელი სიტყვები მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტრაგედიას არ ეხება. ეს ზოგადი ჭეშმარიტებაა.
იმიტომ რომ ჩვენს მდუმარებას, სიჩუმეს და მორჩილებას ბავშვები იმკიან და მოიმკიან კიდევ უფრო მტკივნეულად.
სისტემა კი, ყველა მეთოდით, მათ შორის, კანონების მიღებით გვაიძულებს გავჩუმდეთ. გავჩუმდეთ იმაზე, რომ სისტემა ჩალპა და გამოსაცვლელია.“

