კატეგორია: ყველა სიახლე

ვინ არის ქართველი მილიარდერი, რომელიც  მონაკოში, საკუთარ იახტაზე დააფიქსირეს

ქართველი მილიარდერი მონაკოში, საკუთარ იახტაზე დააფიქსირეს. საუბარია ბიზნესმენ დავით ნატროშვილზე, რომელიც მსოფლიოში პოპულარული ონლაინთამაშის, Aviator-ის შემქმნელი კომპანიის, SPRIBE-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. კადრები სოციალურ ქსელ TikTok-ზე ვრცელდება. აღსანიშნავია, ისიც რომ იახტას „SPRIBE“ ჰქვია, რაც ბიზნესმენის კომპანიის სახელწოდებას ემთხვევა. ნატროშვილი სათამაშო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ცნობილი ქართველი ბიზნესმენია. მისი კომპანია საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს.

თინა ხიდაშელი – „ივანიშვილი ხვდება, რომ ღარიბაშვილის დაჭერამ დააზარალა“

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ხვდება, როგორც დააზარალა “ოცნება“ ირაკლი ღარიბაშვილის დაჭერამ. როგორც თინა ხიდაშელმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ღარიბაშვილს ყველა თანამდებობაზე მყოფთან შედარებით 10 თავით მაღალი ნდობა და რეიტინგი აქვს. მისი თქმით, დღესაც კი ღარიბაშვილი უფრო ბუნებრივი ლიდერია, ვიდრე კობახიძე და თუ კობახიძეს “ხვალ ფეხი გადაუბრუნდება“ უარესი რეაქცია მოჰუვება, ვიდრე მამუკა მდინარაძის ამბავს […]

ადვოკატი – დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული

დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი,  “პირველებთან” ყვება, რომ პატიმარი სასტიკად არის ნაცემი. პაატა გოგიაშვილის თქმით, დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, დამტვრეული აქვს ნეკნები, და თავზე აღენიშნება სისხლჩაქცევები. ადვოკატის განცხადებით, ფიზიკურ დაპირისპირებამდე ფეიქრიშვილს საკანში შეუსახლეს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებმაც პატიმარი სასტიკად სცემეს. პაატა გოგიაშვილის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანება ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა და შოთა ყიფიანმა მიაყენეს. იურისტის განცხადებით, თავდამსხმელები ფეიქრიშვილისგან მობილურ ტელეფონზე […]

ლევან გოგიჩაიშვილი – „ოცნების“ ამომრჩევლებმა მინდა იცოდნენ იმ ადამიანების სახელები, ვინც ჩვენ აკრძალვას აპირებს“

„გახარია საქართვლოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა იმ ადამიანების სახელები და გვარები დაასახელა, ვინც მისი თქმით, კონკრეტულად მათი პარტიის აკრძალვას აპირებს. გოგიჩაიშვილმა მათი წარსული საქმიანობა გაიხსენა და თქვა, რომ ეს ყველაფერი სწორედ “ოცნების“ ამომრჩევლებმა უნდა იცოდნენ. „ოცნების“ ამომრჩევლებმა მინდა მოისმინონ იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც აპირებს, კონკრეტულად ჩვენი პარტიის აკრძალვას. რევაზ ნადარაია – ადეიშვილის ყოფილი […]

ქობულეთში არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს. შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა. საქმე 15 წლის გოგონას ეხება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 141-ე მუხლით დაიწყო. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, შემთხვევის დროს არასრულწლოვანი სახლში მამასთან ერთად მარტო იმყოფებოდა, დედა კი სამსახურში იყო. მოზარდმა მომხდარის შესახებ დედას ტელეფონით შეატყობინა, რის შემდეგაც […]

ტრაგედია „გლდანი მოლში“ — გარდაცვლილი კაცი საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი რატი მსხვილიძეა

„გლდანი მოლში“ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ვეტერანი ხელბურთელი და მწვრთნელი რატი მსხვილიძეა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები და საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებენ. თვითმხილველების ცნობით, მან თავი შეუძლოდ იგრძნო და წნევის გასაზომად „ავერსის“ აფთიაქში შევიდა, სადაც, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია რატი მსხვილიძის გარდაცვალების გამო ღრმა […]

მაია ბუწაშვილი – „პნევმონიური შავი ჭირი საკმაოდ ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე“

ექიმი-ინფექციონისტი  მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „რუსეთში შავი ჭირის შემთხვევის შესახებ: რამდენიმე დღის წინ ირკუტსკში შავი ჭირის ფილტვის ფორმით გარდაიცვალა შავი ჭირის ლაბორატორიის თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას დაუზიანდა ბაქტერიის შემცველი სინჯარა, რის შედეგადაც დაინფიცირდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამასთან დაკავშირებით იზოლაციაშია 200-მდე ადამიანი. დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. საქმე იმაშია, რომ ბევრ დეტალს ალბათ […]

„ბარბარე რაფალიანცი დღეს 14 წლის იქნებოდა, რატომ არ იძიებენ მისი დაღუპვის ამბავს!”

ინტერვიუ კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილთან. – ბატონო ლევან, 2012 წლიდან 14 წელი გავიდა და კვლავ პატიმართა წამებისა და გაუპატიურების ფაქტები გავრცელდა ციხიდან. გამოდის, რომ არაფერი შეცვლილა? – ეს იყო და რჩება სამართლებრივად მძიმე ქმედება, რომელიც საჭიროებს სწრაფ რეაგირებას. ეს კადრები ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და სახელმწიფოსთვის ღირსების საქმე უნდა ყოფილიყო. ხელისუფლებას უნდა დაემტკიცებინა, რომ სახელმწიფო მიუკერძოებულია და თავის […]

გორთან ცენტრალურ მაგისტრალზე სამი ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა

ავარია ცენტრალური მაგისტრალის გორის მონაკვეთთან – როგორც ადგილიდან “ტვ პირველის” კორესპოდენტი იუწყება, ერთმანეთს სამი ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა. ამ წუთებში საპატრულო გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია – ადგილზე საპატრულო ეკიპაჟებია ეკიპაჟებია მობილიზებული, პერიმეტრი კი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს ხელფასები ეზრდებათ 

სამინისტროებში დასაქმებული 117,000 მოხელის ანაზღაურება 316 მილიონი ლარით, 3.73 მილიარდ ლარამდე გაიზრდება – საჯარო სექტორის მოხელის საბაზო ხელფასი კი 8%-ით, 1735 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2027 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს მთავრობის ასიგნებების მოცულობა 1.2 მილიარდი ლარით გაიზრდება და რეკორდულ 32 მილიარდ ლარს მიაღწევს. ირკვავა, რომ ყველაზე […]