გორში არასრულწლოვანის ადევნების ფაქტზე 61 წლის კაცი დააკავეს

გორში არასრულწლოვანის ადევნების ფაქტზე 61 წლის კაცი დააკავესგორში არასრულწლოვანის ადევნების ფაქტზე 61 წლის კაცი დააკავეს. ბრალდებულს გორის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„ქართლის ამბების“ ინფორმაციით, პირს, რომელსაც გუშინ გორის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, წინასწარი ინფორმაციით, 2009 წლიდან უვადო თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

მათივე ცნობით,  ეს ამბავი იმ ადამიანმააა გაამჟღავნა, რომელსაც დაკავების ოქმზე ხელი დაკავებულის ნაცვლად მოაწერინეს, რადგან ეჭვმიტანილს ხელის თითები ამპუტირებული ჰქონდაა. სწორედ ამ დროს ამოიცნო ქალმა ხელახლა დაკავებული მამაკაცი.

„სხდომა რომ დამთავრდა, გამოიყვანეს პატიმარი და ბადრაგს ჩააბარეს. თითები არა აქვსო და ახლომახლო ეძებდნენ მოქალაქეს, რომელიც დაკავებულის თანდასწრებითა და თანხმობით რაღაც ოქმზე მოაწერდა ხელს. მაშინ თქვეს, ეს იცი ვინ არისო? უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილიო. აქედან შევიტყვე, რომ მას წლების წინ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ვიკითხე, როგორ გათავისუფლდა უვადო პატიმრობისგან-მეთქი, მაგრამ ეს არც პოლიციელებმა იცოდნენ. ჩვენც არ ვიცითო,“ — ამბობს ირმა მთიულიშვილი .
გამოცემის ცნობით, მათ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ პირი დაკავებულია ადევნების მუხლით, რაც შეეხება უვადო პატიმრობის გადასინჯვის ამბავს, ეს მათ კომპეტენციას სცილდება.