„იმედში” ხელფასი კონვერტებით დაარიგეს 

„იმედში” ხელფასი კონვერტებით დაარიგეს „რადიო თავისუფლების“ ცნობით, ბრიტანული საქნციების დაწესების შემდეგ პროსახელისუფლებო „იმედში“ ხელფასები ნაღდი ფულის სახით გასცეს.

„კონვერტით არიგებენ“, – უთხრა „რადიო თავისუფლებას“ წყარომ, რომელიც ამ არხის თანამშრომელია.

ბრიტანული სანქციების შემდეგ ტელეიმედს საბანკო ანგარიშებს ვეღარ იყენებს, ეს დადასტურდა 27 თებერვალს დილით გავრცელებული განცხადებითაც, რომელშიც საუბარი იყო საკუთარი ბანკის შექმნაზე.