რომა მახარაძე სოციალურ ქსელში წერს::
„მეუფე შიომ დღევანდელი დღეც მავნებლური დემაგოგიისთვის გამოიყენა და თავისუფლებაზე ლექცია წაგვიკითხა
თითქოს თავისუფლება არ გვესმის და ეგ არ არის ის, რომ აკეთო ყველაფერი. უნდა აკეთო ის, რაც საჭიროაო
საჭირო ვისთვის? რისთვის? ამხანაგობისთვის? ხელისუფლებისთვის? ეკლესიისთვის?
კი, თავისუფლება არის აკეთო/თქვა ყველაფერი, რაც გინდა/სწორი გგონია, არის თუ არა ეგ ვინმესთვის “საჭირო” ან სასურველი (თუ ამით არ აზარალებ სხვას)
შიოს და მის ბატონებს “საჭირო” საქმის მკეთებელი ხალხი სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ არ ვართ თანახმა.“

