კატეგორია: აქტუალური

თავდაცვის მინისტრი შავლეგო ტაბატაძე გახდება

თავდაცვის მინისტრი შავლეგო ტაბატაძე გახდება

თავდაცვის  მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას იმერეთის გუბერნატორი ჩაანაცვლებს. არსებული ინფორმაციით,  გადაწყვეტილება ცენტრალურ ხელისუფლებაში უკვე მიღებულია და შავლეგო ტაბატაძე მინისტრის პორტფელს უახლოეს პერიოდში ჩაიბარებს. შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად მიმდინარე წლის აგვისტოში დაინიშნა. შავლეგ ტაბატაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 18 წელია მსახურობს; სწავლობდა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სახმელეთო ფაკულტეტზე, გავლილი აქვს ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო კურსები, მათ […]

პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 3 თვეში მივლინებებზე 359.905 ლარი დახარჯა

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება. აღნიშნული მაჩვენებელი არსებული ბიუჯეტის დაახლოებით 40%-ია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება სულ 6 მილიონი ლარი იქნება. ასევე შემცირდება ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა და ეს მაჩვენებელი 140-ის ნაცვლად 60 იქნება. პროექტში გათვალისწინებული აღარ არის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელიც ბოლო წლებში 5 მლნ ლარი […]

თაკო ჩარკვიანმა კახა კალაძის გადადგომა მოითხოვა – „გააპრავა“ ბოროტმოქმედება ქალაქის მერმა”

თაკო ჩარკვიანმა კახა კალაძის გადადგომა მოითხოვა - „გააპრავა“ ბოროტმოქმედება ქალაქის მერმა”

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი თაკო ჩარკვიანი მის ოჯახზე თავდასხმასთან დაკავშირებით კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება. ის ამბობს, რომ თბილისის მერმა პრაქტიკულად წაახალისა ძალადობა და ოპოზიციის მხარდამჭერების დევნა. თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით ის საერთაშორისო ორგანიზაციებს ინფორმაციას მიაწვდის. თაკო ჩარკვიანი მოითხოვს, რომ ამ განცხადების შემდეგ, ქალაქის მერმა თანამდებობა დატოვოს. „მან პრაქტიკულად მოახდინა შემდგომი ესკალაცია და მოუწოდა პრაქტიკულად დაჯგუფებებს […]

სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილთან ავლაბრის სასახლეში მივიდა – ვიდეო

სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილთან ავლაბრის სასახლეში მივიდა - ვიდეო

მადლობელი ვარ, რომ ასე სწრაფად მოხდა ჩვენი შეხვედრა, ძალიან სწორია, რომ ასეთი ფორმით იყოს გადაბარება, – ასე მიმართა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე. თავის მხრივ, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა. „გილოცავთ ქალბატონო სალომე და გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას ჩვენი ქვეყნისა და სამშობლოს სასიკეთოდ“, – განაცხადა მარგველაშვილმა. […]

გიორგი მარგველაშვილი 3 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდება

გიორგი მარგველაშვილი 3 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდება

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, 3 დეკემბერს შეხვდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრა 16:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში შედგება. შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილმა გასულ კვირას მზადყოფნა გამოთქვა დაიწყოს თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების საკითხზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობაზე და დახმარებაზე. საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს […]

ვალების განულების სიის გამოქვეყნება, შესაძლოა, გადავადდეს – ფონდ “ქართუში” ტელეფონს არ იღებენ

ლარი კვლავ გამყარდა

საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვებგვერდი, სადაც მოქალაქეებს ექნებოდათ შესაძლებლობა ენახათ მოხვდნენ თუ არა ვალების განულების სიაში, შესაძლოა 3 დეკემბრამდე მზად არ იყოს. “მეტრონომი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შეეცადა დაკავშირებოდა ფონდ “ქართუს”, რომელიც არის ინიციატორი ამ წინასაარჩევნო დაპირება-იდეის. თუმცა, ჩვენმა ძალისხმევამ, დავკავშირებოდით ფონდს, შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ტელეფონს აღნიშნულ ოფისში, ამ დრომდე, არავინ იღებს. ამის […]

სალომე ზურაბიშვილი – “ქართველმა ხალხმა იცის, რომ ნატოს ალტერნატივა არ აქვს”

სალომე ზურაბიშვილი - "ქართველმა ხალხმა იცის, რომ ნატოს ალტერნატივა არ აქვს"

ქართველი ხალხი ხედავს, რომ უსაფრთხოების იმ დონეს, რომელსაც ნატო უზრუნველყოფს, ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დაპირებებისგან დაიღალა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: “არა, ასე არ არის. თუმცა არა ნატო-სგან, მაგრამ საქართველომ მიიღო ასოცირების ხელშეკრულება და ჩვენ ამის კონკრეტულ […]

ტრამპმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა

ტრამპი პუტინს დაემუქრა - "ქიმიური თავდასხმის უკან თუ რუსეთი დგას, მკაცრად დაისჯება"

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. ეს შეხვედრა G20-ის სამიტზე არგენტინაში უნდა გამართულიყო. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაეცნო მოხსენებას ქერჩის ყურეში მომხდარი ინციდენტის შესახებ. პუტინისა და ტრამპის ბოლო შეხვედრა ნოემბრის დასაწყისში პარიზში შედგა პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ფიცს დებს არჩევიდან მესამე კვირა დღეს. რადგან არჩევნების მეორე ტური შუა კვირაში, 28 ნოემბერს გაიმართა, პირველივე კვირა, 2 დეკემბერი ათვლის წერტილი იქნება, კონსტიტუციით განსაზღვრული მესამე კვირა კი, 16 დეკემბერს მოუწევს. შესაბამისად, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისა და ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება. ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3694 უბანი, რაც […]

ეგზიტპოლი – გრიგოლ ვაშაძე 45%, სალომე ზურაბიშვილი – 55%

ეგზიტპოლი - გრიგოლ ვაშაძე 45%, სალომე ზურაბიშვილი - 55%

გავლენიანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Edison Research საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს. Edison Research-მა 17:00 საათის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გრიგოლ ვაშაძეს 45% აქვს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს – 55%. 17:00 საათისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 663 000 ამომრჩეველი იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე. სალომე ზურაბიშვილმა 914 000 ამომრჩევლის ხმა მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 749 000 ხმა. სხვაობა ორ […]