საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს და პოლარიზებულ საარჩევნო გარემოზე “ტვ.პირველის” ეთერში საუბრობს. ქვეყნის პირველი პირი აღნიშნავს, რომ ამომრჩეველი გარკვეულწილად მძევალია. “ამომრჩეველს ეუბნებიან, მომისმინე, შენ მე კი არ უნდა გემსახურო, არამედ შენ მთელი ცხოვრების განმავლობაში მადლობელი უნდა იყო ჩემი, რომ მე “ნაციონალური მოძრაობა” გავუშვი ხელისუფლებიდან. ამ პოლიტიკური მესიჯით მუშაობდნენ და დღესაც მუშაობენ. შთაბეჭდილება […]
კატეგორია: აქტუალური
გრიგოლ ვაშაძე – 52%, სალომე ზურაბიშვილი – 48% – ედისონ რისერჩის ბოლო წინასაარჩევნო კვლევა
ედისონ რისერჩის ბოლო წინასაარჩევნო კვლევა არჩევნებამდე სამი დღით ადრე – “რუსთავი 2”-ის დაკვეთით კომპანიამ 12-დან 18 ნოემბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის უფლების მქონე 2.038 მოქალაქე გამოკითხვა და მათ პირისპირი გამოკითხვის გზით დაუსვა შეკითხვები. კითხვაზე ვის მისცემდით ხმას, საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს? პასუხები ასე გადანაწილდა: 37%-მა გრიგოლ ვაშაძე დაასახელა. 35 %-მა თქვა, რომ ხმას […]
თინა ხიდაშელი ვარდების რევოლუციაზე – ”შევარდნაძე ბევრ რამეს დათმობდა, მაგრამ ასლან აბაშიძემ შეუშალა ხელი”
დღეს 23 ნოემბერია. ვარდების რევოლუციიდან 15 წელი გავიდა. 15 წლის წინ არჩევნების გაყალბებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. დაახლოებით 2 კვირიანი პროტესტი ზუსტად დღევანდელ დღეს ვარდების რევოლუციით დასრულდა. მაშინდელი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ვარდებით შეიჭრა და შევარდნაძის ჩაიც დალია. ამ პროცესს თან ახლდა მოლაპარაკებების მთელი სერიაც საქართველოს მეორე პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძესა და მაშინდელი რევოლუციის […]
ივანიშვილი – “ვაშაძის პრეზიდენტობა ვერ მოხდება და არ მოხდება”
პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა გამორიცხა და ისაუბრა იმ შედეგებზე რაც შეიძლება ამ შედეგმა მოუტანოს ქვეყანას. ივანიშვილის თქმით “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარი რესურსი ამოწურა. “პირველი რაც შემიძლია უკვე, დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ეგ არ მოხდება გამორიცხულია, ვერ მოხდება და არ მოხდება. წარმოდგენა თუ გინდათ, აქაც […]
ზაალ კასრელიშვილი – “რუსეთი ქართველ სამხედროებზე ნადირობის დაწყებას აპირებს”
რა საფრთხე ელოდება საქართველოს ჰააგის სასამართლოდან, რა შეცდომებს უშვებს საქართველოს ხელისუფლება, რატომ დაიწყეს ზოგიერთებმა საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერა? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება. – 1989 წლის 9 აპრილი ქართველებისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი თარიღია. ახლა კი ვიღაცები გვეუბნებიან, რომ რუსის ჯარს ნიჩბებით არავინ დაუხოცავს და გასართობად მისული ახალგაზრდები ასფიქსიით გარდაიცვალნენ. […]
“გამარჯვებული ვაშაძე უფრო თვინიერი იქნება, ვიდრე დამარცხებული”
“ახალი თაობის” კითხვებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს. – ბატონო პაატა, საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს ბოლო პერიოდის მოვლენებს. წინ მეორე ტურია, ხელისუფლება კი შეცდომას შეცდომაზე უშვებს. რატომ გაუჭირდა ასე “ოცნებას” და რას ელოდებით? – “ოცნებს” გაუჭირდა იმიტომ, რომ ხერხავდა იმ ტოტს, რომელზეც იჯდა და საბოლოო ჯამში მიიღო ის, რასაც ვხედავთ. მას შემდეგ, რაც […]
კობა გვენეტაძე: „სავალუტო რეზერვები არ არის ადეკვატურ დონეზე“
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, საერთაშორისო რეზერვების შესავსებად სებ-ი ინტერვენციებს მომავალშიც გააგრძელებს. ამის შესახებ გვენეტაძემ ჟურნალისტებს 9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აქუციონზე 10 მლნ დოლარის შესყიდვის მიზეზებთან დაკავშირებით განუცხადა. მთავარი ბანკირი აცხადებს, რომ სებ-ის სავალუტო რეზერვები ადეკვატურ დონეზე არაა. „ჩვენ ეს ადრეც ბევრჯერ გაგვიკეთებია; მე თავადაც განმიცხადებია, რომ ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები […]
მურმან დუმბაძე – “20 ნოემბრისთვის სალომე ზურაბიშვილი კანდიდატურას მოხსნის”
რატომ დაიშაქრა ივანიშვილი, შეცვლის თუ არა მისი 6 წუთიანი მიმართვა საზოგადოების განწყობას, რატომ გაუჩინარდა სალომე ზურაბიშვილი, რატომ არ იქნება რევანში? – ამის შესახებ “ახალ თაობას” მოძრაობა “ემსახურე საქართველოს” ლიდერი მურმან დუმბაძე ესაუბრება. მურმან დუმბაძე: – ვუსმინე ბიძინა ივანიშვილს და ძალიან შემეცოდა. ის ჰგავდა დაჭრილ ფრინველს, რომელიც სისხლისგან იცლება. ის სულ მარტო დარჩა და, როგორც ძველი […]
ანზორ აბრალავა – “ქართულ ოცნებას” მეორე ტურში ძალიან გაუჭირდება – “ოცნებაში” გაერთიანებული მედროვეები ნაცმოძრაობას წინააღმდეგობას ვერ უწევენ”
მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, ანზორ აბრალავას. ანზორ აბრალავა: – საუბედუროდ, პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურით გამოაშკარავდა, რომ ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიურმა მანქანამ იმუშავა. ის პოლიტიკა, რომელიც სააკაშვილის პარტიას კონტრშეტევებისთვის ჰქონდა არჩეული, ნაციონალებისთვის მომგებიანი აღმოჩნდა. – “ქართული ოცნება” სუსტი იყო? – “ქართული ოცნება” ისევ არ სცემდა საკადრის პასუხს ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც ვაშაძის შტაბი გაავსო […]
ჰელსინკში გრიგოლ ვაშაძე ანგელა მერკელს შეხვდა
ჰელსინკში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერების სამიტზე, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს საქართვლოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ესაუბრა. “ჰელსინკში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერების სამიტზე გერმანიის კანცლერ ქალბატონ ანგელა მერკელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებზე ვესაუბრე, სადაც მან ხაზი გაუსვა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში.” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. […]










