იქნება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რატომ ვერ დაბრუნდებიან ნაციონალები ხელისუფლებაში, რატომ ნანობს ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ზურაბიშვილის დასახელებას, როგორ გადაიქცა “ოცნება” მაფიოზურ დაჯგუფებად? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება. გიგლა ბარამიძე: – “ოცნების” გამოესკობარებიდან ბოტასების კოლექტიური ქურდის ტიტულამდე – ეს არის ის სამარცხვინო გზა, რაც მმართველმა გუნდმა გაიარა. “ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა, […]
კატეგორია: აქტუალური
ზაზა ხატიაშვილი – „ომეგას“ მხრიდან ფარული ჩანაწერებით მანიპულირება სკოტლანდ იარდის და ბრიტანეთის სასამართლოს განსჯის საგანი გახდება”
დღეს ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ”დღეს „ომეგა“ ჯგუფმა ბრიტანული საექსპერტო ბიუროს მორიგი დასკვნა წარმოადგინა. ჩემი შეფასებით,“ომეგას“ მიერ წარმოდგენილი როგორც 9 ოქტომბრის, ასევე დღევანდელი დასკვნაც, მათი მხრიდან ფარული აუდიო ფაილებით ბინძური მანიპულირებისა და საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანის მცდელობის კლასიკური მაგალითია. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელის ზაზა ოქუაშვილის, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ისა და „იბერიის“ […]
„დავიღალეთ“ – ბესელია ითხოვს, რომ მედიამ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება შეწყვიტოს
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ითხოვს, რომ მედიამ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება შეწყვიტოს. ბესელიამ ამის შესახებ განცხადება ტვ „პირველის“ ეთერში, ნინო ჟიჟლაშვილის გადაცემაშ გააკეთა. „უნდა დასრულდეს გადაბიჯება კანონის, რომელიც გულისხმობს ასეთი ჩანაწერების გაშვების აკრძალვას, როდესაც ის არ არის კანონიერად მოპოვებული. ეს ეხება მედიასაც. დაიღალნენ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენ ყველა დავიღალეთ, თქვენც, მეც, რომელთაც გამოვიარეთ ის პერიოდი, […]
საქართველომ რიგაში ლატვიას მოუგო და ერთა ლიგაზე ჯგუფში პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა
რამდენიმე წუთის წინ რიგაში დასრულდა ერთა ლიგის მე-4 ტურის მატჩი ლატვიისა და საქართველოს გუნდებს შორის. ამავე ჯგუფის მეორე მატჩი უფრო ადრე გაიმართა. ყაზახეთმა შინ ანდორას 4:0 მოუგო და 5 ქულა დააგროვა. საქართველოს მატჩის წინ 9 ქულა ჰქონდა და ლატვიაში გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილს ინაღდებდა. შეხვედრა სტუმრების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით დასრულდა – 3:0. […]
მირზა სუბელიანი – “ორი ჩანაწერი უნდა და ”ოცნება” აღარ იქნებით“ – რუსთავი 2-მა ახალი სკანდალური ჩანაწერი გამოაქვეყნა
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმე და მირზა სუბელიანი, რომლის დაკავებასაც მოკლული დავით სარალიძის მამა თვეები ითხოვდა – სკანდალური ჩანაწერებიდან, რომელიც გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული, სადაც მირზა სუბელიანია დაპატიმრებული, ირკვევა რატომ არ არის დღემდე გამოძიებული მოზარდების მკვლელობის საქმე და რატომ არ არის გამოვლენილი და დასჯილი დათო სარალიძის მკვლელი. ასევე, რა როლს ასრულებს დანაშაულის დაფარვაში მირზა […]
ზურაბ ჯაფარიძე – ”დედაენის ბაღში 20 ოქტომბერს კანაფის ფესტივალს მაინც ჩავატარებ, მოვიდნენ და დამიჭირონ”
შსს-ს განცხადების მიუხედავად, პოლიტიკური მოძრაობა „გირჩი“ და მისი პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე „დედაენის ბაღში“ დაგეგმილი კანაფის ლეგალიზების ფესტივალის ჩატარებას მაინც გეგმავს. ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ შსს-ს განცხადების საპასუხოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, ფესტივალზე ერთადერთი ვინც კანონს დაარღვევს, ის იქნება. პრეზიდენტობის კანდიდატს შსს-ს განცხადების სერიოზულობაში ეჭვი ეპარება, თუმცა აცხადებს, რომ „დედაენის ბაღში“ მისულებს საშუალება ექნებათ […]
მსოფლიო საპატრიარქომ დაადასტურა, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებს
მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას უკრაინული მედია აქვეყნებს. „მისი უწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქის თავმჯდომარეობით, 9-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით შეიკრიბა წმინდა სინოდი. წმინდა სინოდმა სრულად და ხანგრძლივად განიხილა უკრაინაში უკრაინის საეკლესიო საქმე, პატრიარქის ეგზარქების, მისი უწმინდესობის, პამფილიის არქიეპისკოპოსი დანიელის და ედმონტონის ეპისკოპოსის, ილარიონის თანდასწრებით და ფართო განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება: […]
„ზურაბიშვილის რეიტინგი „ოცნების“ რეიტინგს ჯურღმულში ჩაიყოლებს – სალომეს მთავარი მინუსი მისი ქედმაღლობაა“
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მათი შიდა კვლევის მიხედვით სალომე ზურაბიშვილი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. სულ სხვა სურათი იყო „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში, სადაც მმართველი გუნდის კანდიდატი მესამე ადგილზე გავიდა. „ახალი თაობა“ პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა იმის გასარკვევად, რამდენად ასახავს სოციოლოგიური კვლევები საზოგადოებრივი აზრის შედეგებს, რა მიზნით ტარდება ეს კვლევები და რას ელოდება ამ არჩევნებისგან. – […]
თორნიკე შარაშენიძე – “მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე გავლენ”
პოლიტოლოგი, ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო თორნიკე, წინასარჩევნო პერიოდში ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება ჩვენი საზოგადოებისთვის, ამომრჩევლისთვის უცხო არ არის, მაგრამ რამდენად შესაძლებელია ამ ყველაფერმა შედეგებზე გავლენა მოახდინოს? – რასაკვირველია, გავლენას იქონიებს, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც სალომე ზურაბიშვილს რეალური ამომრჩეველი არ ჰყავს. “ქართულ ოცნებას” ძლიერი, პოპულარული კანდიდატი […]
საოკუპაციო რეჟიმმა მაია ოთინაშვილი გაათავისუფლა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული 37 წლის მაია ოთინაშვილი გაათავისუფლეს. როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტი იუწყება, ახალგორის ე.წ რაიონნლი სასამართლოს მიერ ოთინაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი “საზღვრის უკანონო კვეთაში” და მას ერთწლიანი პირობით სასჯელი და 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა დაეკისრა. დეფაქტო უწყებაში ირწუნებიან, რომ ოთინაშვილმა საპატიმრო უკვე დატოვა და ის ქართულ მხარეს გადაეცა. საქართველოს მოქალაქე […]










