საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო – სტუმრად ყაზახეთი 2:0 დაამარცხა. არის პირველი გამარჯვება! არის პირველი 3 ქულა! გილოცავთ! კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო და ერთა ლიგაზე ჩატარებულ პირველ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მას უნდა დაენახვებინა ყველასთვის, თუ რისი შემძლენი არიან “ჯვაროსნები” და რამდენად ობიექტურია ქართველი გულშემატკივრების უმრავლესობის ოპტიმიზმი, რომელმაც ყაზახების გაღიზიანება გამოიწვია. ყაზახების უპირატესობა საკუთარ […]
კატეგორია: აქტუალური
სამედიცინო შეცდომები და 26 ათასი გარდაცვლილი პაციენტი ერთი წლის განმავლობაში – საგანგაშო სტატისტიკა
ექიმების გულგრილობა და სამედიცინო შეცდომები – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლევას აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ პაციენტთა დაღუპვის მიზეზი ხშირად სწორედ ექიმების მიერ დასმული არასწორი დიაგნოზი ხდება. საქართველოში შესაბამისი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ მაგალითად 2017 წელს 20 ათასამდე ადამიანი გულსისხლძარღვთა, 6 ათასზე მეტი კი ონკოლოგიური დაავადებებით დაიღუპა. ორსულობა-მშობიარობას გადაჰყვა 14 ქალი. სპეციალისტები არსებულ მონაცემებს ჯანდაცვის სფეროს […]
საქართველოს საზღვარზე რუსი ჟურნალისტები არ შემოუშვეს
საქართველოს საზღვარზე რუსი ჟურნალისტები არ შემოუშვეს. გენადი ბოდრიუგოვს, ალექს ტოკარევსა და ვიქტორ ლიტოვკინს ოკუპაციის შესახებ კანონი აქვთ დარღვევეული. ეს ინფორმაცია imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს. ჟურნალისტები თბილისში რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსებულ ფორუმს უნდა დასწრებოდნენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან ისევ მასშტაბურ აქციებს იწყებს
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნილი იყო იმ დარღვევების გამოსავლენად, რა დარღვევებიც გამოძიებაში და სასამართლო პროცესებზე იყო. „პროკურატურა ისევ ცდილობს მ.კ-ს დააფაროს ხელი და არა მარტო მას, არამედ ყველა იმ დამნაშავეს, რომელიც მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს და მკვლელობას. კომისიამ რაც გამოავლინა, ეს ფაქტები პროკურატურის მიერ იყო […]
გიორგი მარგველაშვილი: “საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ის საქართველოს სამსახურში სხვა ფორმით რჩება. „როგორც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში და მანამდეც, ასევე მომავალში ჩემი სამსახური იქნება საქართველოს სამსახური. არ ყოფილა მომენტი, რომ მე ელიტის ან სხვა ჯგუფის სამსახურში ვყოფილიყავი, ეს იწყებოდა საქართველოს მოქალაქეებით და […]
“ნინო გვენეტაძე მგლებმა შეჭამეს!”
“ახალი თაობის” კითხვებს ადვოკატი, უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი პასუხობს. – ბატონო გელა, როგორ შეაფასებთ ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას? – გაურკვეველ სიტუაციაში არიან ხელისუფლებაც და საზოგადოებაც იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ და იმ მესიჯების მერე, რასაც აგზავნიან ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები თუ არასამთავროები საზოგადოების მისამართით. – რა მესიჯებზე საუბრობთ? – მათი განცხადებებიდან გამომდინარე გაჩნდა განცდა, რომ დღეს […]
”რუსის ჯარს ფიანდაზებით შეხვდებით, გამაგებინეთ, რატომ უნდა აგირჩიოთ” – სალომე ზურაბიშვილს ზესტაფონში დაუპირისპირდნენ
ზესტაფონში აგრძელებს მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი. პროცესი ინციდენტის ფონზე წარიმართა. ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ზურაბიშვილს რუსეთთან დაკავშირებით, მისი საჯარო განცხადებების განმარტება მოსთხოვა. „იგივე მდგომარეობა რომ განმეორდეს, თქვენ ფიანდაზებით შეხვდებით რუსის ჯარს“ – მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ სალომე ზურაბიშვილს, რაზეც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა უპასუხა, რომ რუსის ჯარები საქართველოდან მან გაიყვანა. მოსახლეობას შეკითხვები ჰქონდა იმასთან დაკავშირებითაც, […]
პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს
საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს. როგორც “ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა, იმ სიტუაციაში, როცა “ქართული ოცნება” უარს აცხადებდა კონსულტაციებზე, კანდიდატის დასახელება იქნებოდა დასახელება დასახელებისთვის, კანდიდატურა კანდიდატურისთვის და არა შედეგზე ორიენტიებული”. “საქართველოს პრეზიდენტს სურდა, რომ შემდგარიყო ფართო კონსენსუსი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ფართო კონსენსუსი საჭირო იყო იმისათვის, რომ კანდიდატურას დამტკიცების […]
“პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციითაც დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია პოლიტიკაზე”
კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ახალი პრეზიდენტის როლსა და უფლებამოსილებებზე საუბრობს. – ბატონო ავთანდილ, წინასაარჩევნო კამპანიამ, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატები ატარებენ, ხომ არ გამოაჩინა, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები, კონსტიტუციის ახალი მოდელით, მართლაც არ არის საჭირო? – სავსებით ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ ჩვენ კონსტიტუციიდან უნდა გამოვიდეთ. პრეზიდენტი არის ქვეყნის მეთაური. მეორე, პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის ხარისხი […]
იუსტიციის სახლმა ტაქსების რეგისტრაცია დაიწყო
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტაქსების რეგისტრაციის მსურველებს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ რეგისტრაციის პროცესი იუსტიციის სახლში უკვე დაწყებულია, რისთვისაც მან იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მადლობა გადაუხადა. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის, უკვე 500-მდე ტაქსის ნებართვაა გაცემული. „გარდა იუსტიციის სახლისა, ათივე გამგეობაში შესაძლებელია ლიცენზიების მიღება. ასევე, მსურველებისთვის ყველაზე მარტივი […]










