ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ის საქართველოს სამსახურში სხვა ფორმით რჩება. „როგორც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში და მანამდეც, ასევე მომავალში ჩემი სამსახური იქნება საქართველოს სამსახური. არ ყოფილა მომენტი, რომ მე ელიტის ან სხვა ჯგუფის სამსახურში ვყოფილიყავი, ეს იწყებოდა საქართველოს მოქალაქეებით და […]
კატეგორია: აქტუალური
“ნინო გვენეტაძე მგლებმა შეჭამეს!”
“ახალი თაობის” კითხვებს ადვოკატი, უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი პასუხობს. – ბატონო გელა, როგორ შეაფასებთ ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას? – გაურკვეველ სიტუაციაში არიან ხელისუფლებაც და საზოგადოებაც იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ და იმ მესიჯების მერე, რასაც აგზავნიან ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები თუ არასამთავროები საზოგადოების მისამართით. – რა მესიჯებზე საუბრობთ? – მათი განცხადებებიდან გამომდინარე გაჩნდა განცდა, რომ დღეს […]
”რუსის ჯარს ფიანდაზებით შეხვდებით, გამაგებინეთ, რატომ უნდა აგირჩიოთ” – სალომე ზურაბიშვილს ზესტაფონში დაუპირისპირდნენ
ზესტაფონში აგრძელებს მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი. პროცესი ინციდენტის ფონზე წარიმართა. ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ზურაბიშვილს რუსეთთან დაკავშირებით, მისი საჯარო განცხადებების განმარტება მოსთხოვა. „იგივე მდგომარეობა რომ განმეორდეს, თქვენ ფიანდაზებით შეხვდებით რუსის ჯარს“ – მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ სალომე ზურაბიშვილს, რაზეც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა უპასუხა, რომ რუსის ჯარები საქართველოდან მან გაიყვანა. მოსახლეობას შეკითხვები ჰქონდა იმასთან დაკავშირებითაც, […]
პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს
საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს. როგორც “ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა, იმ სიტუაციაში, როცა “ქართული ოცნება” უარს აცხადებდა კონსულტაციებზე, კანდიდატის დასახელება იქნებოდა დასახელება დასახელებისთვის, კანდიდატურა კანდიდატურისთვის და არა შედეგზე ორიენტიებული”. “საქართველოს პრეზიდენტს სურდა, რომ შემდგარიყო ფართო კონსენსუსი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ფართო კონსენსუსი საჭირო იყო იმისათვის, რომ კანდიდატურას დამტკიცების […]
“პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციითაც დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია პოლიტიკაზე”
კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ახალი პრეზიდენტის როლსა და უფლებამოსილებებზე საუბრობს. – ბატონო ავთანდილ, წინასაარჩევნო კამპანიამ, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატები ატარებენ, ხომ არ გამოაჩინა, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები, კონსტიტუციის ახალი მოდელით, მართლაც არ არის საჭირო? – სავსებით ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ ჩვენ კონსტიტუციიდან უნდა გამოვიდეთ. პრეზიდენტი არის ქვეყნის მეთაური. მეორე, პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის ხარისხი […]
იუსტიციის სახლმა ტაქსების რეგისტრაცია დაიწყო
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტაქსების რეგისტრაციის მსურველებს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ რეგისტრაციის პროცესი იუსტიციის სახლში უკვე დაწყებულია, რისთვისაც მან იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მადლობა გადაუხადა. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის, უკვე 500-მდე ტაქსის ნებართვაა გაცემული. „გარდა იუსტიციის სახლისა, ათივე გამგეობაში შესაძლებელია ლიცენზიების მიღება. ასევე, მსურველებისთვის ყველაზე მარტივი […]
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა – ის 700.000 ლარითაა დაჯარიმებული
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა. სასწავლებელი, სტუდენტების ახალ ნაკადს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ვეღარ მიიღებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას უსამართლოს უწოდებს. ავტორიზაციის შეჩერების მიზეზი 700.000 ლარიანი ჯარიმა გახდა, რომელიც უნივერსიტეტს აქვს დაკისრებული და დავა სასამართლოში გრძელდება. “საბჭოს პოზიცია არის უსაფუძვლო და უსამართლო შემდეგი მიზეზების გამო: პირველი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უძრავი […]
რევაზ არველაძე: “ოცნებამ” არც ერთ კანდიდატს არ უნდა დაუჭიროს მხარი – სალომე ზურაბიშვილის ადგილზე მე სხვანაირად მოვიქცეოდი”
“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი რევაზ არველაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებსა და კანდიდატებზე საუბრობს. – ბატონო რევაზ, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე კვირიანი ტაიმაუტი ავიღეთო. თქვენ რას იტყვით, როგორი განწყობაა გუნდში კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის მიმართ? – მე ვფიქრობ, რომ განწყობა დადებითია. თუმცა, ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო და ახლაც ამას ვაფიქსირებ, […]
თორნიკე შარაშენიძე – “დღეს დიალოგი აფხაზებს უფრო სჭირდებათ”
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სერგეი შამბას განცხადებაზე საუბრობს. – ბატონო თორნიკე, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ყოფილმა პრემიერმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ქართველებს მტრებად არ მიიჩნევს და დროა, დიალოგზე და საერთო მომავალზე დავიწყოთ ფიქრი. რა გზავნილი შეიძლება ეს იყოს და რატომ მაინცდამაინც ახლა? – ამ დღეებში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ […]
ხომალდი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, 4 დღეა, რადარებიდან გაქრა
ხომალდი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, 4 დღეა, რადარებიდან გაქრა. პანამის დროშის ქვეშ მცურავი ბერძნული კომპანიის კუთვნილ ტანკერთან ბოლო კავშირი 14 აგვისტოს შედგა, მას შემდეგ გემისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ არაფერია ცნობილი. ბოლო ინფორმაციით, ხომალდ “პანტელენას” განაში ორ პორტს შორის შიდა რეისი უნდა შეესრულებინა. ერთ-ერთი ვერსიით, ნავთობისა და ქიმიური ნივთიერების გადასატანად განკუთვნილი ტანკერი მეკობრეების ხელში […]










