თბილისსა და მის შემოგარენში უჩვეულო ნისლის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ეხმაურება. სააგენტოს ინფორმაციით, ნისლი ცხელი ჰაერის მასებისა და გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით არის განპირობებული. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქ.თბილისში და მის შემოგარენში ნისლი ფიქსირდება, ჰაერის ტემპერატურა +35 გრადუსია. ნისლი, განპირობებულია ქვეყნის სამხრეთი რაიონებიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებისა და კავკასიანის ქედზე არსებული შედარებით გრილი ჰაერის […]
კატეგორია: აქტუალური
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წელს 98 ნარკორეალიზატორი დააკავა
მიმდინარე წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 98 ნარკორეალიზატორი დააკავა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “ნარკოდანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულთან, მათ შორის ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების გასაღებასთან აქტიურ ბრძოლას. სამართალდამცველების ინტენსიური […]
მამუკა ბახტაძემ რამდენიმე გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ. თანამდებობებს ინარჩუნებენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე. ამასთან, იმერეთს მიმდინარე წლის მარტიდან […]
ბიძინა ივანიშვილი: “წასვლას აღარ ვიჩქარებ, რამდენსაც შევძლებ – 62 წლის ვარ, პატარა ბიჭი აღარ ვარ”
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით პოლიტიკიდან და პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლას აღრა იჩქარებს. „წინასწარ მქონდა დაწერილი გრაფიკი, რა დროს მოვიდოდი პოლიტიკაში, რა დროს წავიდოდი სამოქალაქო საზოგადოებაში. ძალიან ვამაყობდი, რომ თანმიმდევრული ვიყავი და რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გადასაწყვეტი იყო, მაგრამ აუცილებელი. რადგანაც პოლიტიკაში მოვედი და დავარღვიე ჩემი თანმიმდევრულობა, ამ შემთხვევაში, მე პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლას აღარ ვიჩქარებ, […]
”ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა არ ეყოლება
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება თუ კანდიდატს „უშუალოდ მათი წრიდან არ აარჩევენ“: „ქართულ ოცნებას ისედაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ჰყავს თავისი მთავრობა, აქვს უმრავლესობა ადგილობრივ თვითმმართველობებში, შესაბამისად, ისედაც საკმაოდ დიდი დომინაციაა ჩვენი პოლიტიკური ძალის, ამიტომ წმინდა დემოკრატიული პროცესისთვის უკეთესი იქნება თუ საპრეზიდენტო არჩევნებში […]
გია ხუხაშვილი – “უსუფაშვილს დაბალი რეიტინგი აქვს და ამიტომ სჭირდება პარტნიორი, რომელიც ძალაუფლებამდე მიიყვანს”
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო გია, გიორგი მარგველაშვილი დავით უსუფაშვილის ზრდილობის გულისთვის შეხვდა თუ რაიმე პოლიტიკურ შედეგს უნდა ველოდოთ? – მე სურვილი მექნებოდა, რომ მსგავს შეხვედრებს რეალური შედეგი გამოეღო. უსუფაშვილი შეიძლება ძალიან მაღალი რეიტინგით არ სარგებლობს, მაგრამ უდაოდ არის გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსი. ნებისმიერი […]
ირაკლი კობახიძე ქუმსიშვილი-ალავიძის საქმეზე – ”გამოძიების ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს”
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ყოფილი მინისტრების გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიმიტრი ქუმსიშვილის და ზურაბ ალავიძის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიტიკური დევნა გამორიცხულია. ირაკლი კობახიძის თქმით, როდის დაიწყო პროკურატურამ ამ საქმის ძიება, არ იცის და შესაბამისად, კობახიძე დამატებით განმარტებებს არ აკეთებს. „როდესაც საქმე ეხება ყოფილი თანამდებობის პირს, ადვილია, ასეთი სპეკულაციების წამოწყება, […]
რატომ მოუხსნა მურმან დუმბაძემ ნაციონალებს წყევლა – “ივანიშვილის და მარგველაშვილის დაპირისპირება თამაშია”
რატომ შეურიგდა ნაციონალებს და მოუხსნა თუ არა მათ წყევლა, რა დაღუპავს “ქართულ ოცნებას”, რითი დააშინა ივანიშვილმა მარგველაშვილი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “ემსახურე საქართველოს” ლიდერი მურმან დუმბაძე ესაუბრება. – 2012 წლის არჩევნების წინ, თქვენ საჯაროდ დაწყევლეთ ნაციონალური მოძრაობა. 6 წლის თავზე კი მათ გვერდით დადექით და ხალხს იმ პარტიის კანდიდატის შემოხაზვისკენ მოუწოდებთ, რომლისთვის ხმის მიცემის […]
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მარგველაშვილი- უსუფაშვილის შეხვედრას ადასტურებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გიორგი მარგვეკლაშვილისა და დავით უსუფაშვილის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. შეხვედრის შესახებ განცხადებაპარლამენტის ყოფილმა თავმჯოდმარემ “კავკასიის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. უსუფაშვილმა პრეზიდენტთან აუდიენციის დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ შეხვედრა სასარგებლო იყო და მოხდა აზრთა ურთიერთგაცვლა. უსუფაშვილის თქმით, “შენების მოძრაობა” საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს და რა როლი ექნება ამ პროცესში გიორგი მარგველაშვილს, ეს მისი გადასაწყვეტია. დავით უსუფაშვილი […]
”ქართულმა ოცნებამ” დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხა
ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პარტიამ ოფიციალური ინფორმაცია უკვე გამოაქვეყნა. „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. დავით ჭიჭინაძემ არაერთგზის […]










