პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილ პრემიერს აკრიტიკებს. ირაკლი კობახიძემ შრომითი უსაფრთხოების წესების გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა და ცვლილებების ჩაგდებაში, გიორგი კვირიკაშვილი დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდა სწორი პოზიცია, თუმცა მთავრობის მაშინდელმა ხელმძღვანელმა უმრავლესობას მისი განხორციელების საშუალება არ მოსცა. აღნიშნული განცხადებით ირაკლი კობახიძე მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. „ჩვენი სურვილი იყო, რომ მაქსიმალურად გაგვემკაცრებინა ჩანაწერები […]
კატეგორია: აქტუალური
სერგეენკო, სუბარი, ცქიტიშვილი – ვინ იქნება „ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი
საზოგადოებაში არის სურვილი, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთოს ბიძინა ივანიშვილი – ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ქართული ოცნების“ გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. „ჩვენს გუნდში ასევე სხვა ძლიერი კანდიდატები არიან. მე დავასახელებდი დავით სერგეენკოს, სოზარ სუბარს, მაია ცქიტიშვილს, რომლებსაც შეუძლიათ საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვა და არჩევნებში გამარჯვება. უახლოეს მომავალში […]
რა ჰკითხა ივანიშვილმა კვირიკაშვილს ხაზარაძეზე
“ქართული ოცნების” წევრი რომან კაკულია არ უარყოფს, რომ “ქართული ოცნების” შეხვედრაზე, რომლის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა, ივანიშვილმა კვირიკაშვილს ანაკლიის პორტის კონსორციუმის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეზე დაუსვა კითხვები. “მამუკა ხაზარაძის სახელი და გვარი უხსენა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილს?- მიმართა ინგა გრიგოლიამ დეპუტატს: რომან კაკულია: “არა, მე უბრალოდ უარყოფას არ ვაკეთებ, მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ დეპუტატს აქვს […]
იენს სტოლტენბერგი: საქართველო გახდება ნატოს წევრი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ საქართველო მომავალში აუცილებლად გახრდება ალიანსის წევრი. “ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ჩვენმა ლიდერებმა ეს გუშინ დაადასტურეს. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას წევრობისთვის”, – ციტირებს “რია ნოვოსტი” სტოლტენბერგს. შეგახსენებთ, რომ მოკავშირეებმა ერთობლივ განხცხადებაში საქართველოს რეფორმების პროგრესი აღიარეს.
მარგველაშვილი, უსუფაშვილი, კვირიკაშვილი – შეიქმნება თუ არა ასეთი ტრიუმვირატი
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, გიორგი კვირიკაშვილის მიერ პარტია “ქართული ოცნების” დატოვება შეიძლება ნიშნავდეს მის მზადებას პოლიტიკაში დასაბრუნებლად? – გიორგი კვირიკაშვილმა “ქართულ ოცნებაში” თავისი პოლიტიკური კარიერის პიკს მიაღწია. გადადგომის დღეს კვირიკაშვილმა თქვა, რომ შეუთანხმებლობა ჰქონდა პარტიის თავმჯდომარესთან, რადგან განსხვავებული შეხედულება ჰქონდა ბევრ საკითხში. აქედან გამომდინარე […]
სოზარ სუბარი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ინიშნება?
მაქსიმუმ, ერთ კვირაში სოზარ სუბარის უწყება, ანუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო არსებობას შეწყვეტს. ხელისუფლება ირწმუნება, რომ ამ გაუქმების მიუხედავად, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ასევე, ოკუპირებულ რეგიონებს ყურადღებას არ მოაკლებს, რადგან სუბარის სამინისტროს ფუნქციები სხვადასხვა უწყებას, მათ შორის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და შს სამინისტროებს შეერწყმევა, თუმცა მიუხედავად ამისა, არსებობს მოლოდინი, რომ […]
შალვა თადუმაძეს ყალბი დიპლომი აქვს?!
როგორც ამბობენ, შალვა თადუმაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნათლიმამა, მალე გახდება საქართველოს მთავარი პროკურორი. წულუკიანმა ჭკუა იხმარა და მას შემდეგ რაც „თაიმერმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, ნათელმირონობის შესახებ, თავად არ წარადგინა პროკურორობის კანდიდატები. ეს მეტად ძნელი მისია წულუკიანის მოადგილეს დაეკისრა. მაშ ასე, მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი შეირჩნენ. საპროკურორო საბჭოს კანდიდატები იუსტიციის მინისტრის […]
უსუფაშვილმა მარგველაშვილს ღია წერილი მიწერა – ”ვიცი, რომ ათასი მიზეზი გაქვს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკიდან წასასვლელად, მაგრამ…”
“შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ღია წერილით მიმართავს. მარგველაშვილის სახელზე დაწერილ ღია წერილს “ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: “ვითარება რთულია – ქვეყანა თავზე გვექცევა… გამოსავალი არსებობს, თუ გარკვეული წრე ერთად ავიღებთ ქვეყანაზე პასუხისმგებლობას! ვითარება რთულია: – ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს ოცნება ვერ პატრონობს, ნაცმოძრაობა არყევს და რუსეთი ანგრევს; – ამ უპატრონობამ, რყევამ და ნგრევამ ერის […]
პატარაძის შემდეგ გუბერნატორები და “ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები წავლენ?
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ სავარაუდოდ თანამდებობებს სამხარეო ადმინისტრაციის უფროსებიც დატოვებენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ყველა ის გუბერნატორი რომელიც კვრიკაშვილის კადრად მოიაზრება უახლოეს დღეებში “საკუთარი სურვილით” თანამდებობას დატოვებს. გუბერნატორებთან ერთად თანამდებობები შესაძლოა დატოვონ მმართველი პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა, რომლებიც კვირიკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობის დროს იქნენ დანიშნული.
დავით ჭიჭინაძე: “თუ მოსახლეობის მხარდაჭერა არ იქნება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას დავაყენებ”
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ჭიჭინაძე რიგგარეშე საპარლემენტო არჩევნების შესახებ საუბრობს.”თუ მოსახლეობის მხარდაჭერა არ იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას დავაყენებ”- თქვა დეპუტატმა. ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ ელოდება როგორ დაკომპლექტდება მთავრობა და ვინ იქნებიან ახალი სახეები. „თუ მთავრობა შეძლებს საზოგადოების ნდობის მოპოვებას, მაშინ ეს მისი გადასაწყვეტი იქნება, მაგრამ თუ ვერ მოვახერხებთ საზოგადოების ნდობის მოპოვებას, მთავრობას ვგულისხმობ, მაშინ […]










