ქართული ოცნების ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიამ საბჭოზე საპრეზიდენტო არჩევნებში ქართული ოცნების მონაწილეობის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარადგენს.
კატეგორია: აქტუალური
რას მალავს მაია მიმინოშვილი ქონებრივ დეკლარაციაში
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ქონებრივი დეკლარაცია არასრულად შეავსო, დოკუმენტში არ არის მითითებული მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული ქონება და მათივე სამეწარმეო საქმიანობა. ამასთან, წლების განმავლობაში მიმინოშვილის უწყებაში მისი ოჯახის წევრები კონკურსის გარეშე იყვნენ დასაქმებულები, რაც კანონმდებლობის დარღვევაა. ქონება და ბიზნესსაქმიანობა, რომელიც დეკლარაციაში არ არის მითითებული […]
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გადადგა
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გვენეტაძემ პოსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა. ის საზღვარგარეთ, რამდენიმეთვიან მკურნალობას საჭიროებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო გვენეტაძე ავრცელებს განცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოითხოვს […]
400 მედიკამენტი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიაფდეს
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 400-მდე დასახელების მედიკამენტი მალე შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიაფდეს. ამ საკითხზე მუშაობა შესაბამისი რეგულაციების გასატარებლად უკვე დაწყებულია. სავარაუდოდ, ფარმაცევტული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროცესის დასრულებას სექტემბრამდე შეძლებენ. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, მედიკამენტების ფასის რეგულირება მოსახლეობის დიდ ნაწილს მნიშვნელოვნად დაეხმარება. „უნდა გავაფართოვოთ წრე, ვინც მოიხმარს ამ პროგრამით მიღებულ მედიკამენტებს და ასევე დავარეგულიროთ ის ფასები რაც […]
„იანდექს ტაქსის“ გამოძახების მობილური აპლიკაცია ტელეფონიდან პერსონალურ მონაცემებს აკოპირებს?
ტაქსის გამოძახების მობილური აპლიკაცია „იანდექსი“ ტელეფონიდან შესაძლოა, პერსონალურ მონაცემებს აკოპირებდეს. აპლიკაციის შესწავლის შემდეგ, ლიტვის თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ პროგრამა მობილური ტელეფონებისთვის საფრთხის შემცველია, ამიტომ ქვეყნის მოქალაქეებს ურჩევს ის არ გამოიყენონ. ლიტვის მსგავსად, „იანდექს ტაქსის“ ანალოგიურ აპლიკაციას იყენებენ საქართველოში. კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტები ამბობენ, რომ „იანდექსს“ შეუძლია ადგილსამყოფელი დაადგინოს და ტელეფონის მიკროფონის საშუალებით, თქვენი საუბარიც […]
ვისი დავალებით მოსთხოვა ვანო ჩხარტიშვილმა პატრიარქს გადადგომა
ცოტა ხნის წინ ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა პატრიარქს გადადგომა ურჩია. ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ამ საკითხზე ”ახალ თაობას” ესაუბრა. – ცოტა ხნის წინ მეუფეები მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძესთან ვერ შევიდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატრიარქს ვანო ჩხარტიშვილის პირით მოსთხოვეს გადადგომა. – როგორც განმარტეს, რამდენიმე დღის წინ, მატროსოვზე მეუფეები ტექნიკური მიზეზების გამო ვერ […]
ჭიჭინაძე ქუცნაშვილზე – “კოლექტიურ ზარდიაშვილებს ემატება კიდევ ერთი კაცი… “
“კოლექტიურ ზარდიაშვილებს ემატება კიდევ ერთი კაცი”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე, რომელიც უმრავლესობის წევრს და ყოფილ თანაგუნდელს ზაქარია ქუცნაშვილს უპირისპირდება: “კოლექტიურ ზარდიაშვილებს ემატება კიდევ ერთი კაცი, რომელმაც ყველაზე აქტიურად აიღო საკუთარ თავზე და თურმე მე არ ვახსოვარ და მე ეგ ზუსტად არ მახოვს. 2008 წელს კაბინეტში რომ მივაკითხე და ვუთხარი წამოდი ქვეყანა იქცევა, გვერდში დავუდგეთ თქო, […]
თბილისში ჰაერი გამუქდა – რა ხდება დედაქალაქში
თბილისსა და მის შემოგარენში უჩვეულო ნისლის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ეხმაურება. სააგენტოს ინფორმაციით, ნისლი ცხელი ჰაერის მასებისა და გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით არის განპირობებული. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქ.თბილისში და მის შემოგარენში ნისლი ფიქსირდება, ჰაერის ტემპერატურა +35 გრადუსია. ნისლი, განპირობებულია ქვეყნის სამხრეთი რაიონებიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებისა და კავკასიანის ქედზე არსებული შედარებით გრილი ჰაერის […]
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წელს 98 ნარკორეალიზატორი დააკავა
მიმდინარე წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 98 ნარკორეალიზატორი დააკავა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “ნარკოდანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულთან, მათ შორის ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების გასაღებასთან აქტიურ ბრძოლას. სამართალდამცველების ინტენსიური […]
მამუკა ბახტაძემ რამდენიმე გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ. თანამდებობებს ინარჩუნებენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე. ამასთან, იმერეთს მიმდინარე წლის მარტიდან […]










