საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თანამდებობიდან გადადგა, ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ელისო კილაძემაც დაწერა. შოთაძის თანამდებობიდან გადადგომა მოზარდების მკვლელეობის საქმეს უკავშირდება. მთავარ პროკურატურასთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც ირაკლი შოთაძის გადადგომა გახლდათ.
კატეგორია: აქტუალური
სასამართლოს განაჩენი ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე
თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ გამოცხადებულ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს. „ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „2018 წლის 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. […]
საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს
სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადება გაკეთდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით: – 2018 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად, მიიღო კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება […]
კვირიკაშვილი – 2021 წლამდე ნატოში უნდა შევიდეთ – მრგვალი მაგიდა პარლამენტში
26 მაისი საქართველოს მოსახლეობას 7-მა პრეზიდენტმა მიულოცა. პრეზიდენტები და თბილისში ჩამოსული დელეგაციები დღის ბოლოს პარლამენტში მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ. “თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის – მომავალი ათწლეულის სტრატეგია” – შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დელეგაციების ხელმძღვანელებმა მიმართეს. გამომსვლელები ამბობდნენ, რომ, როგორც 100 წლის წინ, საქართველო დღესაც რუსულ ოკუპაციას ებრძვის და ისინი ჩვენს ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებდნენ. – […]
ბიძინა ივანიშვილი სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა
თბილისში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკ არმენია“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრას კერძო ხასიათი ჰქონდა. მათივე ინფორმაციით, არმენ სარქისიანსა და ბიძინა ივანიშვილს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ ერთმანეთთან. ინტერპრესნიუსი
სერგო რატიანი: “ცენზურის დაკანონებას ვერ შევეგუებით”
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი სერგო რატიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრობს. – ბატონო სერგო, თქვენი პარტია განცხადებას ავრცელებს ბესელია-გოგიჩაიშვილის ავტორობით შექმნილ კანონპროეტთან დაკავშირებით, რომელიც “კულტურის შესახებ” კანონში და “სამოქალაქო საპროცესო კოდექსში” შესატან ცვლილებას ეხება. ბევრი შეფასება მოვისმინე, რომ ეს არის საბჭოური ტიპის ცენზურის დაბრუნება და ა.შ. […]
კახა კალაძეს კინოში იღებენ
თბილისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველოში მხატვრულ ფილმს “დავიწყებული მელოდია” გადაიღებენ. გადაღებებში აქტიურ მონაწილეობას იღებს თბილისის მერია, თავად მერი კახი კალაძე კი ფილმში ახალგაზრდა და ენერგიული მერის როლს შეასრულებს, რომელსაც სხვადასხვა პრობლემის სწრაფი და ეფექტური გადაჭრა შეუძლია. ეს არის ფილმი მდიდარი სლოვაკელი ბიზნესმენის შვილიშვილზე, რომელიც მისთვის უცნობ ქვეყანაში – საქართველოში ბაბუის უკანასკნელი სურვილის […]
ჟურნალისტ ნათია კობერიძეს წამებითა და გაუპატიურებით ემუქრებიან – “ვინმე ვახტანგ ჯაბანაშვილმა მომწერა მუქარის რამდენიმე მესიჯი”
ნათია კობერიძე აცხადებს, რომ ლგბტ ადამიანების ტელევიზიის ეთერით დაცვის გამო წამებითა და გაუპატიურებით ემუქრებიან. ჟურნალისტი კონკრეტულ პირს ასახელებს და პოლიციის გამოხმაურებას ელოდება. შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეზე წინასაგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რის საბუძველზეც გამოიკითხება ნათია კობერიძის მიერ დასახელებული პირი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. სარჩელში მითითებულია, რომ მუქარა ჟურნალისტის საჯარო გამოსვლას უკავშირდება. ნათია კობერიძე: “მოქალაქემ, ვინმე ვახტანგ […]
”ამერიკელები ველოდებით დღეს, როდესაც საქართველო ნატოს წევრი გახდება” – კვირიკაშვილი პომპეოს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ორმხრივი კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე – საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო. შეხვედრის დასაწყისში პრემიერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა […]
თემურ ჭყონია – ”ლომბარდებმა ადამიანების გაჭირვება გამოიყენეს”
– ლომბარდებმა ადამიანების გაჭირვება გამოიყენეს,- ამის შესახებ ბიზნესმენი თემურ ჭყონია bm.ge-სთან აცხადებს. ის ასევე ეხმაურება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ ახალ რეგულაციებს, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ პირებს სესხების აღებაზე შეზღუდვები უწესდებათ. ჭყონია ამბობს, რომ ამ შეზღუდვების შემოღებისკენ მთავრობას ერთი მხრივ, ლომბარდებმა და სხვა სესხის გამცემმა ორგანიზაციებმა, მეორე მხრივ კი, მოსახლების ფინანსურმა გაუნათლებლობამ უბიძგა. – ერთი მხრივ, […]










