ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამა, მირზა სუბელიანი, რომელსაც ზაზა სარალიძე დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს, თავის პირველ სატელევიზიო კომენტარში ამბობს, რომ მზადაა პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომელიც მასთან დაკავშირებით არსებობს. მირზა სუბელიანმა კომენტარი საზოგადოებრივი მაუწყებლის საკვირაო გადაცემას მისცა. „წამოვიყვანე ჩემი ჩვილი და გამოვაცხადე სამართალდამცავ ორგანოში. მე დასაცავი არაფერი მაქვს, აქ ვარ. თუ იქნება რაიმე კითხვის […]
კატეგორია: აქტუალური
შსს – ”არსებობს ზაზა სარალიძის მოკვლის საფრთხე”
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ არსებობს ზაზა სარალიძის სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე, ამიტომ სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს სთავაზობს. “არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის. ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის […]
“მე ამ საქმეში არ გავჩერდები” – პრეზიდენტის პირველი კომენტარი სარალიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ
საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ის გაეცნო ზაზა სარალიძის პრეტენზიებს, რომელიც მას გამოძიების მისამართით აქვს. „ბუნებრივია, მთავარი სათქმელი იყო გაზიარება იმ ტკივილის, რომლითაც სავსეა ამ კაცის გული და, რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო. ვუერთდები, როგორც ზაზა სარალიძეს, ასევე სხვა ადამიანებს, ვისაც აქვთ გულისტკივილი, რათა მშვიდი, წყნარი და სტაბილური პროცესი იქნას უზრუნველყოფილი, ქვეყანა იყოს სიმშვიდეში. ამისთვის მე ვეურთიერთები […]
ირაკლი შოთაძე გადადგა
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თანამდებობიდან გადადგა, ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ელისო კილაძემაც დაწერა. შოთაძის თანამდებობიდან გადადგომა მოზარდების მკვლელეობის საქმეს უკავშირდება. მთავარ პროკურატურასთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც ირაკლი შოთაძის გადადგომა გახლდათ.
სასამართლოს განაჩენი ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე
თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ გამოცხადებულ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს. „ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „2018 წლის 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. […]
საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს
სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადება გაკეთდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით: – 2018 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად, მიიღო კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება […]
კვირიკაშვილი – 2021 წლამდე ნატოში უნდა შევიდეთ – მრგვალი მაგიდა პარლამენტში
26 მაისი საქართველოს მოსახლეობას 7-მა პრეზიდენტმა მიულოცა. პრეზიდენტები და თბილისში ჩამოსული დელეგაციები დღის ბოლოს პარლამენტში მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ. “თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის – მომავალი ათწლეულის სტრატეგია” – შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დელეგაციების ხელმძღვანელებმა მიმართეს. გამომსვლელები ამბობდნენ, რომ, როგორც 100 წლის წინ, საქართველო დღესაც რუსულ ოკუპაციას ებრძვის და ისინი ჩვენს ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებდნენ. – […]
ბიძინა ივანიშვილი სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა
თბილისში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკ არმენია“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრას კერძო ხასიათი ჰქონდა. მათივე ინფორმაციით, არმენ სარქისიანსა და ბიძინა ივანიშვილს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ ერთმანეთთან. ინტერპრესნიუსი
სერგო რატიანი: “ცენზურის დაკანონებას ვერ შევეგუებით”
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი სერგო რატიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრობს. – ბატონო სერგო, თქვენი პარტია განცხადებას ავრცელებს ბესელია-გოგიჩაიშვილის ავტორობით შექმნილ კანონპროეტთან დაკავშირებით, რომელიც “კულტურის შესახებ” კანონში და “სამოქალაქო საპროცესო კოდექსში” შესატან ცვლილებას ეხება. ბევრი შეფასება მოვისმინე, რომ ეს არის საბჭოური ტიპის ცენზურის დაბრუნება და ა.შ. […]
კახა კალაძეს კინოში იღებენ
თბილისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველოში მხატვრულ ფილმს “დავიწყებული მელოდია” გადაიღებენ. გადაღებებში აქტიურ მონაწილეობას იღებს თბილისის მერია, თავად მერი კახი კალაძე კი ფილმში ახალგაზრდა და ენერგიული მერის როლს შეასრულებს, რომელსაც სხვადასხვა პრობლემის სწრაფი და ეფექტური გადაჭრა შეუძლია. ეს არის ფილმი მდიდარი სლოვაკელი ბიზნესმენის შვილიშვილზე, რომელიც მისთვის უცნობ ქვეყანაში – საქართველოში ბაბუის უკანასკნელი სურვილის […]










