კატეგორია: აქტუალური

ახალი არეულობა “ქართულ ოცნებაში” – დეპუტატი გრიგოლ მიქელაძე პროკურატურას შოთა შალელაშვილის საქმიანობით დაინტერესებას სთხოვს

ქართულ ოცნებაში ახალი დიდი არეულობა დაიწყო. დეპუტატი გრიგოლ მიქელაძე პროკურატურას შოთა შალელაშვილის საქმიანობით დაინტერესებას სთხოვს. პარლამენტის წევრი ფიქრობს, რომ შალელაშვილის ფინანსური მაქინაციები იმდენად ღრმაა, რომ ის პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამაც უნდა გამოიძიოს. შალელაშვილი საქართველოს პარლამენტის მილიონერი დეპუტატების რიცხვშია. მხოლოდ დეკლარაციაში წერია, რომ მას 10 მილიონ დოლარამდე ნაღდი ფული ქართუ ბანკში აქვს, მილიონებად არის შეფასებული მისი უძრავი ქონება და […]

მირზა სუბელიანი დააკავეს – მას ჯარიმა, შინაპატიმრობა ან 2-დან 4 წლამდე ციხე ელის

შსს-ში მორიგი დაკითხვის შემდეგ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მამა, მირზა სუბელიანი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დააკავეს. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის […]

“ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და არავისზე ხელის დაფარებას არ ვაპირებთ” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრია, აღნიშნავს, რომ მათ დასამალი არაფერი აქვს და არავისზე არ აპირებენ ხელის დაფარებას. “თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ პრეცედენტები, თუ რამდენი შემთხვევა მსოფლიოში, როცა ხელისუფლება კონკრეტულ საქმეზე საგამოძიებო კომისიას ქმნის. პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და არავისზე ხელის დაფარებას არ […]

მამუკა არეშიძე – “ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ პროცესები ისევ ქუჩაში გადასულიყო”

“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ იმ პროცესებს რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება? – მე ცოტა შორიდან უნდა დავიწყო. აპრილში ზუსტად 40 წელი გახდა, რაც ჩემი თაობა უსამართლობას ებრძვის სხვა თაობებთან ერთად და დგას მიტინგებზე და აქციებზე. 1978 წლის 14 აპრილიდან. ეს უსამართლობა სხვადასხვა შინაარსის იყო: ეს […]

შავაძე და ჯორბენაძე – იუსტიციის სამინისტრომ მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარადგინა

იუსტიციის სამინისტრო მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საპროკურორო საბჭოს საიტზე განათავსებს. სამინისტროს უკვე წარედგინა ორი კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე. მათი წარდგინებები და ბიოგრაფიები საპროკურორო საბჭოს საიტზე − http://pc.gov.ge − შემოსვლისთანავე აიტვირთა. პროცესით დაინტერესებულ ყველა პირს შეუძლია, ნახოს წარდგენილი კანდიდატების ვინაობა, რეკომენდატორი ორგანიზაციები და სხვა დოკუმენტები. პირველი კანდიდატი − პაატა შავაძე, წარდგენილია 18 […]

მარიამ კუბლაშვილი – ”პრემიერი მაჩალიკაშვილის საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მალხაზ მაჩალიკაშვილთან და მისი ოჯახის უფლებადამცველთან დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა მათ მისცა პირობა, რომ მაჩალიკაშვილის საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს. „შეხვედრა დასრულდა, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიარეთ ყველა ის დეტალი, რომელიც აქტუალურია, მოხდა აქცენტირება ყველა დეტალზე, პრემიერ-მინისტრი გვისმენდა, აშკარა იყო, რომ მან იცოდა […]

მირზა სუბელიანი – “მე დასაცავი არაფერი მაქვს… პირველად ჩემი შვილი დაიკითხა… ჩემი ქვისლი დაპატიმრებულია”

საქართველოში ვარ, არსად გავსულვარ და არც ოჯახი გამიყვანია. მზად ვარ თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ პირველ არხს პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამამ, მირზა სუბელიანმა განუცხადა. მირზა სუბელიანის თქმით, მზად არის, ნებისმიერ შეკითხვას პასუხი გასცეს. „გამოკითხვაზე ვიმყოფებოდი შსს-ში. შესაბამის დეტალებს ვერ გავახმაურებ, მაგრამ მიდის გამოძიება. რაც შეეხება იმ კითხვებს, რომლებიც […]

ქუთაისელი გმირები – რობი კაპანაძე და თემურ რამიშვილი

ქუთაისის მეჩვიდმეტე საჯარო სკოლა თავის ფეისგვერდზე წერს: _ რობი კაპანაძე და თემურ რამიშვილი ჩვენი ქალაქის დღევანდელი 2018 წლის 31 მაისის გმირები  არიან!!!  დღეს მათ ალმოდებული მრავალსართულიანი კორპუსის საცხოვრებელი ბინიდან გამოიყვანეს და სიკვდილს გადაარჩინეს ჩვენივე სკოლის პირველი კლასის მოსწავლე პაატა ღამბაშიძე და პაატას ბებო , რომელსაც გადაადგილება დამოუკიდებლად არ შეეძლო. კიდევ ერთელ მადლობა მათ, მათ მშობლებს […]

ლევან დადუნაშვილის მამა: თურმე სუს-მა მომაცილა! ვის მოაფიქრდა ამნაირი სისულელე! რაში დასჭირდათ?!

„ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თქვენ რუსთაველის გამზირზე მიგიყვანათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა“ – აღნიშნული შეკითხვით მიმართა „TV პირველის“ ჟურნალისტმა ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას დავით დადუნაშვილს გადაცემაში სტუმრობისას. რაზეც დავით დადუნაშვილის პასუხი იყო შემდეგი: „არავითარი სახელმწიფო უსაფრთხოების მანქანა არ ყოფილა. ზუსტად მაგაზე მოვედი და მაგის გასაშიფრად მოვედი აქ. მე ვიჯექი ჩემს სოფელში, ვუსმენდი ტელევიზიით გადმოცემას და როდესაც გაჟღერებულმა […]

ზაზა სარალიძე, ზვიად კუპრავა და მალხაზ მაჩალიკაშვილი ოპოზიციურ პარტიებთან ერთად იბრძოლებენ

ოპოზიციურ პარტიების ლიდერებს, ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის კონსულტაციები დასრულდა. აქცია ხვალ 18:00 საათზე დაიწყება. სარალიძე, ზვიად კუპრავა და მალხაზ მაჩალიკაშვილი ოპოზიციურ პარტიებთან ერთად იბრძოლებენ. ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა აქციაზე შეკრებილებს ერთად მიესალმნენ. – მე გადავწყვიტე უკვე, რომ მომეხმო ყველა პოლიტიკური ძალისთვის და მთელი საქართველოსთვის. მე პირობა დავდე, რომ ნებისმიერ ბერკეტს მივმართავ, რათა სისტემა […]