გერმანელმა სამართალდამცველებმა საქართველოს 60-მდე მოქალაქის დეპორტაცია მოახდინეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური ავიარეისიდუსელდორფიდან რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ისინი გერმანიის სხვადასხვა ქალაქში აიყვანეს, მათ შორის არის ოჯახი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, რომელიც გერმანიაში სამკურნალოდ იყო წასული. დეპორტირებულების უმეტესობა თავშესაფარს ძირითადად გერმანიაში მოითხოვდა, მათ შორის არიან ისეთები, ვინც მიზეზებად პოლიტიკურ, სოციალურ ან სხვა სახის მოტივებს ასახელებდა. მას შემდეგ, რაც […]
კატეგორია: აქტუალური
ემზარ ჯგერენაია – “ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია მევახშეობას გააძლიერებს”
ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაციები ძალაში შევიდა. რეგულაციების მიხედვით, კომერციულ ბანკებს ეზღუდებათ სესხების გაცემა. ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ რეგულაციები სიტუაციას გააჯანსაღებს, თუმცა აღნიშნულ ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია “ახალ თაობას” აღნიშნულ ინიციატივაზე ესაუბრება და ამ პროცესს უარყოფითად აფასებს. – ბატონო ემზარ, ეროვნული ბანკის რეგულაციები კომერციული ბანკებისადმი უკვე ძალაში შევიდა. ძირითადად უარყოფითი […]
კომპანია „ედლაინმა“ ნიკა მელიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა – ”მოვითხოვთ მისგან ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფას”
სარეკლამო კომპანია „ედლაინმა“ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკანორ მელიასგან მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციიის საჯაროდ უარყოფა მოითხოვა. როგორც „პალიტრამედიის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა სამსონიამ განაცხადა, ნიკანორ მელიამ საჯაროდ უნდა უარყოს მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც „პალიტრამედიის“ შემადგენლობაში შემავალმა შპს „ედლაინმა“ გაიმარჯვა, უკონკურენტო […]
პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო
2018-2019 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციადაიწყო. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე (registration.emis.ge) და 8 ივნისს დასრულდება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით. ცნობისთვის, პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება. რაც შეეხება […]
”ოცნება” სოზარ სუბარს საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილავს
„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტოდ რამდენიმე კანდიდატს აქტიურად განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კი პარტიის ახალ ხელმძღვანელს და ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს. საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი ერთ-ერთ კანდიდატად სოზარ სუბარს განიხილავს. ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ “ქართულ ოცნებაში”. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კონკრეტული გვარების დასახელება არარელევანტური და ნაადრევია. – […]
ასლან აბაშიძის პირადი ექიმი ილია ნაკაშიძე ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
ილია ნაკაშიძე პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობის წევრია. ასლან აბაშიძის პირადი ექიმი აბაშიძის მმართველობის დროს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. როგორ მოხვდა “ქართულ ოცნებაში” და როგორ აფასებს ასლან აბაშიძის მმართველობას, რომელიც აჭარის ცნობილი მოვლენების დროს ცენტრალურ ხელისუფლებას უპირისპირდებოდა და რომლის ბრძანებითაც 2004 წლის 2 მაისს ჩოლოქის, ქაქუთისა და ცეცხლაურის ხიდები ააფეთქეს? სწორედ ამ საკითხებზე […]
კიბერთავდასხმა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სერვერზე – წაშლილია მონაცემთა მთელი ბაზა
კიბერთავდასხმა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სერვერზე. კურიერის ინფორმაციით, წაშლილია მონაცემთა მთელი ბაზა. ამ დროისათვის ბლოკირებულია სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ვებგვერდი და ის ინტერნეტ სივრცეში ხელმისაწვდომი არ არის. კიბერთავდასხმის შესახებ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა სატელეფონო საუბარში ადასტურებენ რომ მათ მონაცემთა ბაზებს პრობლემები აქვს. კითხვაზე შეექმნება თუ არა ფრენებს პრობლემები მონაცემთა ბაზების წაშლის გამო, […]
სერგეენკო – რატომ ღირს საქართველოში წამლები ორჯერ ძვირი, ვიდრე თურქეთში
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თურქეთში მედიკამენტების დაბალ ფასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, რომელსაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. სერგეენკოს თქმით, საქართველოსთან შედარებით, თურქეთში წამლების დაბალ ფასს დიდი ბაზარი და სახელმწიფოს ჩართულობა განაპირობებს: – ჩვენგან განსხვავებით თურქეთმა, როდესაც ჩვენ 2007 და 2010 წლებში, ძალიან მარტივად მივიღეთ პრივატიზაციებზე გადაწყვეტილება, თურქეთი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა და მძლავრი სახელმწიფო საპირწონეები დატოვა […]
პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად პარლამენტი დატოვა
საქართველოს პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის დარბაზი დატოვა. ეს ირაკლი კობახიძესა და გიორგი მარგველაშვილს შორის მომხდარ შელაპარაკებას მოჰყვა რეგლამენტთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც მარგველაშვილი დებატების საშუალებას ითხოვდა. გარეთ გამოსულმა მარგველაშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა: – გამოცხადებული იყო დებატების ფორმატი და ამის თაობაზე დაანონსებული იყო არაერთხელ, ბუნებრივია რომ მქონდეს დებატების საშუალება, პრეზიდენტისთვის პასუხის გაცემას როცა პარლამენტი მიკრძალავს, შინაარსს ვერ […]
”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 21-დან 15 კაცამდე შემცირდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭო 15 წევრით დაკომპლექტდა. პოლიტსაბჭოს სიაში შედიან როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობა ასეთია: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე […]










