საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალი ტიპის მენეჯერების გაზრდას იწყებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცხრე სართულზე ლიფტიდან გამოსვლისთანავე თვალში გვხვდება თემიდას კუთხე ევროპის წამყვანი ქვეყნებისა და აშშ-ის დროშებითა და კონსტიტუციებით, სადაც, ასევე, გამოფენილია 1776 წლის 4 ივლისის აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ნიმუში. ეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტია. – ჩვენ გვაქვს საჯარო სამართლის ლაბორატორია, სადაც დაცულია ყველა ქვეყნის კონსტიტუცია, […]
კატეგორია: აქტუალური
„შეეშვით, კობახიძე თავს თვითონ წაიმტვრევს“ – რა შეხვედრა შედგა ივანიშვილთან
სამთავრობო გუნდში ამბობენ, რომ მაქსიმუმ, ორ კვირაში დიდი ძვრები დაიწყება, თუმცა ვის შეეხება ან რა სახის იქნება ეს ძვრები, არ აკონკრეტებენ. მმართველი პარტიის გარშემო, ბოლო დღეების მოვლენებს თუ გადავხედავთ და შესაბამის ანალიზს გავაკეთებთ, შეგვიძლია, უშეცდომოდ ვივარაუდოთ, რომ „ოცნების“ ან, სულაც, „ოცნების“ ზოგიერთი წევრის მატარებელი მალე ჩაივლის. ამის თქმის საფუძველს კი, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, „ოცნების“ […]
საქართველოში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის
მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარულ ავიამიმოსვლას საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ფრენები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რიადიდან, დამამიდან და ჯედადან შემდეგი განრიგით შესრულდება: დამამი-თბილისი-დამამი – 1 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით (სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი); […]
ხელისუფლება ფრიდომ ჰაუსის წინააღმდეგ
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფრიდომ ჰაუსს საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მიკერძოებაში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ანგარიშის ავტორებს შინაარსობრივად ხელისუფლების გაკრიტიკება უჭირთ და იკვეთება მიკერძოებულობა. „გუშინ გამოქვეყნდა ამერიკული ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსის ანგარიში საქართველოს დემოკრატიული განვითარების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის ავტორებს შინაარსობრივად უჭირთ ხელისუფლების გაკრიტიკება, დასკვნებში აშკარად იკვეთება მათი მიკერძოება საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ“, […]
მაიკ პომპეო – “რუსეთთან რბილი პოლიტიკის დრო დამთავრდა… დავეხმაროთ მამაც ხალხებს უკრაინასა და საქართველოში”
ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და აშშ-ის სახელმწიფო მისიტრობაზე წარდგენილი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ რუსეთთან რბილი პოლიტიკის წარმოების დრო დასრულდა. “რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს, რაშიც მას ხელი შეუწყო წლების განმავლობაში ჩვენმა რბილმა პოლიტიკამ. ეს ახლა დასრულებულია. იმ ქმედებათა სია, რომელიც ჩვენს ადმინისტრაციას გააჩნია, მიმართულია იქითკენ, რომ ვლადიმერ პუტინისთვის მის ქმედებებზე ფასი გაიზარდოს და ეს სია […]
„გარიცხეთ ოცნებიდან ზაზა პაპუაშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე და ბექა ნაცვლიშვილი!“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პარლამენტის თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. როგორც “ქართული ოცნების” წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი კობახიძის მიერ 9 აპრილის მემორიალთან ავტორიტარული ტონით გაკეთებული განცხადებები არასწორია.მისი თქმით, “საპარლამენტო უმრავლესობას გამოფხიზლება სჭირდება”. “ჩვენ ერთგვარად მაღვიძარას როლიც კი შეიძლება დავიკისროთ და მგონია, რომ ყველა ასეთი საქმის სასიკეთოდ შემობრუნება შეიძლება. გედი ფოფხაძის ერთგვარმა ემოციურმა გადაწყვეტილებამ გარკვეულად გამოაშიშვლა […]
“თავი რომ მოეკლა, ოთხ ტყვიას როგორ გაისროდა!” – გოჩა ინასარიძეს ჯარისკაცი შვილის თვითმკვლელობის არ სჯერა
ოსიაურის ბაზაზე გარდაცვლილი ჯარისკაცის ექსპერტიზის პასუხს პროკურატურა არ ასაჯაროვებს, თუმცა, დასკვნა ჯარისკაცის მშობლებისთვის უკვე ცნობილია. ოსიაურის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი იოსებ ინასარიძის მამა, გოჩა ინასარიძე ამბობს, რომ ექსპერტიზის პასუხს თბილისში, სამხედრო პოლიციაში გაეცნო. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს. “დასკვნა მაგიდაზე დამიდეს და მითხრეს, წაიკითხე და შენი შვილის სიკვდილის მიზეზს გაიგებო. იქ ყველაფერი სამედიცინო ენით ეწერა, ამიტომ ცოტა გამიჭირდა […]
ბერძნებმა თურქულ სამხედრო ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს
თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილ ვერტმფრენს ბერძნებმა ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ CNNTurk იუწყება. თურქული ვერტმფრენი საბერძნეთის აღმოსავლეთით, კუნძულ როსთან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა. შეგახსენებთ, 8 აპრილს ორმა თურქულმა ავიაგამანადგურებელმა F-16- მა საბერძნეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინციდენტის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ათენმა 7 ათასი სამხედრო ეგეოსის ზღვის კუნძულსა და ქვეყნის აღმოსავლეთით, სასაზღვრო ზონებთან განათავსა. თურქეთისა […]
კვირიკაშვილი: „ძალიან დამწყდება გული, თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას არ დატოვებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, შეხვდა გედევან ფოფხაძეს და სთხოვა, უმრავლესობა არ დაეტოვებინა. „მე ძალიან დამწყდება გული, თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას. მე მას შევხვდი და ვთხოვე, არ დაეტოვებინა უმრავლესობა და იმედი მაქვს, არ დატოვებს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, დემოკრატიის ამ ხარისხის პირობებში, […]
ლაშა ჩხარტიშვილი – “ივანიშვილი ახალ როკის გვირაბს აშენებს” – რატომ აწვდის ხელისუფლება ოკუპანტებს დენს უფასოდ
რა პრობლემებს უქმნის საქართველოს გიგანტური ჰესები, ვინ და რა მიზნით ცლის საქართველოს მთიან რეგიონებს, რისთვის და ვისთვის შენდება ახალი გზა? – ამ თემებზე “ახალ თაობას” უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება. ლაშა ჩხარტიშვილი: – “ქართული ოცნება” სულ უფრო ემსგავსება სააკაშვილის ხელისუფლებას, ძალადობით და სპეცრაზმების მეშვეობით ცდილობს ჰესების მშენებლობის დაწყებას. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსახლეობა დაითანხმონ იმაზე, რაზე […]










