კატეგორია: აქტუალური

ხელისუფლება ფრიდომ ჰაუსის წინააღმდეგ  

ხელისუფლება ფრიდომ ჰაუსის წინააღმდეგ  

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფრიდომ ჰაუსს საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მიკერძოებაში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ანგარიშის ავტორებს შინაარსობრივად ხელისუფლების გაკრიტიკება უჭირთ და იკვეთება მიკერძოებულობა. „გუშინ გამოქვეყნდა ამერიკული ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსის ანგარიში საქართველოს დემოკრატიული განვითარების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის ავტორებს შინაარსობრივად უჭირთ ხელისუფლების გაკრიტიკება, დასკვნებში აშკარად იკვეთება მათი მიკერძოება საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ“, […]

მაიკ პომპეო – “რუსეთთან რბილი პოლიტიკის დრო დამთავრდა… დავეხმაროთ მამაც ხალხებს უკრაინასა და საქართველოში”

მაიკ პომპეო - "რუსეთთან რბილი პოლიტიკის დრო დამთავრდა... დავეხმაროთ მამაც ხალხებს უკრაინასა და საქართველოში"

ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და აშშ-ის სახელმწიფო მისიტრობაზე წარდგენილი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ რუსეთთან რბილი პოლიტიკის წარმოების დრო დასრულდა. “რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს, რაშიც მას ხელი შეუწყო წლების განმავლობაში ჩვენმა რბილმა პოლიტიკამ. ეს ახლა დასრულებულია. იმ ქმედებათა სია, რომელიც ჩვენს ადმინისტრაციას გააჩნია, მიმართულია იქითკენ, რომ ვლადიმერ პუტინისთვის მის ქმედებებზე ფასი გაიზარდოს და ეს სია […]

„გარიცხეთ ოცნებიდან ზაზა პაპუაშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე და ბექა ნაცვლიშვილი!“

„გარიცხეთ ოცნებიდან ზაზა პაპუაშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე და ბექა ნაცვლიშვილი!“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პარლამენტის თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. როგორც “ქართული ოცნების” წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი კობახიძის მიერ 9 აპრილის მემორიალთან ავტორიტარული ტონით გაკეთებული განცხადებები არასწორია.მისი თქმით, “საპარლამენტო უმრავლესობას გამოფხიზლება სჭირდება”. “ჩვენ ერთგვარად მაღვიძარას როლიც კი შეიძლება დავიკისროთ და მგონია, რომ ყველა ასეთი საქმის სასიკეთოდ შემობრუნება შეიძლება. გედი ფოფხაძის ერთგვარმა ემოციურმა გადაწყვეტილებამ გარკვეულად გამოაშიშვლა […]

“თავი რომ მოეკლა, ოთხ ტყვიას როგორ გაისროდა!” – გოჩა ინასარიძეს ჯარისკაცი შვილის თვითმკვლელობის არ სჯერა

"თავი რომ მოეკლა, ოთხ ტყვიას როგორ გაისროდა!" - გოჩა ინასარიძეს ჯარისკაცი შვილის თვითმკვლელობის არ სჯერა

ოსიაურის ბაზაზე გარდაცვლილი ჯარისკაცის ექსპერტიზის პასუხს პროკურატურა არ ასაჯაროვებს, თუმცა, დასკვნა ჯარისკაცის მშობლებისთვის უკვე ცნობილია. ოსიაურის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი იოსებ ინასარიძის მამა, გოჩა ინასარიძე ამბობს, რომ ექსპერტიზის პასუხს თბილისში, სამხედრო პოლიციაში გაეცნო. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს. “დასკვნა მაგიდაზე დამიდეს და მითხრეს, წაიკითხე და შენი შვილის სიკვდილის მიზეზს გაიგებო. იქ ყველაფერი სამედიცინო ენით ეწერა, ამიტომ ცოტა გამიჭირდა […]

ბერძნებმა თურქულ სამხედრო ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს

ბერძნებმა თურქულ სამხედრო ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს

თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილ ვერტმფრენს ბერძნებმა ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ CNNTurk იუწყება. თურქული ვერტმფრენი საბერძნეთის აღმოსავლეთით, კუნძულ როსთან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა. შეგახსენებთ, 8 აპრილს ორმა თურქულმა ავიაგამანადგურებელმა F-16- მა საბერძნეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინციდენტის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ათენმა 7 ათასი სამხედრო ეგეოსის ზღვის კუნძულსა და ქვეყნის აღმოსავლეთით, სასაზღვრო ზონებთან განათავსა. თურქეთისა […]

კვირიკაშვილი: „ძალიან დამწყდება გული, თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას“

კვირიკაშვილი: „ძალიან დამწყდება გული, თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას არ დატოვებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, შეხვდა გედევან ფოფხაძეს და სთხოვა, უმრავლესობა არ დაეტოვებინა. „მე ძალიან დამწყდება გული, თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას. მე მას შევხვდი და ვთხოვე, არ დაეტოვებინა უმრავლესობა და იმედი მაქვს, არ დატოვებს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, დემოკრატიის ამ ხარისხის პირობებში, […]

ლაშა ჩხარტიშვილი – “ივანიშვილი ახალ როკის გვირაბს აშენებს” – რატომ აწვდის ხელისუფლება ოკუპანტებს დენს უფასოდ

ლაშა ჩხარტიშვილი - "ქართული ოცნება" ტაქსისტების რევოლუციას მიიღებს. კალაძე და ივანიშვილი ათასობით ადამიანს შემოსავლის გარეშე ტოვებენ"

რა პრობლემებს უქმნის საქართველოს გიგანტური ჰესები, ვინ და რა მიზნით ცლის საქართველოს მთიან რეგიონებს, რისთვის და ვისთვის შენდება ახალი გზა? – ამ თემებზე “ახალ თაობას” უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება. ლაშა ჩხარტიშვილი: – “ქართული ოცნება” სულ უფრო ემსგავსება სააკაშვილის ხელისუფლებას, ძალადობით და სპეცრაზმების მეშვეობით ცდილობს ჰესების მშენებლობის დაწყებას. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსახლეობა დაითანხმონ იმაზე, რაზე […]

ბათუმის საავადმყოფოდან რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკი დაიკარგა – ექთანი ქალი ამის შემდეგ არავის უნახავს

ბათუმის საავადმყოფოდან რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკი დაიკარგა - ექთანი ქალი ამის შემდეგ არავის უნახავს

ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალის სტაციონარში რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა. ფაქტს ადასტურებს კლინიკის დირექცია. რამდენიმე წუთის წინ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კლინიკის ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ. ადვოკატის განცხადებით, გამოძიება დაადგენს დეტალებს და სავარაუდოდ პასუხისმგებელი პირის ბრალეულობა გამოიკვეთება. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო მედიკამენტებზე, ექთანი ქალია. ნარკოტიკული საშუალებების დაკარგვის შემდეგ ის არავის უნახავს. – გამოძიება დაწყებულია. არსებობს საკითხები, […]

ტყიბულში ქუმსიშვილს დაუპირისპირდნენ – “რატომ ხოცავთ ხალხს!”

ტყიბულში ქუმსიშვილს დაუპირისპირდნენ - "რატომ ხოცავთ ხალხს!"

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში ჩავიდა, სადაც გამთენიისას მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქუმსიშვილის გამოჩენას ხმაური მოჰყვა.ერთ-ერთი გარდაცვლილის, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილის და, ეკონომიკის მინისტრს სიტყვიერად დაუპირისპირდა. “რატომ ხოცავთ ხალხს,”- მიმართეს ქუმსიშვილს. ტყიბულში, მინდელის სახელობის სახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცი მკურნალობის კურსს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. დაწესებულების დირექტორის ირაკლი გოგინავას თქმით, […]

გია გაჩეჩილაძემ და გიორგი ვაშაძემ ერთმანეთს აგინეს – ვიდეო

გია გაჩეჩილაძემ და გიორგი ვაშაძემ ერთმანეთს აგინეს - ვიდეო

პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე და პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას. მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და უცენზურო სიტყვებით მიმართეს. მათი გაშველება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს მოუხდათ. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დაბა კაზრეთში შექმნილ ვითარებას განიხილავენ და ამ საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის […]