კატეგორია: აქტუალური

სერგეენკო – რატომ ღირს საქართველოში წამლები ორჯერ ძვირი, ვიდრე თურქეთში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თურქეთში მედიკამენტების დაბალ ფასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, რომელსაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. სერგეენკოს თქმით, საქართველოსთან შედარებით, თურქეთში წამლების დაბალ ფასს დიდი ბაზარი და სახელმწიფოს ჩართულობა განაპირობებს: – ჩვენგან განსხვავებით თურქეთმა, როდესაც ჩვენ 2007 და 2010 წლებში, ძალიან მარტივად მივიღეთ პრივატიზაციებზე გადაწყვეტილება, თურქეთი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა და მძლავრი სახელმწიფო საპირწონეები დატოვა […]

პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად პარლამენტი დატოვა

საქართველოს პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის დარბაზი დატოვა. ეს ირაკლი კობახიძესა და გიორგი მარგველაშვილს შორის მომხდარ შელაპარაკებას მოჰყვა რეგლამენტთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც მარგველაშვილი დებატების საშუალებას ითხოვდა. გარეთ გამოსულმა მარგველაშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა: – გამოცხადებული იყო დებატების ფორმატი და ამის თაობაზე დაანონსებული იყო არაერთხელ, ბუნებრივია რომ მქონდეს დებატების საშუალება, პრეზიდენტისთვის პასუხის გაცემას როცა პარლამენტი მიკრძალავს, შინაარსს ვერ […]

”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 21-დან 15 კაცამდე შემცირდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭო 15 წევრით დაკომპლექტდა. პოლიტსაბჭოს სიაში შედიან როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობა ასეთია: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე […]

გიორგი კვირიკაშვილი: “სამწუხაროდ, დღემდე როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, დღემდე პარტია, როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა. პრემიერის თქმით, პარტია გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვერ მოემზადა მაგრამ ძალიან კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი თავმჯდომარე ხდება. „ძალიან კარგია პარტიისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარე ხდება. ეს პარტიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. სამწუხაროდ, დღემდე თვითონ პარტია, როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ […]

“4 არა” ივანიშვილს – ექსპრემიერმა პრეზიდენტობის კანდიდატობა ოთხ ადამიანს, მათ შორის დავით მაღრაძესაც შესთავაზა

ივანიშვილის მეორედ მოსვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე საუბარი საპრეზიდენტო არჩევნებზეც იყო. როგორც ექსპრემიერმა „ოცნების“ წევრებს განუცხადა მან პრეზიდენტობის კანდიდატობა ოთხ ადამიანს შესთავაზა, თუმცა მათგან უარი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ამ 4 ადამიანს შორის იყო პოეტი დავით მაღრაძეც. კულუარულ ინფორმაციას, ოცნებაში გამართულ საუბრებზე კურიერი ავრცელებს.პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების აზრით, არაფორმალურმა მმართველობამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა არამხოლოდ ქვეყნას, არამედ […]

ქართული ოპოზიცია სააკაშვილთან ამსტერდამში ჩავიდა – ვინ ერთიანდება ახალ კოალიციაში

პოლიტიკური ბრძოლის ველი ახალი ოპოზიციური გაერთიანებისთვის მზადდება. ოპოზიციამ გაერთიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყო. დღეს ამსტერდამში სააკაშვილთან ოპოზიციის ლიდერების პირველი შეხვედრა იმართება. რომელი პარტიის ლიდერები ჩავიდნენ სააკაშვილთან და როგორ აპირებენ ხელისუფლების შეცვლას – ვრცლად შაბათის კურიერში.

სუს-ის მაღალჩინოსანი რამაზ ეჯიბია მოხსნეს – რა კავშირი აქვს ამასთან ეკა ბესელიას?

სამეგრელო-ზემო სვანეთის ანტიკორუფციული სამსახურის უფროსი რამაზ ეჯიბია თანამდებობიდან მოხსნეს. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ეჯიბიას თანამდებობა სახელისუფლო ბიზნესინტერესებს შეეწირა, კერძოდ, საქმე ეხება თევზჭერასთან დაკავშირებული ლიცენზიების გაცემას.,, რა კავშირი აქვს რამაზ ეჯიბიას თანამდებობიდან მოხსნასთან ეკა ბესელიას და ბუტა რობაქიძის საქმეს?კონფიდენციალური წყარო ჰყვება, რომ ეჯიბია პირადად ეკა ბესელიას მოთხოვნით გაათავისუფლეს, რადგან წყაროს ცნობით იკვეთებოდა ბესელიას ბიზნესინტერესები ფოთში, მისივე თქმით, ბესელია […]

ნათელაშვილი _ აფთარი გამოვაგდეთ ბუნაგიდან

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. _ აფთარი გამოვაგდეთ ბუნაგიდან. ვფიქრობ მისი მონადირება ჩვენ ხალხს აღარ უნდა გაუძნელდეს, – ამბობს ნათელაშვილი. შეგახსენებთ, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის პარტია ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს თავმჯდომარის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს და მის ადგილს ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს დღეს […]

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. კვირიკაშვილის თქმით, უახლოეს დღეებში “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც ბიძინა ივანიშვილს კვლავ პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ.”მე შევთავაზე ბიძინა ივანიშვილს სათავეში ჩადგომოდა პარტიას და მოხარული ვარ, რომ ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა ამასთან დაკავშირებით. მას ყველაზე მეტად ძალუძს გააძლიეროს მთავარი […]

ყაჩაღობა თბილისში – დანით შეიარაღებული პირი სუპერმარკეტში შეიჭრა

დანით შეიარაღებული პირი კოსტავას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ “იოლში” შეიჭრა. ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე. უწყების ცნობით, ბრალდებული თბილისში, კოსტავას ქუჩაზე სუპერმარკეტ ,,იოლი”-ში შეიჭრა და ოპერატორს დანის მუქარით თანხა მოსთხოვა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე […]