ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეკლესიის ამბიონის პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოყენებას მიუღებლად მიიჩნევს. მისი თქმით მინიმუმ არასახელმწიფოებრივია, როდესაც ეკლესიაში ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პროპაგანდა ხდება: – ეკლესიის ამბიონი პოლიტიკური პროპაგანდისათვის ხომ არ არის? მითუმეტეს, ორჯერ ორი ოთხია იმის მტკიცება, რომ რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი ტერიტორიები აქვს მითვისებული და შესაბამისად ასეთი ქვეყნის პროპაგანდა, მინიმუმ არასახელმწიფოებრივია, – განაცხადა დეკანოზმა […]
კატეგორია: აქტუალური
ღარიბაშვილი, წულუკიანი, თამაზაშვილი, კბილაშვილი, მწარიაშვილი – ვის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას პროკურატურას სკანდალური მოწმე
ახლო მომავალში საზოგადოებას ბევრი ახალი სკანდალი ელოდება. მოწმე გოდერძი ჯოლოხავას პროკურატურისთვის მიცემული ჩვენებები იმდენად სკანდალური აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებამ მისი მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასმა გადაწყვიტა. მოწმე ჯოლოხავას უფლებებს სამართალდამველთა რეფორმირების ცენტრის ადვოკატები იცავენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს რომ ჯოლოხავას მონაყოლი საზოგადოებას შოკში ჩააგდებს. მოწმეს, რომელმაც სიმართლის თქმა გადაწყვიტა სახელმწიფომ 2 დაცვა დაუნიშნა […]
ბენიამინ ლაჰავი კახა კალაძეს დაემუქრა – “სითი პარკის სასამართლოში შევხვდებით”
უცხოელი ინვესტორის მიმართ გამოიყენეს არაკეთილსინდისიერი გზები, კომპანია არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი და ამის დადასტურებაა კონტრაქტის ყოვლად უსაფუძვლო შეწყვეტა, გადაწყეტილების მიღების პროცეში კომპანიის ყოველგვარი ჩართულობის გარეშე, – ამის შესახებ „სითი პარკის“ გენერალურმა მენეჯერმა ბენიამინ ლაჰავიმ თბილისის მერიის მხრიდან კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე განცხადებით, საინტერესოა, რატომ აღნიშნა კალაძემ, რომ „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი […]
ტერეზა მეი – დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს
რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა არ უპასუხა ლონდონის მოთხოვნას განემარტა, თუ როგორ მოხვდა რუსეთში შემუშავებული მომწამლავი ნივთიერება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. შეგახსენებთ, რომ ქალაქ […]
მეუფე პეტრე: „პრემიერი კამერების წინ ეზიარა ყველას დასანახად. ეს იყო ფარისევლობის მწვერვალი“
თოქ-შოუ არჩევანში ჭყოდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ ქვეყნის პრეზიდენტს უპრინციპო ადამიანი უწოდა. ეს განცხადება მეუფე პეტრემ გიორგი გაბუნიას შეკითხვაზე გააკეთა -უნდა შეიწყალოს თუ არა ციანიდის საქმეზე გასამართლებული გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა – ამ საკითხთან დაკავშირებით „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა. მეუფე პეტრეს განცხადებით, პატრიარქს გერმანიიდან ჩამოსვლისას პრეზიდენტი პატრიარქს აეროპორტში დახვდა და მან ძალიან კარგად იცოდა რა ბოროტებასთან […]
კალაძე – “10 აპრილიდან სითი პარკთან ხელშეკრულებას ვწყვეტთ”
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება სითი პარკთან შეწყვიტოს არებული ხლშეკრულება. კალაძე ამის მიზეზსს ხსნის იმით, რომ კომპანია არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე წლის 10 აპრილიდან შევა და „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია დროებით შეითავსებს. – დღესდღეობით ნათლად გამოიკვეთა „სითი პარკის“ საზოგადოების ინტერესებთან შეუთავსებლობა. ჩვენი მხრიდან […]
ლევან ალაფიშვილი – “ქალები პოლიტიკაში ხელოვნური ჩარევის გარეშე უნდა მოვიდნენ”
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქალთა სავალდებულო კვოტირებაზე საუბრობს. – ბატონო ლევან, პარლამენტი სავარაუდოდ მიიღებს კანონს პროპორციული საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული ბალანსის დაცვასთან დაკავშირებით. ყველა პარტია ვალდებული იქნება, საარჩევნო სიაში ქალები ჰყავდეს წარმოდგენილი. არის თუ არა ასეთი ხელოვნური ჩარევა საჭირო? – პირველ რიგში, მე, ისევე როგორც ამ საზოგადოების დიდი ნაწილი, თანასწორობის მომხრე ვარ ყველა […]
ბელგიის უნივერსიტეტში ქართული კათედრა გაიხსნება
საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით ბელგიაში, ლუვენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა გაიხსნება ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვიდა და მადლობა გადაუხადა აკადემიური წრეების წარმომადგენლებს იმ ინტერესისთვის, რომელსაც მრავალი წელია ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის შესწავლის მიმართ ავლენენ. […]
ხუხაშვილი: „კვირიკაშვილს ოსებმა დასცინეს, რუსებმა დაიკიდეს, ამერიკელებმა, აზრზე მოდიო“
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პრემიერ მინისტრის განცხადებას ეხმაურება. “პრემიერის განცხადებაში მთავარი პრობლემა შინაარსი კი არ არის, რომელიც ვიღაცას მოეწონება და ვიღაცას არა. პრობლემა იმაშია, რომ პრემიერის ნებისმიერი განცხადება რაღაც შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. შედეგი კი ასეთია – ოსებმა დასცინეს, რუსებმა დაიკიდეს, ამერიკელებმა, აზრზე მოდიო. შიგნით ვიღაცამ აგინა, ვიღაცამ გული მოიფხანა. თუ ვინმე ამას დამაკმაყოფილებელ შედეგად აღიქვამს […]
აღმაშენებლის გამზირის ნაწილი რამდენიმე საათით დაიკეტება
11 მარტს, 10:30 საათიდან 12:00 საათამდე, დავით აღმაშენებლის გამზირზე, სანკტ პეტერბურგის ქუჩის ჩასახვევიდან ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე, სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიებების გამო განხორციელდება. „მარათონი – „ჩემი გაზაფხული“ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, 2015 წლიდან მეოთხედ იმართება. აღნიშნული აქტივობის მიზანი ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის […]










