სამთავრობო კარუსელი დატრიალდა და პირველი მსხვერპლშეწირვა დღეს მოხდება. სამუშაო საათების დასრულებამდე, საღამოს, ბრიფინგზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი განაცხადებს რომ ის ტოვებს თანამდებობას. ზურაბ ალავიძის მინისტრობიდან წასვლის რეალურ მიზეზებზე „თაიმერი“ მოგვიანებით გაცნობებთ. დღეს კი ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ალავიძის შემცვლელი უკვე შერჩეულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის სავარძელს „თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით მაია ცქიტიშვილი […]
კატეგორია: აქტუალური
„გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია”
“ქართული ოცნება” გიორგი კვირიკაშვილს პრეზიდენტობის კანდიდატან განიხილავს. ამის შესახებ ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ “პრაიმტაიმთან” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით ეს გადაწყვეტილება საბოლოო არაა და შეიძლება შეიცვალოს. “ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ “ქართულ ოცნებაში” ამაზე ლაპარაკი მიმდინარეობს. გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. თუ, ვის წარადგენს ოფიციალურად, საპრეზიდენტო […]
ოპოზიციამ ივანიშვილს აუქციონი მოუგო – ევკალიპტის ხე 20.020 ლარად
დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ აუქციონზე გამოიტანა ევკალიპტის ჯიშის ხე. eauction.ge-ს მონაცემებით ხის მდებარეობად აღნიშნულია ბათუმი, დასახლება მწვანე კონცხი. ხის საწყის ფასად მითითებული იყო 7.000 ლარი, აუქციონის დასრულების შემდეგ კი საბოლოო ფასად 20.020 ლარი დასახელდა. აუქციონი „დმანისის გადარჩენის ფონდის“ გამარჯვებით დასრულდა. ოპოზიცია ვარაუდობდა, რომ ხის შეძენით ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული, სწორედ ამიტომ აუქციონში მონაწილეობა […]
ტრამპი აშშ-დან 60 რუს დიპლომატს გააძევებს
სკრიპალის საქმის გამო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-დან 60 რუს დიპლომატს გააძევებს. ასევე, აღნიშნული ნაბიჯის ფარგლებში გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლობაში მომუშავე 12 რუსი მზვერავიც გაძევდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია პოლონეთში რუსეთის ელჩმა, სერგეი ანდრეევმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში […]
პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული ქართველი სამხედრო, არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც არჩილ ტატუნაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს. – დღეს მიწას მივაბარეთ ღირსეული მამულიშვილი, არჩილ ტატუნაშვილი. ამავე დროს დღეს ჩვენ ვნახეთ ოკუპანტის ნამდვილი სახე, ის არის ადამიანის გამტაცებელი და წამებით მომკვლელი. დღეს ვნახეთ, რომ ამ […]
უჩა მამაცაშვილმა თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანია დატოვა – წილის 50%-ის დათმობაზე ცვლილება უკვე გაფორმდა
ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა „თანაინვესტირების ფონდის“ მმართველი კომპანია „ჯი სი ეფ პარტნიორები“ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ს თანაინვესტირების ფონდში დაუდასტურეს. კომპანიაში წილის 50%-ის დათმობაზე ოფიციალური ცვლილება უკვე გაფორმდა. მათივე ცნობით, კომპანიის მმართველი ამ ეტაპზე მხოლოდ გიორგი ბაჩიაშვილია. აღნიშნული კომპანია 2013 წელს დაფუძნდა.
“პედაგოგი მოსწავლეებს გაკვეთილზე ლოცვას აიძულებს” – რა ხდება რუსთავის მე-4 სკოლაში
რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი მოსწავლეებს გაკვეთილების მიმდინარეობისას ლოცვას აიძულებს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას “ინფო რუსთავი” ორივე მხარესთან შეეცადა, როგორც მეოთხე სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეების მშობლები აცხადებენ, დაწყებითი კლასის პედაგოგი გაკვეთილებს ლოცვით იწყებს და ასევე ლოცვით ამთავრებს, გარდა ამისა გოგონებს კაბების ჩაცმას სთხოვს, რადგან შარვლის ტარება ეკლესიურად, ცოდვად […]
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში პირველი რაშიდ კანჯი ოღლი ჩაიწერება
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში პირველი რაშიდ კანჯი ოღლი ჩაიწერება. ის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაშია ბრალდებული. ე.წ. შავი სიის დანარჩენი სახელები და გვარები ამ დროისთვის უცნობია. პარლამენტი მთავრობისგან ითხოვს, საგანგებო სიაში საოკუპაციო რეჟიმის ყველა ის წარმომადგენელი შეიყვანოს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, გატაცებაში, არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაშია ბრალდებული. ამ ეტაპზე ღიად რჩება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელ უწყებას უნდა დაევალოს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას […]
კვირიკაშვილი მარგველაშვილის წინააღმდეგ
საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ პრემიერის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი წერილის შესახებ, მედია საშუალებებიდან შეიტყო. „პირველ რადიოსთან“ საუბრისას მომხდარს დავითაია, ქვეყანაში ინსტიტუციების არ არსებობას უკავშირებს. დავითაია ამბობს, რომ მაღალი თანამდებობის პირებს შორის არსებულ დაპირისპირებას ქვეყნის ინტერესების და სახელმწიფოებრიობა ეწირება. – ცალსახად ჩანს, რომ […]
“ჭორს ავრცელებენ, რომ პატრიარქის წინააღმდეგ კომპრომატების გამოქვეყნება იგეგმება”
საქართველოს საპატრიარქოში დიდი ამბებია. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამიამ დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში, ადვოკატის რანგში მოინახულა. თქვა, რომ დეკანოზისგან სკანდალური ინფორმაციები მოისმინა და მალე ამაზე საჯაროდ ილაპარაკებს. 15 მარტს საღამოს ნიკა გვარამია უკვე საქართველოს პატრიარქს შეხვდა. შეხვედრა ილია II-ის თხოვნით გაიმართა. საპატრიარქო ამ შეხვედრაზე კომენტარს არ აკეთებს. გვარამია შეხვედრას ადასტურებს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან […]










