ცხინვალში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისი ცხედრის ქართული მხარისთვის გადმოცემისა და საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის საკითხებზე ნეტგაზეთთან ექსპერტმა კონფლიქტების სფეროში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და ამჟამად გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, პაატა ზაქარეიშვილმა ისაუბრა. ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ დაზარალებულ მხარეს ცხინვალში, სადაც სავარაუდოდ, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესები გაიმართება, თუნდაც მინიმალური […]
კატეგორია: აქტუალური
ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოს ნუცას სკოლა უწოდა – ”ლევან თევზაძის დანიშვნა ახალი პრობლემაა”
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ლევან თევზაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევას ანა დოლიძე გაუგებარს და “ახალ პრობლემას” უწოდებს. – იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო და ის არეგულირებს სასამართლოსა და მოსამართლეთა საქმიანობას, არ შეიძლება, თავის საქმეს წარმართავდეს, როგორც “ნუცას სკოლა”. თავმჯდომარეების არჩევას არავითარი პროცედურა და კრიტერიუმები არ აქვს. არ […]
ჰერბერტ როილი: “გერმანიაში ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა საგანგაშო არ არის”
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრს, ჰერბერტ როილს შეხვდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. შეხვედრაზე ნინო ჯავახაძემ ჰერბერტ როილს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შემცირების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, გვარის შეცვლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. მხარეებმა მთავრობის მიერ დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიასა და […]
თადარიგის პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი: „საქართველოს ყველა მებრძოლზე რუსეთს მონაცემები აქვს“
თადარიგის პოლკოვნიკი, უკრაინაში მებრძოლი დავით მაყიშვილი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს: – არაერთხელ იქნა გაჟღერებული მასმედიით და არა ერთი ფაქტი იქნა გახმაურებული, ბოლო წლებში საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებიდან საიდუმლო ინფორმაციის, მათ შორის მოქმედი და თადარიგში გასული სამხედრო მოსამსახურეების პირადი მონაცემების გადინების შესახებ, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით რუსეთის ფედერაციის დაზვერვისა და სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. მრავალი შემთხვევის მოწმე გავხდით თუ როგორ […]
„ივანიშვილი კვირიკაშვილის გასაშვებად საბაბს ეძებს“
გიგლა ბარამიძე: “ოცნებაში” რღვევის პროცესი დაიწყო“ რა ხდება მმართველ გუნდში, რატომ გააპროტესტა კვირიკაშვილმა მოსამართლეების ნაწილის უვადოდ დანიშვნა, ვინ ემზადება “ოცნებიდან” გასაქცევად, რას აპირებს ბიძინა ივანიშვილი, როგორ რყვნის საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის ელჩებს? – ამ თემებზე „ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.” – მოსამართლეების ნაწილის უვადოდ დანიშვნას საზოგადოების დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. აღშფოთებულთა შორის აღმოჩნდა ქვეყნის პრემიერიც. […]
მოსამართლე ირაკლი შავაძე დახმარებას ითხოვს – „37 წელი რომ იყოს, დამხვრეტდნენ“
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე მესამე სექტორს დახმარებას სთხოვს. როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ეთერში განაცხადა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლას ახორციელებს და მოსამართლის საქმიანობაში ჩრევას ცდილობს. ირაკლი შავაძის თქმით, დავით მამისეიშვილმა პროკურატურასთან შეთანხმებით, მის წინააღმდეგ მიზანმიმართული დისციპლინური დევნა დაიწყო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე ეჭვობს, რომ […]
“ანა დოლიძეს ჯარში ჰომოსექსუალების შეყვანა უნდოდა”
რის გაკეთებას აპირებდნენ თინა ხიდაშელი და ანა დოლიძე თავდაცვის სამინისტროში, რაში უნდა მივბაძოთ ამერიკას? – ამ თემებზე “ახალ თაობას” უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება. ნიკოლოზ მჟავანაძე: – ჩემთვის იყო შოკისმომგვრელი, როცა ანა დოლიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს აღიარებითი ჩვენება მისცა. კერძოდ, აღიარა, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსულ არასამთავრობო ორგანიზაცია “რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივას” აწვდიდა […]
გიორგი კვირიკაშვილი მოსამართლეების წინააღმდეგ
– რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადობაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც. მათ შორის, მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია საუბარი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადოდ განმწესების საკითხს შეეხება. […]
მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია
თოქ-შოუ პროფილის ფეისბუკგვერდზე მაია ასათაინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. – სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ, მაია თავს ცუდად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამიტომ იძულებულნი ვართ, დროებით ეთერი გავაჩეროთ. იმედი გვაქვს, ჩვენს ერთგულ მაყურებელს მალე დავუბრუნდებით, როცა მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს. მადლობა გვერდში დგომისთვის – ნათქვამია გადაცემის განცხადებაში. ნიუპოსტი
ივანიშვილმა კალაძეს პირველი გაფრთხილება მისცა
თბილისის საკრებულომ ორი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი დაამტკიცა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი ირაკლი გვილავამ დაიკავა, ხოლო ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე – რუსუდან მირზიკაშვილიდაამტკიცეს. თავდაპირველად ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ვახტანგ ჯოხაძე წარადგინა, თუმცა მას შემდეგ, რაც თბილისის მერიიდან საკრებულოს დასამტკიცებელ კანდიდატთა ნუსხა გაეგზავნა აღმოჩნდა, […]










