მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, დაინახა, როგორ ჩამოინგრა ე.წ. შეკიდული ჭერი და ის ბაქანზე მდგომ მოქალაქეებს დაეცა. „ესკალატორის ბოლო საფეხურიდან ჩავდიოდი, როცა დავინახე, რომ ჭერი ჩამოინგრა და ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. როგორც ამბობენ, დაშავებული სამ მოქალაქეზე მეტი უნდა იყოს, თუმცა სავარაუდოდ, გარდაცვლილი არავინაა. სამაშველო ბრიგადებს […]
კატეგორია: აქტუალური
“საპრეზიდენტო კანდიდატად ივანიშვილი “ქართული ოცნებისთვის” საუკეთესო ვარიანტია”
პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს. – ბატონო რამაზ, საუბრობენ იმაზე, რომ “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი შეიძლება ბიძინა ივანიშვილი გახდეს. რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს ვერსია? – ეს ვერსია მას მერე უფრო აქტუალური გახდა, რაც გიორგი კვირიკაშვილმა და დავით სერგეენკომ გადაჭრით უარყვეს მათი შესაძლო კანდიდატობა. თუკი ვერსიად განვიხილავთ, მაშინ გეტყვით, რომ […]
“ტილებია მოდებული” – ნაციონალები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს იბარებენ
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს და თბილისის მერიის განათლების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს დღეს ფრაქციის სხდომაზე იბარებს. ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ აღნიშნულმს სამსახურებმა საბავშვო ბაღებში შექმნილ პრობლემებზე განმარტებები უნდა გააკეთოს. ოპოზიციის თქმით, საბავშვო ბაღებში ფორსმაჟორული სიტუაციაა კვებასთან, ჰიგიენასთან და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. ნადირაძე ამბობს, რომ ბაღებშ ჰიგიენური მდგომარეობის თვალსაზრისით კატასტროფაა. “ტილებია ზოგიერთ […]
სვანეთში ამირან დევნოზაშვილს 8 შვილი სახლში ჰყავს გამოკეტილი – მათ სკოლაში არასდროს უვლიათ
სვანეთში მამას 8 შვილი უკვე წლებია, სახლში ჰყავს გამოკეტილი. ამირან დევნოზაშვილს სამი ვაჟი და 5 ქალიშვილი ჰყავს. მათგან ყველაზე უფროსი – გოგონა 21 წლისაა, უმცროსი ბიჭი კი – 7-ის. მათ არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში არასდროს უვლიათ. მამას მიაჩნია, რომ საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან. დევნოზაშვილს სახლიდან შორ მანძილზე მხოლოდ ორი შვილი გამოჰყავს. ბავშვებს დიაბეტი აქვთ […]
სუმოისტი ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელი გახდა
ქართველი სპორტსმენი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. ამ ჯილდოთი ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა. ტოჩინოშინი იაპონიაში “ჰაცუ ბაშოს” სუმოისტთა ტურნირზე 13 გამარჯვებით და 1 მარცხით ერთი ტურით ადრე გახდა გამარჯვებული. დღეს მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველი იაპონელ შოჰაზანს დაუპირისპირდა, მნიშვნელოვან შეხვედრაში ლევან გორგაძემ გამარჯვება მოიპოვა. ინტერპრესნიუსი
ირაკლი კობახიძე – “ხელი მიკანკალებდა, როცა საზმაუს ბიუჯეტს ვიღებდით, 50 მილიონი 1,5%-იან რეიტინგში არ უნდა გადაიხადო”
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები გააკრიტიკა. – ვეტოში საუბარია იმაზე, რომ არ მოსწონთ, მაგრამ რატომ არ მოსწონთ, რა არ მოსწონთ, ესეც კი არ არის გაშლილი და რატომ არ მოსწონთ, ეს საერთოდ არ არის დასაბუთებული. ჩვენ გვინდა არგუმენტი იმისთვის, რომ პოზიცია […]
გია გაჩეჩილაძე: “თუ ნარკომომხმარებელს აღმოაჩნდა ნებისმიერი დოზა, ის ნარკორეალიზატორად უნდა ჩაითვალოს”
პარლამენტის წევრი, მწვანეთა პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე “ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ პარლამენტი და ქვეყანა ცუდ დღეში ჩააგდო. გია გაჩეჩილაძე: – მწვანეთა პარტიის დამოკიდებულება ნარკოტიკებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილია. ჯერ კიდევ 2009 წელს ერთადერთი პარტია ვიყავით ჩვენ, რომელმაც გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები სააკაშვილის ხელისუფლების ნარკობიზნესთან კავშირების შესახებ. მაშინდელმა ხელისუფლებამ საქართველო გადააქცია ჰეროინის ტრანზიტულ […]
“სააფთიაქო მაფიას ხელისუფლება მფარველობს”
თორნიკე შარაშენიძე: “წამლები კვირაში ერთხელ ძვირდება” “ახალი თაობის” კითხვებს თორნიკე შარაშენიძე პასუხობს. – ბატონო თორნიკე, კახა ოქრიაშვილის განცხადებებმა 10-ლარიან მედიკამენტებთან დაკავშირებით მოსახლეობის დიდი აღშფოთება გამოიწვია. ამ თემას თქვენც გამოეხმაურეთ და აცხადებთ, რომ ამ ქვეყანას სააფთიაქო-სამედიცინო მაფია ღუპავსო. რას გულისხმობთ? რა ხდება სააფთიაქო-სამედიცინო ქსელში? – აშკარაა, სახეზე არის გარიგება სადაზღვევო კომპანიებსა და აფთიაქებს შორის, რომ პაციენტებს […]
შსს-ს მაღალჩინოსანი ოთარ ტატალაშვილი ნარკოტიკის მოხმარებისთვის 500 ლარით დააჯარიმეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი ახალციხეში გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შეამოწმეს, რის შედეგადაც მას ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სასამართლომ ტატალაშვილი 500 ლარით დააჯარიმა და უფლებამოსილება შეუჩერა. როგორც შსს-ში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ტატალაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს. მას 45–ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც გულისხმობს უკანონო ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას, ან შენახვას გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ექიმის დანიშნულების გარეშე. „გენერალურმა […]
გიორგი ჭანტურია – “გახარიას მოადგილე მაძალებდა, მეღიარებინა ქუთათელაძის მკვლელობა და სანაცვლოდ შეღავათს მპირდებოდა”
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ირგვლივ დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია აცხადებს, რომ მასსა და ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთ მფლობელს შორის მიწის ყიდვასთან დაკავშირებით მილაპარაკებები მიმდინარეობდა რაც, საბოლოო ჯამში არ შედგა. “რუსთავი 2”- ის ეთერში ჭანტურიამ თქვა, რომ ქუთათელაძესთან დაპირისპირება არასდროს ქონია. რაც შეეხება უზიელ ნონის შეცვლილ ჩვენებას, ჭანტურია ეჭვობს, რომ ბიზნესმენს მის წინააღმდეგ […]










