კატეგორია: აქტუალური

ვანო მერაბიშვილს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხზე #9 პენიტენციური დაწესებულების უფროსს ზაზა ჯამატაშვილს პასუხობს. როგორც ოფიციალურ მიმართვაშია აღნიშნული, ვანო მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. „თქვენი შუამდგომლობის საფუძველზე გაცნობებთ, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიერ 2017 წლის 25 დეკემბერს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე […]

კადიროვი: ჩვენ ველით ტერორისტებს საქართველოდან

ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია ტერორისტების შესახებ, რომლებიც ჩეჩნეთზე თავდასხმისთვის არიან გამოგზავნილები. ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა. – ჩვენ გვესმოდა ამ ეშმაკების ლოზუნგები: ჩვენ მოვალთ რუსეთში! ავაფეთქებთ! გავანადგურებთ! ახლა ჩვენ დანამდვილებით ვიცით, გვაქვს ინფორმაცია ზოგიერთი ბოროტი სულის შესახებ, რომლებიც გამოგზავნილები არიან ჩეჩნეთში ტერაქტების მოსაწყობად. ისინი საქართველომდე არიან მისულები. ხელისუფლების მიერ ყველა შემოსასვლელ-გასასვლელი კონტროლდება. ჩვენ მათ […]

იდიგოვი: “თუ მართლა აღმოჩნდა რომელიმე ოჯახში იარაღი, მოვემზადოთ ცუდისთვის და ტერაქტებს ველოდოთ”

„კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის“ ხელმძღვანელი პანკის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგების გასაჯაროებასა და ერთ-ერთ ოჯახში აღმოჩენილი იარაღის შესახებ ინფორმაციის დადასტურებას ითხოვს. მისი თქმით, სუსი-ს მიერ დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ აქვს და არც იცნობს. – არაფერი ვიცი იმ ადამიანებზე, რომელთა გვარებს სპეცოპერაციასთან კავშირში ასახელებენ. მათზე ახმედ ჩატაევის საქმესთან კავშირში არაფერი გამიგია, რიზვან ცეტიაშვილს კი, კარგად ვიცნობ. ეს […]

სუსი – ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას მოკლულია რუსეთის 2 მოქალაქე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული და ლიკვიდირებული პირები იდენტიფიცირებულნი არიან: „საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოფიციალურად დადგენილია სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი, იგი რუსეთის მოქალაქე შუაიფ ბოზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება, ასევე ოპერატიულად დადგენილია, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა, ესენი არიან რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში […]

სოხუმის ციხიდან გიორგი ლუკავა გათავისუფლდა

სოხუმის ციხიდან გიორგი ლუკავა გათავისუფლდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. „დღეს, 25 დეკემბერს, სოხუმის დრანდის ციხიდან თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა გათავისუფლდა. იგი ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე უკვე გადმოეცა. ლუკავა 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. შერიგებისა და სამოქალაქო […]

მესტიაში საკრებულოს წევრი, ნაციონალი ლომარ ნიგურიანი ჩაცხრილეს

მესტიაში მკვლელობა მოხდა. მოკლულია საკრებულოს წევრი ლომარ ნიგურიანი. მკვლელობა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოხდა. ფაქტი ნიუპოსტთან “ნაციონალურმა მოძრაობამაც” დაადასტურა, ნიგურიანი საკრებულოს წევრი ამ პარტიის სიით იყო.

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციამ დააკავა და სცემა – „აუხირდნენ, ბიჭო, წითელი კურტკა რატომ გაცვიაო“

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციამ დააკავა და სცემა, – ამის შესახებ ინფორაციას ჟურნალი „ლიბერალი“ ავრცელებს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულს სხეულსა და სახეზე დაზიანებები აღენიშნება . არსებული ინფორმაციით, ზვიად რატიანს, რომელიც დიღმის სამმართველოში იმყოფება, სამართალდამცავები დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. მომხდართან დაკავშირებით, რატიანის მეგობარი, პოეტი შოთა იათაშვილი ფეისბუკში წერს „ჩემთან იყო გუშინ. იკიც ამოვიდა ცოტა ხანი, […]

“ჩაწყობილი თამაშების” საქმე – კალათბურთის მწვრთნელებსა და მსაჯებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯებს და მწვრთნელებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გამოძიება მათ კომერციულ მოსყიდვას ედავება. ბრალდებულთაგან 3 დანაშაულს არ აღიარებს, 2 კი წარდგენილ ბრალში სრულად სცნობს თავს დამნაშავედ. ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ხუთი პირი დააკავეს, რომლებიც ე.წ. მოდულის შენობაში არიან მოთავსებული. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, […]

პარლამენტის შენობაში წყალი ჩადის (ვიდეო)

ქუთაისში, პარლამენტის შენობაში წყალი ისევ ჩადის. შენობაში რამდენიმე ადგილზე განთავსებულია სათლები. დეპუტატებმა თემურ ჭუასელმა და გია გაჩეჩილაძემ სათლთან ქოლგით ფოტო გადაიღეს, რომელთაც მამუკა მდინარაძე და დავით მათიკაშვილი შეუერთდნენ.

შალვა ნათელაშვილი: “ვიწყებ საქართველოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას”

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას იწყებს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მან, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. – ბევრი ვიფიქრე, როგორ მიმელოცა ჩემი ხალხისთვის ახალი წელი და ეს ბრწყინვალე დღესასწაულები. დღეს იმაზე დიდი მილოცვა, ვიდრე თავგანწირული ბრძოლისთვის მზადყოფნის გამოხატულებაა, ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს. მომავალ წელს ტარდება უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნები ხალხის მონაწილეობით. ჩვენ […]