“ჩაწყობილი თამაშების” საქმე – კალათბურთის მწვრთნელებსა და მსაჯებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

"ჩაწყობილი თამაშების" საქმე - კალათბურთის მწვრთნელებსა და მსაჯებს ბრალი ოფიციალურად წაუყენესკალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯებს და მწვრთნელებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გამოძიება მათ კომერციულ მოსყიდვას ედავება. ბრალდებულთაგან 3 დანაშაულს არ აღიარებს, 2 კი წარდგენილ ბრალში სრულად სცნობს თავს დამნაშავედ.

ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ხუთი პირი დააკავეს, რომლებიც ე.წ. მოდულის შენობაში არიან მოთავსებული. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები – ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი – თემურ დათიკაშვილი დააკავეს“.