რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს. – ბატონო დავით, თქვენ განაცხადეთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამდგარი შედეგის, კონკრეტულად კი თბილისში კალაძის გამარჯვების საპასუხო სვლა გააკეთა ივანიშვილმა იმ სამთავრობო ცვლილებებით, რომლებიც კვირიკაშვილმა შემოგვთავაზა. რამდენად არგუმენტირებულია თქვენი მოსაზრება? – ძალიან მოულოდნელად შემოვარდა ეს ცვლილებები. სერიოზული ლოგიკა არის იმაში, რომ დიახ, ეს […]
კატეგორია: აქტუალური
გახდება თუ არა გახარია მეორე მერაბიშვილი
რატომ წააგო ხელისუფლების კანდიდატმა არჩევნები გურიაში, რაზე უნდა დაფიქრდეს ოპოზიცია, რას მოუტანს ქვეყანას საკადრო ცვლილებები, რა ნიშნით შეარჩიეს შს მინისტრად გახარია? – ამის შესახებ “ახალ თაობას” უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება. ნიკოლოზ მჟავანაძე: – 12 ნოემბერს ოზურგეთში მერის განმეორებითი არჩევნები გაიმართა, სადაც დამოუკიდებელმა კანდიდატმა კოტე შარაშენიძემ გაიმარჯვა. ოზურგეთი ჩემი კუთხეა, იქ არსებულ სიტუაციას […]
გიგლა ბარამიძე: „გახარია, ბახტაძე და კალაძე პრემიერობისთვის იბრძოლებენ… ქუმსიშვილი კვირიკაშვილს ძირს უთხრიდა“
ჩაერია თუ არა საკადრო ცვლილებებში ბიძინა ივანიშვილი, რისთვის ემზადებიან ახალი შს და ფინანსთა მინისტრები, როდისთვის უნდა ველოდოთ გაცილებით მასშტაბურ ცვლილებებს? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება. – მთავრობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა ბევრი კითხვა გააჩინა. თქვენი აზრით, რას უკავშირდება ეს ცვლილებები? მართლა რამის შეცვლა სურთ? – სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი იყო. ჯერ კიდევ რამდენიმე […]
„რუსების პირდაპირი მოთხოვნით დატოვეს თანამდებობაზე მინდია ჯანელიძე“
– ამ ადამიანმა უდიდესი დარტყმა მიაყენა ჯერ საგარეო დაზვერვას, შემდგ კონტრდაზვერვა დაანგრია – ამ განცხადებას “ევროპული საქართველოს” ერთ ერთი ლიდერი გივი თარგამაძე კრიზისების მართვის საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენებაზე საუბრისას აკეთებს. როგორც თარგამაძე “პირველ რადიოსთან” საუბარში ამბობს, ჯანელიძის ერთ ერთი დავალება ქართული კონრდაზვერვის განადგურება და თავდაცვის სამინისტროში დასავლური კადრების რუსულით ჩანაცვლება იყო: – თუ იგულისხმება […]
ლევან ხაბეიშვილი: „ნარმანიას მოადგილე ნიკოლეიშვილი იყო სუსის კადრი… ახლა კალაძის გაკონტროლებას აპირებენ“
ხუთი მოადგილე ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების დაპირების პარალელურად-საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი კალაძის გადაწყვეტილებას გაუგებარს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ მას ხარჯების შემცირება მართლაც სურს საკუთარი მოადგილეებიდან უნდა დაიწყოს. – ის რომ ხუთი მოადგილე დატოვა ეს უკვე ნიშნავს, რომ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას არ აპირებს. როცა მერად არჩევამდე დააანონსა, რომ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას აპირებდა თუ ეს მართლაც სურს […]
ხატია დეკანოიძე: „გახარიას დღემდე ბიზნესი აქვს რუსეთში… ივანიშვილმა გადაწყვიტა სრულად აკონტროლოს ძალოვანი სისტემა“
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, გახარიას დანიშვნა შს სამინისტროში ერთადერთ მიზანს ემსახურება, ის ივანიშვილის გარემოცვის უახლოესი წევრია, ის აკონტროლებს ივანისვილის ბიზნესს რუსეთში და თავადაც აქვს ბიზნესი ოკუპანტ სახელმწიფოში. დეკანოიძის თქმით, გახარია ხელდასმულია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან და მისი დანიშვნა ნათელ სხდის, რომ ივანიშვილი ყველა სამარტლებრივ სტრუქტურაზე ცდილობს გავლენის გამყარებას. – დიდი ხანი ვსაუბრობდით იმაზე, […]
კონსტანტინე შარაშენიძემ ოზურგეთში არჩევნები მოიგო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალის 59-ე უბანზე, სადაც ქართული ოცნება განმეორებით კენჭისყრას ითხოვს, საარჩევნო ოქმის მიხედვით, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ მოიგო. ამ უბანზე 712 ამომრჩეველი მივიდა, მათგან 280-მა ხმა ქართული ოცნების კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს მისცა, 394 ამომრჩეველმა კი დამოუკიდებელ კანდიდატს – კონსტანტინე შარაშენიძეს. ოქმი უკვე გადაგზავნილია ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიაში. ამ დროისთვის, ოზურგეთში 62 […]
სკანდალი ოზურგეთში – “ოცნება” 59-ე უბანზე განმეორებით კენჭისყრას ითხოვს – ამ უბნის გარეშე სიორიძე 0,1%-ით იგებს
ქართული ოცნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალის 59-ე უბანზე განმეორებით კენჭსყრას მოითხოვს. ამის შესახებ ქართული ოცნების ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღურჯუმელიძემ განაცხადა. ღურჯუმელიძის თქმით, ამ უბანზე უხეში დარღვევები დაფიქსირდა. “კერძოდ კომისიის წევრებზე ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს – გაბათიებულ ბიულეტენებზე გადაწყვეტილების შეცვლის მიზნით, ასევე დღის განმავლობაში განხორციელდა კენჭისყრის შენობაში არაუფლებამოსილი პირების უკანონო შეჭრა, რის შესახებაც დილიდანვე დაიწერა საჩივრები. ჩვენ მოვითხოვთ […]
კახა კახიშვილი და ვიქტორ დოლიძე მინისტრის პოსტებს შეინარჩუნებენ
ორი სამთავრობო უწყება – სასჯელაღსრულების სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფუნქციონირებას არსებული სახით გააგრძელებს და ცვლილებები ამ ეტაპზე არ შეეხება. ამის შესახებ მთავრობაში გამართული კონსულტაციებისას შეთანხმდნენ. თავდაპირველი ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შეერწყმებოდა, რომელსაც თეა წულუკიანი უხელმძღვანელებდა, კახა კახიშვილი კი ახალი საგამოძიებო სტრუქტურის ხელმძღვანელად უნდა დანიშნულიყო, რომლის შექმნაც მთავრობას […]
დიდი წმენდა მთავრობაში – მინისტრები აღარ იქნებიან მღებრიშვილი, ჯეჯელავა, კახიშვილი, ელოშვილი, ხეჩიკაშვილი, აგულაშვილი და დოლიძე
მთავრობაში დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მინისტრთა კაბინეტს ჯამში 7 მინისტრი დაემშვიდობება. უფრო კონკრეტულად, არსებული ინფორმაციით, მინისტრის პორტფელს დატოვებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი, რომელიც მთავრობის მიერ დაანონსებული, ახალი საგამოძიებო სტრუქტურის ხელმძღვანელად სახელდება, ასევე ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა […]










