საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად შესაძლოა, გიორგი გახარია დაინიშნოს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას შემცვლელს, ამ თანამდებობაზე სავარაუდოდ ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრები თანამდებობებს ტოვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბარს ორშაბათს გეგმავს, მღებრიშვილს, ჯეჯელავას, ხეჩიკაშვილს და გიორგაძეს შეეხოთ. […]
კატეგორია: აქტუალური
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იქნება, პირველი მოადგილე – გიორგი ახვლედიანი, მოადგილეები – მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე
14 ნოემბერს თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომა 11:00 საათზე გაიმართება, სადაც საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების კანდიდატურებს დაამტკიცებენ. პარტიის ცნობით, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა; საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი იქნება, ხოლო მოადგილეები – მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე. […]
ედუარდ შევარდნაძის ოჯახი გერმანიის ელჩით უკმაყოფილოა – “რატომ არ არის ჩვენი ბაბუის ფოტო ბერლინის კედლის ექსპოზიციაზე?”
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ოჯახი საქართველოში გერმანიის ელჩს ჰაიკე ფაიჩს მიმართვს. მიმართვაში ოჯახი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თბილისში ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე შევარდნაძის ფოტო ვერ მოხვდა. “თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო ფაიჩი, გვინდა ჩვენი ღრმა გულისტკივილი გამოვხატოთ ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენასთან დაკავშირებით. ამ ექსპოზიციაზე ისტორიულ ფოტოებს შორის, […]
კახა კალაძე – ”არ მაინტერესებს, ”სითი პარკი” რას ფიქრობს”
დედაქალაქის არჩეულმა მერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „სითი პარკის“ საქმიანობის სამართლებრივი მხარე შესწავლილი იქნება. აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ „სითი პარკის“ წარმომადგენლების განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ახალი მერი შეცდომაშია შეყვანილი და სამართლებრივი კუთხით მათი საქმიანობა არა ერთხელ იქნა შესწავლილი. – სიახლე მე არაფერი მითქვამს, ამას ვამბობდი წინასაარჩევნოდ და ვიმეორებ ახლაც, შესაბამისად იქნება სამართლებრივი გზით […]
ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს
ხარაგაულში ახალგაზრდა მამაკაცის, ამირან კვირიკაშვილის, თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პროკურატურა ავრცელებს. “2017 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე ა. კ. – ს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. 2017 წლის 9 ნოემბერს კი საქმე გამოსაძიებლად გადაეცა […]
ახალი ჯანყი გურიაში? – ხვალ კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერები ხელს მანიფესტს მოაწერენ
ხვალ, 12 საათზე, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერები ოზურგეთში, მის შტაბთან შეიკრიბებიან და ხელს “მანიფესტს” მოაწერენ. გურულები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ და მათი მოთხოვნების არ გათვალისწინების შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტურის დღეს სრულ დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ: საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრემიერმინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი […]
ლაშა ჩხარტიშვილი: „კალაძე ისე დარბის, პრემიერობას ან პრეზიდენტობას უმიზნებს“
რატომ იზრდება უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმები, რას უკავშირდება კახა კალაძის აქტიური სირბილი ქალაქში, რა ჩანაფიქრი აქვს ივანიშვილს, რა საფრთხის წინაშე დადგება აღმოსავლეთ საქართველო გაზაფხულზე? _ ამ თემებზე `ახალ თაობას~ დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება. – ლაშა, ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა იზრდება და 20 ლარი ხდება. ამან საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? – […]
“კვლავ წავა ლარი ქვემოთ” – ფინანსთა სამინისტრომ ბანკებს 50 მილიონი კიდევ ასესხა
ენმ-ს წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტრომმ კომერციულ ბანკებს კიდევ ასესხა თანხა 50 მილიონი ლარის ოდენობით. გოცირიძე ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას პროგნოზირებს: – არ იშლის ფინანსთა სამინისტრო თავისას. კვლავ მისცა სესხი 50 მილიონი ლარის ოდენობით კომერციულ ბანკებს. ხვალ არც ეროვნული ბანკი დააკლებს რეფინანსირების სესხებს. კვლავ წავა ლარი ქვემოთ. ეს იმ ვითარებაში, როცა წლის […]
ზაზა ხატიაშვილი: “გოგა ონიანი პოლიტპატიმარია”
“ახალი თაობის” კითხვებს ზაზა ხატიაშვილი პასუხობს. ზაზა ხატიაშვილი: – ბატონო ზაზა, გოგა ონიანის დაპატიმრებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. როგორც ცნობილია, გუშინ ის სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. ოპოზიციის ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს და ონიანს – პოლიტპატიმარს. რას იტყვით თქვენ? – გოგა ონიანის დაკავებას მეც პოლიტიკურს ვუწოდებ და გეტყვით, რატომ. “ქართულ ოცნებას” მინდა ვკითხო, ხუთმა პოლიციელმა, სავარაუდოდ, ჩაიდინა […]
რესპუბლიკელები, მრეწველები, ფორუმი და კონსერვატიული პარტია სახელმწიფო დაფინანსებას კარგავენ – დაფინანსებას იძენენ ეროვნულ-დემოკრატები და “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“
კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს, სავარაუდოდ, ოთხი პოლიტიკური პარტია დაკარგავს და ორი პარტია შეიძენს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე პარტიათა რაოდენობა, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება, 20 პარტიიდან 18 პარტიამდე მცირდება. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისთვის გამოყოფილ თანხას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია იღებს, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის […]










