კატეგორია: აქტუალური

“ბოკერიას კლანს კვირიკაშვილი მფარველობს”

"ბოკერიას კლანს კვირიკაშვილი მფარველობს"

  რატომ ლანძღავენ რესპუბლიკელები დავით უსუფაშვილს, რატომ აღარ ახსოვთ სააკაშვილი, ვინ დგას ბოკერიას უკან, რა მიზანი აქვს “პატრიოტთა ალიანსს”, შეეშინდათ და თუ არა ქართული მარშის წევრებს შიმშილობის დაწყება? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება. – ლადო, თქვენ სექტემბრის შუა რიცხვებში ჩვენთან საუბარში თქვით, რომ 22 ან 23 სექტემბერს დაიწყებდით […]

ბაღების დირექტორები “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა სიებს აგროვებენ – მესამე სექტორი პროკურატურას მიმართავს

ბაღების დირექტორები "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა სიებს აგროვებენ - მესამე სექტორი პროკურატურას მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაციები ბაღების სააგენტოს მიერ სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომელთა შესაძლო იძულების საკითხზე, პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვენ. – ბაღების სააგენტოს, რომელთა მიმართაც დაქვემდებარებაში არიან სხვადასხვა ბაღების დირექტორები და თანამშრომლები, მათი მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს იძულებას, საკუთარი თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და წინასაარჩევნო კამპანიაში ბაღების დირექტორების იძულებით ჩართვას. თუ დადასტურდება ეს ფაქტები, შესაბამის პირებს უნდა დაეკისროთ ადეკვატური პასუხისმგებლობა,- განაცხადა […]

”ახლა ჯერი პრეზიდენტზეა” – მარგველაშვილის და უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა

”ახლა ჯერი პრეზიდენტზეა” - მარგველაშვილის და უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა

პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილისა და უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები პრეზიდენტთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოსალოდნელი ვეტოს დეტალებს განიხილავდნენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს ის პუნქტები გააცნეს, რომლის შეცვლასაც ისინი ვეტოს შემთხვევაში დათანხმდებიან. – ახლა ჯერი პრეზიდენტზეა. საკითხი დგას ასე – გადაწყვეტს თუ არა, რომ ეს ორი საკითხი ასახოს თავის შენიშვნებში. იმ შემთხვევაში, თუ ეს კონსენსუსი არ […]

“ნაციონალების მთავარი მფარველი ბიძინა ივანიშვილია”

"ნაციონალების მთავარი მფარველი ბიძინა ივანიშვილია"

“ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი პასუხობს. – ოპოზიციის ერთი ნაწილი მწვავე აქციებს მართავს და ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემის ფაქტს აპროტესტებს. ხელისუფლებისგან გვესმის განცხადებები, რომ ნაცმოძრაობა ივანიშვილს უსამართლოდ ლანძღავს. რას იტყვით თქვენ? – ჩვენ ამგვარი თავის მართლება გვსმენია სააკაშვილისგანაც, ზუსტად ისეთივე, როგორიც გვესმის ივანიშვილისა და მისი ხელის ბიჭებისგან. ამაში ახალი არაფერია. ჩემი შენ გითხარი, […]

უდუმაშვილი კვირიკაშვილს პასუხობს – ”ეტყობა, იმ ნევროზიანმა გუშინ დაურეკა…”

უდუმაშვილი კვირიკაშვილს პასუხობს - ”ეტყობა, იმ ნევროზიანმა გუშინ დაურეკა...”

ნაციონალური მოძრაობის მიერ მერიასთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დღევანდელ შეფასებას უპასუხა ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა. – დღეს რაც ჩვენ მოვისმინეთ პრემიერმინისტრისგან, ნევროზიანი პოლიტიკოსები, ალბათ იმ ხუთეულში მეც მოვიაზრებოდი და მე კითხვა მაქვს – ბოლოს როდის ნახეთ მოეწვიოთ სამშაბათს მთავრობის სხდომა ტურიზმის საკითხებზე და ტურიზმზე ელაპარაკოთ წუთნახევარი და დანარჩენი დრო დაეთმოთ გუშინდელი ჩვენი […]

ლევან ხაბეიშვილი: „მერიის შენობაში “რაფაელოს” საჭმელად რომ არ შემიყვანდნენ, ცხადია,  შენობაში შეყვანამდე დაიწყო ჩემი შეურაცხყოფა“

ლევან ხაბეიშვილი: „მერიის შენობაში “რაფაელოს” საჭმელად რომ არ შემიყვანდნენ, ცხადია,  შენობაში შეყვანამდე დაიწყო ჩემი შეურაცხყოფა“

”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი მის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვს. როგორც ლევან ხაბეიშვილმა თბილისის პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, თბილისის მერიასთან გუშინდელ საპროტესტო აქციაზე მოხდა მისი გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა. ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჩანაწერი არასრულია და მოითხოვს გაავრცელონ ის ჩანაწერები, თუ რატომ აღმოჩნდა ის თბილისის მერიაში. […]

ლევან ხაბეიშვილი – ”სუს-ის თანამშრომლებმა მცემეს”

ლევან ხაბეიშვილი - ”სუს-ის თანამშრომლებმა მცემეს”

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ სუს-ის თანამშრომლებმა დააკავეს და სცემეს. – მომიპარეს სუს-ის თანამშრომლებმა აქციიდან. როდესაც მერიის შენობაში შევყავდი, იძახოდნენ, რომ დავსაჯოთ, დავსაჯოთო. ფიზიკურად გაგვისწორდნენ, წაქცეულზეც მირტყეს. მცემეს, მირტყეს, მერიაში მომიპარეს და შემდეგ გამომაგდეს, რომ ეს მერე არ გვინდაო, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. მისივე თქმით, მას ფიზიკურად სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები უსწორდებოდნენ და მათ შორის იყვნენ […]

მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობს სასამართლოში უჩივის

მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობს სასამართლოში უჩივის

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობს სასამართლოში უჩივის. საქმე პატრიარქის ქორეპისკოპოსის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხება, რომელშიც მეუფე იაკობმა მიხეილ რამიშვილს გირგვლიანის საქმეში ჩანერგილი აგენტი უწოდა. რამიშვილის შეფასებით, აღნიშნული განცხადება მისი პატივისა და ღირსების შელახვაა, რის გამოც მეუფე იაკობს პასუხისგება აუცილებლად მოუწევს. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მეუფე იაკობმა ის აგენტ-პროვოკატორად მოიხსენია, როგორც დეკანოზის, ასევე სანდრო […]

კუმურდოს მცხოვრები: “თუ არ მოგვცემენ ჯვრის დადგმის საშუალებას, აქ მოხდება ომი” 

კუმურდოს მცხოვრები: "თუ არ მოგვცემენ ჯვრის დადგმის საშუალებას, აქ მოხდება ომი" 

სოფელ კუმურდოში ტაძრის სარესტავრაციო სამუშოები განახლდა. ადგილზე რჩება დაცვის პოლიცია. მიუხედავად იმისა, რომ დილიდან სარესტავრაციო სამუშაოები განახლდა ადგილობრივები ამბობენ, რომ რესტავრატორები არ უფრთხილდებიან მათი წინაპრების სამარხებს. ამიტომ კვლავ მოითხოვენ, რომ ჯვრის აღმართვის საშუალება მისცენ. – თუ არ მოგვცემენ ჯვრის დადგმის საშუალებას, აქ მოხდება ომი. რესტავრატორები ჩვენი წინაპრების  ნეშთებს პატივს არ სცემენ. ტომარებში ჩაყარეს ჩვენი ბაბუების და მამების […]

„ზუგდიდის“ ფეხბურთელი, შოთა მამინაშვილი, მატჩის დაწყების წინ გარდაიცვალა

„ზუგდიდის“ ფეხბურთელი, შოთა მამინაშვილი, მატჩის დაწყების წინ გარდაიცვალა

დღეს ეროვნული ლიგა 2-ის XXIX ტურში „ვიტ ჯორჯია“ „ზუგდიდს“ მასპინძლობდა. „მცხეთა პარკზე“ მატჩის დაწყებამდე სტუმართა გუნდის მეკარე, შოთა მამინაშვილი, ცუდად გახდა და გონება დაკარგა. როგორც გუნდის დირექტორმა, რევაზ პერტაიამ პირველ არხს განუცხადა, ფეხბურთელი ცუდად თამაშის დაწყების წინ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. – შოთა მოთელვაზე კარგად იყო, მაგრამ მოედანზე გასვლამდე მოულოდნელად ცუდად გახდა […]