კატეგორია: აქტუალური

ირაკლი სესიაშვილის მეუღლეს რუსმა ბიზნესმენებმა კომპანიის წილი 10 ლარად „მიჰყიდეს“

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ნდობის ჯგუფის წევრის ირაკლი სესიაშვილის მეუღლე თინათინ კიკილაშვილი ბიზნესს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან ერთად აწარმოებს. იგი კომპანია „ტერმინალ ლაბ ბერსას“ მეწილეა, სადაც საკონტროლო პაკეტს ბეკხან ალიევი და ირინა კოვალენკო ფლობენ. შპს „ტერმინალ ლაბ ბერსა“ 2015 წლის 7 აპრილს შეიქმნა. კომპანიის კაპიტალის 60 %-ის მფლობელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ალი მარაევი იყო, ხოლო 20 […]

გიორგი კვირიკაშვილი: „პრეზიდენტობაზე კენჭს არ ვიყრი“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას არ აპირებს. ასე უპასუხა კვირიკაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ის საქართველოს მომავალი პრეზიდენტი გახდეს. – რა გითხრათ, მინდა ყველა თქვენგანი დავპატიჟო 2021 წელს, როცა ჩვენ დავასრულებთ რიკოთის უღელტეხილის ბოლო მონაკვეთს. მანამდე ჩვენ უამრავი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. რა თქმა უნდა […]

უმრავლესობა ვეტოს დაძლევით იმუქრება – მამუკა მდინარაძე: ”ჩვენს 2 საკითხს არაფერი არ უნდა დაემატოს”

ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებს შეთავაზებული ორი საკითხის გარდა სხვა საკითხები დაემატება, უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. როგორც მდინარაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ”ქართული ოცნების” პოზიცია უცვლელია. – ჩვენ ვაპირებთ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული საკითხების ვეტოში ასახვის შემთხვევაში, ვეტოს გაზიარებას. ეს არის ის ორი საკითხი, რომელზეც საყოველთაო კონსენსუსი შედგა. […]

“ბოკერიას კლანს კვირიკაშვილი მფარველობს”

  რატომ ლანძღავენ რესპუბლიკელები დავით უსუფაშვილს, რატომ აღარ ახსოვთ სააკაშვილი, ვინ დგას ბოკერიას უკან, რა მიზანი აქვს “პატრიოტთა ალიანსს”, შეეშინდათ და თუ არა ქართული მარშის წევრებს შიმშილობის დაწყება? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება. – ლადო, თქვენ სექტემბრის შუა რიცხვებში ჩვენთან საუბარში თქვით, რომ 22 ან 23 სექტემბერს დაიწყებდით […]

ბაღების დირექტორები “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა სიებს აგროვებენ – მესამე სექტორი პროკურატურას მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაციები ბაღების სააგენტოს მიერ სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომელთა შესაძლო იძულების საკითხზე, პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვენ. – ბაღების სააგენტოს, რომელთა მიმართაც დაქვემდებარებაში არიან სხვადასხვა ბაღების დირექტორები და თანამშრომლები, მათი მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს იძულებას, საკუთარი თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და წინასაარჩევნო კამპანიაში ბაღების დირექტორების იძულებით ჩართვას. თუ დადასტურდება ეს ფაქტები, შესაბამის პირებს უნდა დაეკისროთ ადეკვატური პასუხისმგებლობა,- განაცხადა […]

”ახლა ჯერი პრეზიდენტზეა” – მარგველაშვილის და უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა

პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილისა და უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები პრეზიდენტთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოსალოდნელი ვეტოს დეტალებს განიხილავდნენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს ის პუნქტები გააცნეს, რომლის შეცვლასაც ისინი ვეტოს შემთხვევაში დათანხმდებიან. – ახლა ჯერი პრეზიდენტზეა. საკითხი დგას ასე – გადაწყვეტს თუ არა, რომ ეს ორი საკითხი ასახოს თავის შენიშვნებში. იმ შემთხვევაში, თუ ეს კონსენსუსი არ […]

“ნაციონალების მთავარი მფარველი ბიძინა ივანიშვილია”

“ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი პასუხობს. – ოპოზიციის ერთი ნაწილი მწვავე აქციებს მართავს და ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემის ფაქტს აპროტესტებს. ხელისუფლებისგან გვესმის განცხადებები, რომ ნაცმოძრაობა ივანიშვილს უსამართლოდ ლანძღავს. რას იტყვით თქვენ? – ჩვენ ამგვარი თავის მართლება გვსმენია სააკაშვილისგანაც, ზუსტად ისეთივე, როგორიც გვესმის ივანიშვილისა და მისი ხელის ბიჭებისგან. ამაში ახალი არაფერია. ჩემი შენ გითხარი, […]

უდუმაშვილი კვირიკაშვილს პასუხობს – ”ეტყობა, იმ ნევროზიანმა გუშინ დაურეკა…”

ნაციონალური მოძრაობის მიერ მერიასთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დღევანდელ შეფასებას უპასუხა ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა. – დღეს რაც ჩვენ მოვისმინეთ პრემიერმინისტრისგან, ნევროზიანი პოლიტიკოსები, ალბათ იმ ხუთეულში მეც მოვიაზრებოდი და მე კითხვა მაქვს – ბოლოს როდის ნახეთ მოეწვიოთ სამშაბათს მთავრობის სხდომა ტურიზმის საკითხებზე და ტურიზმზე ელაპარაკოთ წუთნახევარი და დანარჩენი დრო დაეთმოთ გუშინდელი ჩვენი […]

ლევან ხაბეიშვილი: „მერიის შენობაში “რაფაელოს” საჭმელად რომ არ შემიყვანდნენ, ცხადია,  შენობაში შეყვანამდე დაიწყო ჩემი შეურაცხყოფა“

”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი მის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვს. როგორც ლევან ხაბეიშვილმა თბილისის პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, თბილისის მერიასთან გუშინდელ საპროტესტო აქციაზე მოხდა მისი გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა. ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჩანაწერი არასრულია და მოითხოვს გაავრცელონ ის ჩანაწერები, თუ რატომ აღმოჩნდა ის თბილისის მერიაში. […]

ლევან ხაბეიშვილი – ”სუს-ის თანამშრომლებმა მცემეს”

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ სუს-ის თანამშრომლებმა დააკავეს და სცემეს. – მომიპარეს სუს-ის თანამშრომლებმა აქციიდან. როდესაც მერიის შენობაში შევყავდი, იძახოდნენ, რომ დავსაჯოთ, დავსაჯოთო. ფიზიკურად გაგვისწორდნენ, წაქცეულზეც მირტყეს. მცემეს, მირტყეს, მერიაში მომიპარეს და შემდეგ გამომაგდეს, რომ ეს მერე არ გვინდაო, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. მისივე თქმით, მას ფიზიკურად სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები უსწორდებოდნენ და მათ შორის იყვნენ […]