რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ რუსეთის პროვოკაციებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოიების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს არჩეული აქვს რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინება, რაც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. – რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს ეს ჩვენთვის, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ […]
კატეგორია: აქტუალური
სინოდის სხდომაზე მეუფე იაკობი და მეუფე პეტრე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
“პირველი რადიოსთვის” ცნობილი ხდება, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის ქორეპისკოპოსსა და ბოდბის ეპარქიის ხელმძღვანელს, მეუფე იაკობსა და ჭყონდიდელ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს შორის მწვავე კამათი გაიმართა. ამ ინფორმაციის თანახმად, პატრიარქიის ქორეპისკოპოსი და მისი ე.წ. დაჯგუფება წმინდა სინოდზე ჭყონდიდელი მიტროპოლიტის დასჯას ითხოვდა. არაოფიციალური ინფორმაციით, დასჯის ერთ ერთ ვარიანტად მეუფე პეტრესთვის ახალი, მკაცრი გაფრთხილების მიცემა იგულისხმებოდა. მეორე ვარიანტად […]
მეუფე პეტრე: “დაე, ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა”
დაე, ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა, – ასეთი კომენტარი გააკეთა საპატრიარქოსთან ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რითაც უპასუხა კითხვას, შესაძლოა თუ არა განიხილონ მისი საკითხი წმინდა სინოდის სხდომაზე. – სინოდზე განსახილველი საკითხები ცნობილი არ არის ჩემთვის პირადად. შევთხოვ უფალს, სულიწმინდა უძღოდეს წმინდა სინოდის სხდომას და ღირსეულად ჩატარდეს. მიუკერძოებლად და სამართლიანად გადაწყდეს ყველაფერი, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
პუშკინის სკვერთან ერთად ივანიშვილს გუდიაშვილის ქუჩაც გადაეცა?
ბიძინა ივანიშვილისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის გადაცემის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. საკრებულოს ოპოზიციის ინფორმაციით, აღნიშნულ 1900 მ/ კვ ფართობში შედის პუშკინის სკვერის მიმდებარედ გუდიაშვილის ქუჩის ნაწილიც, რაც დგინდება იმ საკადასტრო კოდით, რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში. თუკი საკადასტრო კოდს ჩავწერთ საძიებო სისტემაში. აღმოჩნდება, რომ გასხვისებულ ტერიტორიას ეკუთვნის გუდიაშვილის ქუჩის ნაწილიც. ოპოზიცია ამბობს, რომ საკრებულოს […]
დავით ზურაბიშვილი: „რაში აწყობს ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ეს ხმაური?!“
დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გუშინ, 10 ოქტომბერს საკრებულოს შენობის გარეთ და სხდომაზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. – ბატონო დავით, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხდომის წინ საკრებულოს შენობაში მხოლოდ საკრებულოს წვერები და პრესის წარმომადგენლები შეუშვეს. რაც გააპროტესტეს პარლამენტის დეპუტატებმა. რამდენად ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო ალიბეგაშვილმა? – პირველ რიგში, აქ მთავარი პრობლემა […]
დაადებს თუ არა სინოდი ახალ სასჯელს მეუფე პეტრეს
“პირველი რადიოს” ინფორმაციით, არ არის გამორიცხული სინოდმა გადაწყვიტოს და ჭყონდიდელ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს ახალი სასჯელი დაადოს. არაოფიციალური ინფორმაციით, სინოდის სხდომაზე განხილული იქნება ციანიდის სკანდალური საქმის შემდეგ ეკლესიის შიგნით და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. შეგახსენებთ, რომ სინოდის 9 მარტის სხდომაზე მიტროპოლიტი პეტრე დადანაშაულებული იყო იმაში, რომ ის უხეშად არღვევდა ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და […]
ადოკატი – „საკრებულოსთან დაკავებულ თორნიკე ბიკაშვილს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება“
თბილისის საკრებულოსთან დაკავებული აქციის 12 მონაწილე დედაქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს იზოლატორში არიან გადაყვანილნი. მათთან ადვოკატი იმყოფებოდა, რომელმაც სამი დაკავებულის მონახულება შეძლო. ადვოკატის განცხადებით დაკავებულ თორნიკე ბიკაშვილს, რომელიც სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, სახისა და ქვედა კიდურების არეში ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. – შევხვდი სამ დაკავებულ პირს, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით სულ დაკავებულია 12 პირი, სამგორის მაჟორიტარი […]
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კანონპროექტს ვეტო დაადო – ჩვენ მივიღებთ თანხმობის დოკუმენტს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალ კონსტიტუციას ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები შემდეგ საკითხებს ეხება: პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წელს ბონუსის გარეშე ბლოკი და 3%-იანი ბარიერი პრეზიდენტის არჩევის წესის გადავადება ორპალატიან პარლამენტამდე ვენეციის კომისის რეკომენდაციის საფუძველზე მმართველი ძალისგან აღებული კიდევ ორი ვალდებულება: 1. გამოხატვისა და რწმენის თავისუფლების ნაწილში გარკვეული ფორმულირება; 2. საკონსტიტუციო სასამართლოს ნაწილში – არჩევნებთან […]
თეა წულუკიანი: „დმანისის მუნიციპალიტეტში ყურანზე დაფიცების ფაქტები არის”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი და უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, ბაღებში შედგენილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიებისა და მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში ბაღების დირექტორების შესაძლო მონაწილეობის საკითხს ეხმაურება. წულუკიანმა საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებს მიმართა გაეცნონ კანონს და დაიცვან ის: – მოვუწოდებ თითოეულ მასწავლებელს, თითოეული რესურსს ცენტრის ხელმძღვანელს და თითოეული ბაგა ბაღის მასწავლებელს, რომ ჩახედონ ინსტრუქციებს, ჩახედონ კანონს და იცოდნენ, რომ ისინი არიან […]
რეგიონული განვითარების მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ერთ წელში 750.000 ლარის ქონება შეიძინა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის ოჯახის ქონება 2016 წელს დაახლოებით 750.000 ლარით გაიზარდა. ზურაბ ალავიძემ და მისმა მეუღლემ 2 ბინა, 2 არასაცხოვრებელი ფართი და 1 ძვირადღირებული ავტომანქანა იყიდეს, ხოლო 1 ბინა საჩუქრად მიიღეს. ზურაბ ალავიძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე 2016 წლის 28 ნოემბერს დაინიშნა. მანამდე იგი მთავრობის ადმინისტრაციაში პროექტების კოორდინაციის […]








