– მეუფე გულწრფელი არ არის, ფარისევლობს და უფრო მეტიც, უკვე შევაფასე მისი ეს გამოსვლა და აღარ განვმეორდები, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ტელეკომპანია „იმედის’’ ეთერში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის განცხადების შეფასებისას განაცხადა. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, პატრიარქის მდივან რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის გავლენის თაობაზე თავად მეუფე დიმიტრისთვისაც კარგად არის ცნობილი. – ამ […]
კატეგორია: აქტუალური
სააკაშვილის მხარდამჭერების 4 კილომეტრიანი კოლონა კრაკოვეცისკენ მიემართება
მიხეილ სააკაშვილის პარტია “РУХ НОВЫХ СИЛ”-ის წარმომადგენლები თავიანთი ლიდერის დასახვედრად კრაკოვეცში გაემგზავრენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს. “აბა, მეგობრებო, კრაკოვეცში მივემგზავრებით, სადაც მიხეილის ჩამოსვლას დაველოდებით.კოლონა 50 ავტომობილისა და 10 ავტობუსისგან შედგება და 4 კილომეტრზეა გაჭიმული. ადგილზე ჩასული პირველი სამასი ადამიანი ბანაკის მოწყობას აპირებს.ჩვენ თან პოლიციის ესკორტი მოგვყვება. ყველაფერი მშვიდადაა,” წერენ სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლები. […]
კიევში რუსლან პაპასკირი, მეტსახელად ”ზონა”, ააფეთქეს – სად მიდის კვალი
კიევში მომხდარ აფეთქებას, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქე, რუსლან პაპასკირი, მეტსახელად ”ზონა” გარდაიცვალა, ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” უკრაინაში საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ განუცხადა. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე საქმე გამოსაძიებლად უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროდან უკრაინის უშიშროების სამსახურში გადაინაცვლებს. – ეს ამბავი მოხდა ფაქტობრივად 2 საათის წინ. საუბარია საქართველოს მოქალაქეზე და მანქანასაც გააჩნია ქართული ნომრები. […]
სააკაშვილი ჟენევაში უკრაინელ ოლიგარქ კოლომოისკის შეხვდა
უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი და ოლიგარქი იგორ კოლომოისკი ერთმანეთს ჟენევაში შეხვდნენ. როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება, შეხვედრა , 7 სექტემბერს, სასტუმრო Four seasons-ში შედგა. ამის შესახებ გამოცემა კოლომოისკისთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით წერს. „ჩამოვიდა, ივახშმეს. მან (სააკაშვილი) თქვა , რომ უკრაინაში აპორებს წასვლას“- ამბობს წყარო. შეხვედრის შესახებ სხვა დეტალები უცნობია. შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის […]
სააკაშვილი: “შეუძლიათ მომიტაცონ, ჩამტენონ სადღაც და გადამაგზავნონ საქართველოში”
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი დაკავების თეორიული შანსი არსებობს, თუმცა ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლებას მისი მოტაცების სცენარის გათამაშება მოუწევს. ამის შესახებ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ბრიუსელიდან ჩართვისას განაცხადა. – ჩემი დაკავების თემა არ არის ასეთი მარტივი თემა. მე უკრაინაში მილიონობით მხარდამჭერი მყავს, გაზვიადების გარეშე. ეს გამოჩნდა ამ დღეებშიც და წინა თვეებშიც. ერთია, […]
ხათუნა ხოფერია: ”გია ჟორჟოლიანი მეგობრობს ირაკლი პეტრიაშვილთან, რომელიც ივანიშვილს ცუდი სიტყვებით მოიხსენიებს”
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით ოქიტაშვილის შტაბის წევრმა ხათუნა ხოფერია ყველას – მომხრესაც და მოწინააღმდეგესაც – მოუწოდებს, რომ ნუ ჩართავენ შვილებს ბინძურ თამაშებში. ამის შესახებ მან „პირველთან“ საუბარში აღნიშნა. – მე მინდა მივმართო პეტრიაშვილსაც, გია ჟორჟოლიანსაც, ყველა ჩვენს მხარდამჭერს და მოწინააღმდეგეს, რომ ამ თამაშებში შვილებს ნუ ჩავრთავთ, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ. ასევე, ხათუნა ხოფერია გამოეხმაურა […]
ერგნეთის შეხვედრა სროლების ფონზე მიმდინარეობს
დღეს დილიდან, შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების, პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, შეხვედრა სროლების ფონზე დაიწყო, რომელიც ახლაც გრძელდება. კერძოდ, ცხინვალში სამხედრო წვრთნები მიმიდნარეობს და მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ისვრიან, სოფელი ერგნეთი კი ოკუპირებულ ცხინვალთან რამდენიმე ასეული მეტრით არის დაშორებული. რაც შეეხება შეხევედრას, ის ორთვიანი შესვენების შემდეგ […]
“ეს არის ბანდიტების კორპორაცია” – ხმაური სემეკის სხდომაზე
ხმაურია იყო სემეკ-ის სხდომაზე, სადაც წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის სექტორში მოქმედი რამდენიმე კომპანიისთვის გეგმური საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებას 2018 წლის ტარიფების დადგენის მიზნით განიხილავენ. ადგილზე „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა მივიდა და სხდომაზე მოქალაქეების დაშვებას ითხოვდა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერი დაპირისპირებას გუგავასა და პატრულის თანამშრომლებს შორის. სემეკ-ის შენობის წინ მოქალაქეები აქციას მართავენ.
ოკუპირებული აფხაზეთის სასამართლო სკოლებსა და ბაღებს ასხვისებს
ცოტა ხნის წინ, აფხაზეთის ხელმძღვანელობას ოპონენტებმა სერიოზული პრეტენზიები წაუყენეს. შეკრებილმა პოლიტიკოსებმა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ ხაჯიმბას ხელისუფლება ვერ უმკლავდება შექმნილ სერიოზულ პრობლემებს და არ აღიარებს აფხაზეთში შექმნილ კრიზისს, ამიტომ ანტიკრიზისული გეგმა თავად საზოგადოებამ უნდა შეიმუშაოს. ოპოზიციური ბლოკის წევრებმა, რომელში პოლიტიკური ორგანიზაცია “ამცახარაც” შედის, დასვეს სასამართლოს და ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირების, ნარკობიზნესთან ბრძოლის გაძლიერების საკითხი. […]
უჩა ნანუაშვილი: “ციანიდის საქმეზე ხელისუფლების განცხადებებმა გავლენა მოახდინა”
ციანიდის საქმეზე სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ საკითხზე ვესაუბრეთ საქართველოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს, რომლის ოფისიც საქმეზე მონიტორინგს ახორციელებდა. – რას იტყვით სასამართლო გადაწყვეტილებაზე? – სამწუხაროდ, ბოლო სასამართლო განხილვა დახურული იყო და მონიტორინგის საშუალება არ მოგვეცა. როდესაც განაჩენს სრულად ვნახავთ, მაშინ შევაფასებთ, რა მტკიცებულებებს დაეყრდნო მოსამართლე. ფაქტია, რომ საქმეში უამრავი […]










