კატეგორია: აქტუალური

უკრაინის გენპროკურორი ლუცენკო – ”სააკაშვილს არც დავაკავებთ და არც გავაძევებთ”

– მიხეილ სააკაშვილის არც დაკავება და არც გაძევება არ მოხდება შეგინის გამშვებ პუნქტთან მომხდარი ინციდენტის გამო – ეს განცხადება უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ერთ-ერთ ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა. მისივე განმარტებით, „ახალი ძალების მოძრაობის“ მოძრაობის თავმჯდომარის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ექსტრადირება შეუძლებელია მანამდე, ვიდრე მას აქვს მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი და სხვა დოკუმენტები, რომლებიც მან […]

ფოთის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე მაია ჩხარტიშვილმა „ოცნება“ დატოვა და ქალაქის მერს, ირაკლი კაკულიას, უჩივის

ფოთის საკრებულოს წევრმა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაია ჩხარტიშვილმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დატოვების შესახებ განაცხადა. ის ქალაქის მერ ირაკლი კაკულიას ადანაშაულებს სასიცოცხლოდ აუცილებელი პრობლემების და გამოწვევების გადაუჭრელობაში. კორუმპირებულობა, ცალკეული ბიზნეს კომპანიების ლობირება, პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობა, პარალელურად კი მოსახლეობის საჭიროებების უგულვებელყოფა – ეს ის პრეტენზიებია, რაც მაია ჩხარტიშვილს ფოთის მოქმედი მერის მიმართ აქვს. ამბობს, რომ […]

ნარმანია სემეკში მიდის და ირინა მილორავას ადგილს უმიზნებს

დავით ნარმანიამ თბილისის მერის თანამდებობიდან, შესაძლოა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკში) გადაინაცვლოს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მმართველ გუნდში ნარმანიას სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე სწორედ მისი სემეკის წევრად არჩევის საკითხი განიხილება. არაოფიციალური ინფორმაციით, ნარმანია საბოლოოდ სემეკის თავმჯდომარის პოსტზე მოიაზრება, თუმცა, მეორე მხრივ, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კომისიის მოქმედ თავმჯდომარე ირინა მილორავას, რომელიც 6-წლიანი უფლებამოსილების […]

რესპუბლიკელები ლესბოსელ ნინო ბოლქვაძეს თბილისის საკრებულოს არჩევნებში   წარადგენენ

„რესპუბლიკური პარტია” თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის მეორე ხუთეულს დღეს წარადგენს. არსებული ინფორმაციით, ქართულ პოლიტიკაში პირველად, თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისის საკრებულოში ასარჩევად იბრძოლებს ღიად ლესბოსელი აქტივისტი, ნინო ბოლქვაძე. გავრცელებული ცნობით, ბოლქვაძე “რესპუბლიკელების” სიის ათეულშია. ნინო ბოლქვაძე ბოლო წლებია, აქტიურად არის ჩართული ლგბტ ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლაში.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი 19-დან 22 სექტემბრის ჩათვლით ჩაიკეტება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი 19-დან 22 სექტემბრის ჩათვლით ჩაიკეტება. ამის შესახებ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში განაცხადეს. – სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 27-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების გამო, 19 სექტემბრის 09:00 საათიდან საქართველოს საზღვარზე მოქალაქეების გატარება დროებით შეიზღუდება, – ნათქვამია განცხადებაში. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში აღნიშნეს, რომ ე.წ. […]

გიორგი კვირიკაშვილი: „საქართველოში თამადობა სჯობს პრემიერ-მინისტრობას“

– ხანდახან მეჩვენება, რომ საქართველოში თამადობა სჯობს პრემიერ-მინისტრობას – ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გამართულ ოფიციალურ ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა მიეცა, რათა წარმოედგინა უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა – საქართველო, რომელსაც, პრემიერის თქმით, მეღვინეობის 8.000-წლიანი ისტორია აქვს. – ხშირად ამბობენ, რომ ქართველებს ვენებში სისხლის ნაცვლად […]

ლადო სადღობელაშვილი: “ქართული მარში სასიკვდილო შიმშილობას იწყებს”

  რატომ მიუცვივდნენ კახა კალაძეს, ვინ მართავს რეალურად “ქართულ ოცნებას”, რატომ არ აინტერესებთ არჩევნები, რა შემთხვევაში მოითხოვენ მთავრობის გადადგომას? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ქართული მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება. – ლადო, რამდენიმე დღის წინ ქართულმა მარშმა მორიგი აქცია გამართა. კალაძის საარჩევნო შტაბთან მოხდა თქვენი დაკავება. ნაციონალების ოფისებთან გამართულ აქციაზეც თქვენ გიჭერდნენ და რა […]

სააკაშვილი საყვარელიძის წინააღმდეგ აღძრული საქმის გამო ლვოვში ბრუნდება

მიხეილ სააკაშვილმა ჩერნოვციში ვიზიტი შეწყვიტა და ლვოვში ბრუნდება. მიზეზი მისი თანაგუნდელის, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის წინააღმდეგ აღძრული საქმე გახდა. უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს საზღვრის უკანონოდ-ჯგუფურად გადაკვეთის ორგანიზებას ედავებიან. საქმე ერთდროულად სისხლის სამართლის 3 მუხლით არის აღძრული. მათ შორის არის სახელმწიფო საზღვრზე პირების უკანონოდ გადაყვანა, სამართალდამდაცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ჯგუფური არეულობის მოწყობა.

ირაკლი პეტრიაშვილი: ’’პროფკავშირებმა ტესტი ჩააბარა’’

პროფკავშირებმა ტესტი ჩააბარა, რომ ის არის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება, – ამის შესახებ პროფკავშირების ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, უდიდესი ზეწოლის მიუხედავად, პროფკავშირების წევრებმა გაუძლეს ზეწოლას და მისი ღვაწლი დააფასეს. პეტრიაშვილმა დელეგატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. – მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, პროფკავშირების წევრებმა გაუძლეს გაუსაძლისს და დააფასეს ის შრომა […]

მიხეილ სააკაშვილი დღეს ლვოვიდან ჩერნივციში გაემგზავრება

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დღეს ლვოვიდან ჩერნივციში გაემგზავრება. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანმა დარია ჩიჟმა განუცხადა. – დღეს, 18:00 საათზე მიხეილ სააკაშვილი ჩერნივციში ცენტრალურ მოედანზე იქნება, – განაცხადა მან. მას არ დაუზუსტებია თუ როდის გაემგზავრება მიხეილ სააკაშვილი. პარტიის პრესმდივანმა მარიანა პოშტარმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი ჩერნივციში გამგზავრებამდე ლვოვში გამომცემლების ფორუმზე დასწრებას […]