კატეგორია: აქტუალური

ამერიკა კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარი გაიყვანოს

აშშ შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. სასაზღვრო პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით და მოითხოვს რეგიონიდან რუსეთის ჯარების გაყვანას. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც მოეწერა ხელი ამერიკა-საქართველოს სამუშაო ჯგუფის ვაშინგტონში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ. თავდაცვის და უშიშროების საკითხებში მომუშვე ეს ჯგუფი შექმნილია “სტრატეგიული დიალოგის კომისიის” ფარგლებში. – აშშ გამოხატავს შეშფოთებას ე.წ. სადემარკაციო სამუშაოების გაგრელებასთან […]

პაატა ბურჭულაძეს მილიონობით ლარის მითვისებაში ამხელენ

PosTV-ის საგამოძიებო სტუდია პაატა ბურჭულაძეს და ფონდ “იავნანას” საქველმოქმედოდ მობილიზებული მილიონობით ლარის მითვისებაში ამხელს. საგამოძიებო სტუდიამ ფონდის ჩრდილოვანი საქმიანობა დეტალურად შეისწავლა. ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ პაატა ბურჭულაძის “იავნანა” შოუ-ბიზნესზე აწყობილი, პირადი გამდიდრების მიზნით შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც ქველმოქმედებას მხოლოდ თვალის ასახვევად ეწეოდა. საგამოძიებო ფილმში, რომელიც PosTV-იმ დღეს გამოაქვეყნა, ექსპერიმენტალურად დასტურდება, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, მხოლოდ შესაწირი […]

მიხეილ სააკაშვილი: „მე უკრაინის პრეზიდენტობას არ ვაპირებ“

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა უკრაინაში ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შექმნით არის შეასძლებელი.საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ტელეკომპანია “news one”-ს ეთერში უკრაინაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე ისაუბრა. – უკრაინის რეგიონებში დაახლოებით ორ – სამ კვირას გავატარებთ, შემდეგ კიევში ჩავალთ და ხალხის პრეტენზიებს ხელისუფლებას გავაცნობთ. თარიღს დავასახელებთ და არჩევნებს მოვითხოვთ, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. კრიზისები კი არჩევნებით გვარდება. ხალხმა […]

ბათუმში პუტინის მარჯვენა ხელს, ოთარ არშბას, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა

,,ქრონიკა+“-ის რედაქტორის ელისო კილაძის ინფორმაციით, ბათუმში ,,ედინაია როსიას“ თავმჯდომარის მოადგილე ოთარ არშბა იმყოფებოდა და მას ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. – პუტინის მარჯვენა ხელი და ფრაქცია”ედინნაია რასსიას”თავმჯდომარის მოადგილე ოთარ არშბა ბათუმში ჩავიდა და მასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. ოკუპაციის კანონი გააუქმეთ და არ გვიმხელთ ?! – წერს ელისო კილაძე. – მე მინდა ავღნიშნო ამ ოჯახის პატრიოტიზმი, […]

,,ქართული მარშის“ წევრი ლადო სადღობელაშვილი დააკავეს

,,ქართული მარშის” აქცია მიმდინარეობს კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან. როგორც აქციაზე სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, ,,ქართული მარშის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი დაკავებულია. სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, “ქართული მარშის” აქციაზე “ქართული მარშის” წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის ცოტა ხნის წინ შელაპარაკება მოხდა.

მიხეილ სააკაშვილი: „შეიძლება მომკლან, შეიძლება დამაკავონ“

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მის დაკავებას ან ლიკვიდაციას არ გამორიცხავს, ამის შესახებ სააკაშვილმა „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა. სააკაშვილი უახლოეს მომავალში მთელი უკრაინის შემოვლას და კიევში უკრაინელ ხალხთან ერთად დაბრუნებას გეგმავს. – ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება მომკლან, შეიძლება დამაკავონ, აქ ჩამსვან, ექსტრადაცია მოახდინონ, ყველაფერი ქნან. მერე რაა, ჩემს 11 წლის შვილსაც ვუყვები, […]

გია ხუხაშვილი: „ამ ხელისუფლებას პასუხისმგებლობის დრო დაუდგება“

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ალტერნატიული საკონსტიტუციო პროექტის იმპლემენტაცია შეუძლებელი იქნება. ხუხაშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში შეაფასა პრეზიდენტის შეთავაზება ოპოზიციისადმი, რომ მეორე მოსმენით მიღებული კონსტიტუციის საკუთარი ვერსია შექმნან. გია ხუხაშვილის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ალტერნატიული პროექტის მიღება შეუძლებელი იქნება, არავინ იცის, პოლიტიკური პროცესი ამ ყველაფერს საბოლოოდ სად მიიყვანს. – სამართლებრივად, ანუ ფორმალური სამართლის გაგებით, ამას აზრი […]

 მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალდება 3400-დან 8500-მდე უკრაინული გრივნას ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა განმარტა, რა ბრალდებას უყენებენ მის კლიენტს. ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რაც გათვალისწინებულია უკრაინის ადმინისტრატიული კოდექსის 204-ე მუხლით. – ამ მუხლის შესაბამისად სასჯელი 3.400-დან 8.500-მდე გრივნას (130- 330-მდე დოლარის) ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს, – დასძინა ადვოკატმა. დღეს, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილს საზღვრის […]

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი პასპორტი, რომელიც მომპარეს პეტრო პოროშენკოს აქვს”

 საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუნერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პასპორტი, რომელიც მას მოპარეს, უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს აქვს. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს, სასტურმო „ლეოპოლისთან“ განაცხადა, მაშინ, როცა უკრაინელი მესაზღვრეები სასტუმროში მისთვის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული ოქმის გადასაცემად მივიდნენ. – ჩემი ძალიან სანდო წყაროსგან ინფორმაცია მივიღე და ოფიციალურად ვაცხადებ, […]

სააკაშვილი: “კიევში ხალხთან ერთად ჩავალ და შევქმნი ხელისუფლების ლეგალურად შეცვლის მექანიზმს”

ოდესის ყოფილი გუბერნატორის, ამჟამად კი უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის თქმით ის უკრაინის დედაქალაქში უახლოეს მომავალში ჩავა, მას შემდეგ რაც ის რეგიონებში და სოფლებში უკრაინელ მოსახლეობას შეხვდება და გაეხნობა იმ მოთხოვნებს რაც მათ ხელისუფლების მიმართ გააჩნიათ. სააკაშვილის თქმით, სწორედ ამ ხალხთან ერთად ჩავა ის კიევში და შექმნის ხელისუფლების ლეგალურად შეცვლის მექანიზმს:„კიევში გავემგზავრები მას შემდეგ […]