აფხაზეთში არსებული ორგანიზაციის “ამცახარას” ერთ-ერთი ლიდერი რუსლან ლაკერბა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისა და დაახლოების აუცილებლობაზე განცხადებას აკეთებს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია “ახალ თაობასთან” ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობებზე საუბრობს. – ბატონო ჯემალ, რუსლან ლაკერბა ქართველებთან ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით გამოვიდა. არის ეს დადებითი მომენტი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისთვის? – დადებითი მომენტი ნამდვილად არის, თუნდაც იმიტომ, რომ […]
კატეგორია: აქტუალური
ახალქალაქი – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ყოფილი დეპუტატი სამველ პეტროსიანი მოკვლით დაემუქრა
ახალქალაქში, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ჰასმიკ მარანგოზიანის მიმართ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა სამველ პეტროსიანმა და მისმა შვილმა გიორგი პეტროსიანმა (გამგებლის რწმუნებული) განახორციელეს მუქარა. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ოლქის თავმჯდომარეს დაემუქრნენ, როგორც საკუთარი სიცოცხლის მოსპობით, ისე ოჯახის წევრის უკანონო თავისუფლების აღკვეთითა და ქონების დაზიანებით, კერძოდ, სახლის დაწვით. […]
ცესკო რუსთავი 2-ის ჟურნალისტს სასამართლოში უჩივის
ცენტრალური საარჩევნო კომისია ,,კურიერის“ ჟურნალისტს სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება გუშინ 9 საათიან კურიერში გასულ სიუჟეტს. როგორც გიორგი შარაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცესკო მოყვანილი ფაქტების საჯარო უარყოფას ითხოვს. მისი თქმით, ცესკოს საარჩევნო შესყიდვებთან დაკავშირებით სიუჟეტში გასული მასალა შეიცავდა არსებით ფაქტობრივ უზუსტობებს. – სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში გაცხადდა, რომ ცესკო ტენდერებს ფაქტობრივად აღარ ატარებს და მომსახურებას ყიდულობს […]
ბუკიკიომ ”ქართული ოცნება” გააკრიტიკა – ”პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის გადავადება იმედგაცრუებას იწვევს”
– პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის გადავადება, ასევე ის, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, იმედგაცრუებას იწვევს, – ნათქვამია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის გადახედვა მთავარი რეფორმაა, რომელიც გულისხმობს არსებული პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო დემოკრატიაში ტრანსფორმირებას. – ამა წლის ივნისში ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა კონსტიტუციის პროექტი, მათ შორის გამოცხადებული […]
ნინო ოძელაშვილი ყელზე ჩამოკიდებული ჯვრისთვის მსაჯებმა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნეს
ნინო ოძელაშვილი დღეს, 1 სექტემბერს, ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა. ამის მიზეზი გახდა ყელსაბამი, რომელიც ნინო ოძელაშვილს ეკეთა. კომენტატორმა, რომელსაც ჩემპიონატი ქართულ ენაზე მიჰყავდა, განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მას ჯვარი ეკეთა. დაპირისპირების დასრულებამდე 2 წუთზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი, ქართველი კი ამ დროს ნიგერიელ ვინი გოფიტს 1:0-ს ამარცხებდა. როგორც “ფეისბუკზე” ნინო ოძელაშვილის გულშემატკივრები წერენ, სპორტსმენს, […]
სტიქია მესტიაში – დაზიანდა მშენებარე ჰესი, წაღებულია გზები და ხიდები
მესტიაში სტიქიას ებრძვიან. მდინარეების ენგურის, კოლხურას, დოლურას და მესტიაჭალას ადიდების შედეგად, წაღებულია გზები და ხიდები. ადგილობრივები სასმელი წყლის გარეშე არიან დარჩენილი. გარდა ამისა, მდინარე ენგურის ადიდების გამო მშენებარე ჰესი მესტია- ჭალა 1 დაზიანდა. როგორც “ნიუპოსტს” „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიიდან” აცნობეს, ჰესი სამშენებლო სამუშაოებს უახლოეს დღეებში გააგრძელებს. – მესტიაში უხვმა ნალექმა მდინარეების, მათ შორის ენგურისა და […]
ხანძარი მთაწმინდაზე – ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენი ერთვება
შსს-ს ინფორმაციით, მთაწმინდაზე ხანძრის ლოკალიზების მიზნით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენი ერთვება. როგორც “ნიუპოსტს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე უკვე იმყოფება სახანძრო- სამაშველო ჯგუფები და ცეცხლის ლოკალიზებას ათამდე მეხანძრე-მაშველი ჯგუფი ცდილობს. მათივე ინფორმაციით, რთული რელიოფური პირობების გამო ცეცხლის ლოკალიზებაში შსს-ს კუთვნილი ვერტმფრენი ერთვება.
სანდრო ბრეგაძე: “ირაკლი ღარიბაშვილს ქართულ მარშთან საერთო არაფერი აქვს”
“ახალი თაობის” კითხვებს ქართული მარშის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მოძრაობა ეროვნულების ლიდერი სანდრო ბრეგაძე პასუხობს. – ბატონო სანდრო, თქვენ უკვე არაერთხელ განაცხადეთ, რომ სექტემბრიდან სერიოზულ აქციებს იწყებთ. ჟურნალისტი ელისო კილაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ თქვენ უკან ირაკლი ღარიბაშვილი და კახელების კლანი დგას და რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავთ. – ამ სისულელეზე კომენტარს არ გავაკეთებ! ვის რა მოლანდებები აქვს, ვინ […]
ჯელალ ქიქავა: “თოფით ვარ შეიარაღებული და, მუხრან ვახტანგაძე თუ მომიახლოვდება, ვესვრი”
“ოცნების” დეპუტატი მერობის კანდიდატს მოკვლით ემუქრება” “ქართული ოცნების” დეპუტატი, ყოფილი მოჭიდავე მუხრან ვახტანგაძე ახალ სკანდალში გაეხვია. მას ბათუმის მერობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან ჯელალ ქიქავა მუქარაში ადანაშაულებს. მუქარის ამსახველი აუდიოჩანაწერი მან უკვე გადასცა შსს-სა და პროკურატურას. აღსანიშნავია, რომ მუხრან ვახტანგაძის მიმართ პრეტენზიები სხვებსაც აქვთ. პარლამენტის ყოფილმა წევრმა მურმან დუმბაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან არაერთხელ განაცხადა, რომ ვახტანგაძე ჯერ […]










