ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა. ლუკაშენკოს განცხადებით, დიდმა ქართულმა კულტურამ ხელი შეუწყო სხვა ერების, მათ შორის ბელარუსის კულტურის განვითარებას. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ბელარუსის მრავალწლიანი გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები. ბელარუსის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ბელარუსის მხრიდან საქართველოსადმი გამორჩეულ დამოკიდებულებასა და მეგობრობას. – თქვენთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი პატივისცემა ქართველი ერის მიმართ. […]
კატეგორია: აქტუალური
17 წლის მოსწავლის ღია წერილი განათლების მინისტრს: “ნუ შეწირავთ რამდენიმე თაობას “ველოსიპედის გამოგონებაზე” ფიქრს…”
AMBEBI.GE-ს რედაქციამ 17 წლის ბიჭის წერილი მიიღო, რომელიც იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. წერილის ადრესატი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაა. იმერეთის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე, 17 წლის ბიჭი, მინისტრს თავისი სკოლის მაგალითით უყვება, რა მდგომარეობაშია საქართველოში განათლების სისტემა და იმედს იტოვებს, რომ ის ბოლო კურსდამთავრებული იქნება, რომელსაც 12 წლის განმავლობაში არაფერი მიუღია სკოლიდან: “ბატონო […]
ლეიბორისტები ქუჩაში აქციებს იწყებენ – “ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია”
ვისთან ერთად აპირებენ ლეიბორისტები ქუჩაში გამოსვლას, რა პრობლემებს ელოდება ხელისუფლებას დასავლეთიდან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ლეიბორისტული პარტიის წევრი ბეჟან ნათელაშვილი ესაუბრება. ბეჟან ნათელაშვილი: – ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკა საბოლოოდ მოკვდა. როცა პოლიტიკა კვდება, პროცესები ქუჩაში ინაცვლებს. ამიტომაც მოუწოდა ჩვენი პარტიის ლიდერმა ოპოზიციას ერთობლივი ქუჩის აქციებისკენ. ეს არ […]
“ამცახარა” და რუსლან ლაკერბა აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას ითხოვენ
აფხაზეთში არსებული ორგანიზაციის “ამცახარას” ერთ-ერთი ლიდერი რუსლან ლაკერბა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისა და დაახლოების აუცილებლობაზე განცხადებას აკეთებს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია “ახალ თაობასთან” ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობებზე საუბრობს. – ბატონო ჯემალ, რუსლან ლაკერბა ქართველებთან ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით გამოვიდა. არის ეს დადებითი მომენტი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისთვის? – დადებითი მომენტი ნამდვილად არის, თუნდაც იმიტომ, რომ […]
ახალქალაქი – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ყოფილი დეპუტატი სამველ პეტროსიანი მოკვლით დაემუქრა
ახალქალაქში, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ჰასმიკ მარანგოზიანის მიმართ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა სამველ პეტროსიანმა და მისმა შვილმა გიორგი პეტროსიანმა (გამგებლის რწმუნებული) განახორციელეს მუქარა. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ოლქის თავმჯდომარეს დაემუქრნენ, როგორც საკუთარი სიცოცხლის მოსპობით, ისე ოჯახის წევრის უკანონო თავისუფლების აღკვეთითა და ქონების დაზიანებით, კერძოდ, სახლის დაწვით. […]
ცესკო რუსთავი 2-ის ჟურნალისტს სასამართლოში უჩივის
ცენტრალური საარჩევნო კომისია ,,კურიერის“ ჟურნალისტს სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება გუშინ 9 საათიან კურიერში გასულ სიუჟეტს. როგორც გიორგი შარაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცესკო მოყვანილი ფაქტების საჯარო უარყოფას ითხოვს. მისი თქმით, ცესკოს საარჩევნო შესყიდვებთან დაკავშირებით სიუჟეტში გასული მასალა შეიცავდა არსებით ფაქტობრივ უზუსტობებს. – სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში გაცხადდა, რომ ცესკო ტენდერებს ფაქტობრივად აღარ ატარებს და მომსახურებას ყიდულობს […]
ბუკიკიომ ”ქართული ოცნება” გააკრიტიკა – ”პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის გადავადება იმედგაცრუებას იწვევს”
– პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის გადავადება, ასევე ის, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, იმედგაცრუებას იწვევს, – ნათქვამია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის გადახედვა მთავარი რეფორმაა, რომელიც გულისხმობს არსებული პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო დემოკრატიაში ტრანსფორმირებას. – ამა წლის ივნისში ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა კონსტიტუციის პროექტი, მათ შორის გამოცხადებული […]
ნინო ოძელაშვილი ყელზე ჩამოკიდებული ჯვრისთვის მსაჯებმა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნეს
ნინო ოძელაშვილი დღეს, 1 სექტემბერს, ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა. ამის მიზეზი გახდა ყელსაბამი, რომელიც ნინო ოძელაშვილს ეკეთა. კომენტატორმა, რომელსაც ჩემპიონატი ქართულ ენაზე მიჰყავდა, განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მას ჯვარი ეკეთა. დაპირისპირების დასრულებამდე 2 წუთზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი, ქართველი კი ამ დროს ნიგერიელ ვინი გოფიტს 1:0-ს ამარცხებდა. როგორც “ფეისბუკზე” ნინო ოძელაშვილის გულშემატკივრები წერენ, სპორტსმენს, […]
სტიქია მესტიაში – დაზიანდა მშენებარე ჰესი, წაღებულია გზები და ხიდები
მესტიაში სტიქიას ებრძვიან. მდინარეების ენგურის, კოლხურას, დოლურას და მესტიაჭალას ადიდების შედეგად, წაღებულია გზები და ხიდები. ადგილობრივები სასმელი წყლის გარეშე არიან დარჩენილი. გარდა ამისა, მდინარე ენგურის ადიდების გამო მშენებარე ჰესი მესტია- ჭალა 1 დაზიანდა. როგორც “ნიუპოსტს” „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიიდან” აცნობეს, ჰესი სამშენებლო სამუშაოებს უახლოეს დღეებში გააგრძელებს. – მესტიაში უხვმა ნალექმა მდინარეების, მათ შორის ენგურისა და […]
ხანძარი მთაწმინდაზე – ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენი ერთვება
შსს-ს ინფორმაციით, მთაწმინდაზე ხანძრის ლოკალიზების მიზნით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენი ერთვება. როგორც “ნიუპოსტს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე უკვე იმყოფება სახანძრო- სამაშველო ჯგუფები და ცეცხლის ლოკალიზებას ათამდე მეხანძრე-მაშველი ჯგუფი ცდილობს. მათივე ინფორმაციით, რთული რელიოფური პირობების გამო ცეცხლის ლოკალიზებაში შსს-ს კუთვნილი ვერტმფრენი ერთვება.










