კატეგორია: აქტუალური

გია ხუხაშვილი: “ივანიშვილი პრემიერად უნდა დაბრუნდეს”

– მმართველობის სისტემაში აშკარა კოროზია იგრძნობა, ამის გარდა, რამდენიმე კრიზისის მომსწრენი გავხდით. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესებისგან დისტანცირებულია. დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად პარაზიტირებს ყოფილი პრემიერის რესურსებზე. აქედან გამომდინარე, მას იმის ფუფუნება არა აქვს, რომ საერთოდ ჩამოშორდეს ამ ყველაფერს. მას აქვს პასუხისმგებლობა როგორც ამ ადამიანებზე, ასევე სახელმწიფოზე. ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, […]

გერმანიიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია მოხდება

გერმანიიდან უცხოელების დეპორტაცია გახშირებულია. გერმანული საიტის RP-online-ის ინფორმაციით, დიუსელდორფის აეროპორტიდან ხელისუფლება დაიწყებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციას. პოლიციის განმარტებით, დიუსელდორფიდან დეპორტირებულთა რაოდენობის ზრდა დაკავშირებულია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ თავშესაფარის მოთხოვნაზე ოპერატიულად უარის თქმასთან და მიგრანტებთან მიმართებით მკაცრ დამოკიდებულებასთან. – ყველა უნდა იყოს მზად, რომ დეპორტირებულთა რიცხვი მუდმივად გაიზრდება. ეს მიგრაციული კრიზისის მეორე მხარეა, – განაცხადა […]

“ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძე დაასახელა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. “ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატს ოფიციალურად დღეს წარადგენს. პოლიტსაბჭოს სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებმა კახი კალაძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს. სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდის ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას ემხრობოდა. კანდიდატის ოფიციალური დასახელება 20:00 საათისთვის არის დაგეგმილი, მანამდე კი პრემიერმინისტრი განცხადებას გააკეთებს. წარდგენას არ დაესწრება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა […]

ქუთაისში ჟურნალისტს თავს დაესხნენ

გვიან ღამით ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში საინფორმაციო ანალიტიკური პორტალ “ქუთაისი თუდეის” დამფუძნებელს, ბუბა ჩივაძეს თავს დაესხნენ. ჟურნალისტის თქმით, ის საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. მისი თქმით, მას უცნობი, ავტომანქანით აედევნა და ერთ-ერთ შუქნიშანზე თავს დაესხა. ჩივაძე ამბობს, რომ თავდამსხმელმა მას საქარე მინა ჩაუტეხა და ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდამსხმელს ნიღაბი არ ეკეთა, თუმცა მან ის ვერ ამოიცნო. უცნობია […]

უახლოეს დღეებში საქართველოში რეკორდული სიცხეა მოსალოდნელი

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-3 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში შეიძლება +38°-ის, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში 40°-ის ფარგლებში აღინიშნოს. ყველაზე მაღალი ტემპერატურა 2-3 ივლისს დასავლეთ საქართველოში მარტვილში 2005 წელს 42 ℃, აღმოსავლეთ საქართველოში – გარდაბანში 1991 წელს 38,5 ℃ , ხოლო თბილისში – 1991 წელს 36.5 ℃ […]

დღეიდან ლარში ფასდადება სავალდებულო გახდა – შემოსავლების სამსახურმა ყველაზე ხშირად დასმული კითხვების პასუხები გამოაქვეყნა

დღეიდან მომსახურების გაწევის ან პროდუქციის რეკლამირებისას, ფასის გამოხატვა ლარში სავალდებულოა. ეს ეხება როგორც ნებისმიერი ფორმის რეკლამას, ისევე — კომპანიისთვის გაგზავნილ შეთავაზებას და მსგავს საკომუნიკაციო აქტივობებს. შემოსავლების სამსახურმა ყველაზე ხშირად დასმული კითხვების შესახებ პასუხები საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა:  ვის შეეხება ცვლილებები? რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ მეწარმე სუბიექტებზე — კანონმდებლობით განისაზღვრება როგორც იურიდიული (შპს; სააქციო საზოგადოება და სხვა) ასევე, ფიზიკური […]

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა დღეიდან ამოქმედდა

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი“ – მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. იმ შემთხვევაში თუ მართვის მოწმობის მფლობელს 100 ქულა გაუნულდება, მას მართვის უფლება ერთი წლით ჩამოერთმევა და ერთი წლის შემდეგ გამოცდის თავიდან ცაბარება მოუწევს. 100 ქულიანი სისტემა კი თითოეულ მძღოლს ყოველი წლის პირველ იანვარს განუახლდება.თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მართვის მოწმობისთვის მინიჭებული 100 ქულიდან […]

„ფეხბურთის განვითარებისთვის გამოყოფილ 265 მილიონს კალაძე ხარჯავს“

“ახალი საქართველოს” ერთ- ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ვარაუდობს, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი მილიონები არამიზნობრივად იხარჯება და ის ფეხბურთის განვითარებას არ ხმარდება. ამ ეჭვს ხაბეიშვილი ქართული გუნდების – ქუთაისის “ტორპედოს”, საჩხერის “ჩიხურას” და ბათუმის “დინამოს” გუშინდელ მატჩებში განცდილი მარცხის შემდეგ გამოთქვამს. ხაბეიშვილი ეჭვობს, რომ 265 მილიონ ლარს, რომელიც გუნდისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო, ვიცე პრემიერი კახი […]

კახა ოქრიაშვილი: „მაჟორიტარებმა მოვიპოვეთ 826.000 ხმა, კონსტიტუციის განხილვისას მთავარი მხარე ვართ“

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადება ყველა მაჟორიტარის სახელით კახაბერ ოქრიაშვილის მიერ ვრცელდება. განცხადებაში მაჟორიტარები მიიჩნევენ, რომ ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, როგორიც არის კონსტიტუცია, სასურველია, პოლიტიკური ველის ყველა მონაწილეს შორის შედგეს საყოველთაო კონსენსუსი, რათა ერთობლივად დადგინდეს პოლიტიკური პროცესებისთვის მისაღები წესები. მაჟორიტარები საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში მათ მიერ გადადგმულ კომპრომისულ ნაბიჯებზე საუბრობენ და მოუწოდებენ პოლიტიკური სპექტრის […]

თინა ხიდაშელი: „საქართველოს ხელისუფლებამ  ვენეციის კომისია მოატყუა“

– საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა და ეს უმნიშვნელოვანესი პრინციპი დაარღვია. მათ მოატყუეს ვენეციის კომისია… – აცხადებს თინა ხიდაშელი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხელისუფლებას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს: – პროცესი გაჩერდეს იქ, სადაც არის და დავბრუნდეთ საწყის მდგომარეობაში იმიტომ, რომ უნდა დავამთავროთ, ქართულმა ოცნებამ უნდა მოახერხოს დაამთავროს ქვეყანაში ეს მახინჯი პარქტიკა, პარტიული კონსტიტუციების მიღების, –  აცხადებს თინა […]