მოვითხოვთ სათანადო ქმედით რეაგირებას მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ! არა ოკუპაციას! – ქართველი მწერლები საქართველო ხელისუფლებას რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებენ და საგანგებო წერილით მიმართავნ.,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ მიმართვის ტექტს: – ქართველი მწერლების მიმართვა საქართველოს მთავრობას, მსოფლიოს თავისუფალ საზოგადოებას, საერთაშორისო პენ-ცენტს, ყველ მწერალს. საქართველო თავისუფალი ქვეყანაა. თავისუფლება მეზობელ იმპერიებთან მრავალსაუკუნოვან დაუღალავალ ბრძოლაში მოიპოვა და სხვა ქვეყნებსაც არაერთხელ აჩვენა […]
კატეგორია: აქტუალური
სოფიო ქაცარავა: „რუსეთის მხრიდან ანექსია გრძელდება“
მინსკში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, სოფიო ქაცარავა პლენარულ სხდომაზე გამოვიდა და ასამბლეის დელეგატებს სიტყვით მიმართა. სოფიო ქაცარავამ ეუთოს სივრცეში უსაფრთხოების, ტერორიზმის და სხვა მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა. საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზზე ე.წ. […]
ლევან სამუშია: „საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო დონის უფლებადამრღვევია“
– საქართველოს ხელისუფლების, კერძოდ ლტოლვითა და განსახლების სამინისტორს გადაწყვეტილება მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით არის სამარცხვინო ხელისუფლების სამარცხვინო გადაწყვეტილება და ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ როგორ გადაიქცა საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო დონის უფლებადამრღვევად, – განაცხადა ,,თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა ლევან სამუშიამ. ლევან სამუშიას განმარტებით საქართველოს ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით ნელ-ნელა გვაშორებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, იმ ღირებულებებს, რომლებისკენაც მივისწრაფვოდით და […]
„რუსეთი კლავს“ – პარლამენტთან მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ
„არა ოკუპაციას“ – ასე ქვია „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდა აქტივისტების აქციას, რომელიც თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ ბანერები წარწერით – „შენ ხარ ოკუპანტი“, „რუსეთი კლავს“, „რუსეთი საქართველოს მტერია“. აქციის მონაწილეები მცოცავ ოკუპაციას და ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ. პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა სიმბოლურად მავთულხლართები გააბეს.
თამაზ ბაკურიძე მისი ძმის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შსს-ს ულტიმატუმს უყენებს
უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე მისი ძმის კობა ბაკურიძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოს მიმართავს. როგორც ბაკურიძე აცხადებს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღრული, თუმცა ვიდეო მტკიცებულებების ამოღება ამ დრომდე არ ხერხდება. თამაზ ბაკურიძის თქმით, თუ საგამოძიებო ორგანოები ბულვარის ტერიტორიიდან ვიდეო მასალებს დღის ბოლომდე არ ამოიღებენ, კობა ბაკურიძის ოჯახი რადიკალურ ზომებს მიმართავს. – მინდა მივმართო შინაგან […]
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რამდენიმე ათეული თანამშრომელი გაათავისუფლეს
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რამდენიმე ათეული თანამშრომელი დაითხოვეს. როგორც მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი, ია ანთაძე აცხადებს გადაწყვეტილების მიზეზი არხზე გამოცხადებული რეორგანიზაციაა. – თანამშრომლების რაღაც გარკვეული კატეგორია ალბათ გათავისუფლდება იმიტომ, რომ 17 ივლისს იხურება ყველა გადაცემა პირველ არხზეც და მეორე არხზეც, მაგრამ კონკრეტულად რამდენი ადამიანი იქნება, მაგას მე ვერ გეტყვით, ჯერ არ ვიცი. რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, […]
ინდოელი ტურისტი თბილისის აეროპორტის პერსონალს რასიზმში ადანაშაულებს: “თქვენი ქვეყანა უდიდესი იმედგაცრუებაა”
ფეისბუქში ინდოეთის მოქალაქე ხუშბუ კაუშალი ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ინდოეთში საქართველოს ელჩს, არჩილ ძულიაშვილს მიმართავს. ინდოელი გოგონა წერს, რომ მას თბილისის აეროპორტის თანამშრომლები რასისტულად მოექცნენ – 6 საათით გამოკეტეს საჭმლის, წყლის და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე: “მე ინდოეთის მოქალაქე ვარ, მარტოხელა ქალი, რომელიც სარეკლამო სააგენტოში მუშაობს. გადავწყვიტე რომ შვებულება საქართველოში გამეტარებინა, ქვეყნის ისტორია ჩემთვის საკმაოდ მომხიბლავი […]
უბედური შემთხვევა ჩუბინაშვილზე – ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვით დაიღუპა
თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვით დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი გარდაცლილი მაშინ იპოვეს, როცა მათი საცხოვრებლიდან მეზობელთან წყალი ჩავიდა. მომხდარზე გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ელიავას ბაზრობაზე მოვაჭრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა
ალეკო ელისაშვილი: „რატომ ხდება, რომ რამდენიმე თვეში ერთხელ ხანძარი უჩნდებათ ბაზრობებს?“
ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით უკვე არსებობს ეჭვები. არსებული ინფორმაციით, იქ მოვაჭრე ადამიანებთან იყო შეთავაზება ტერიტორიის დატოვების. დიდუბის გამგებელი, რომელიც ხანძრის გაჩენის ადგილზე იმყოფებოდა, კატეგორიულად გამორიცხავს მსგავს ფაქტს და იმედოვნებს, რომ გამოძიება მიზეზებს დაადგენს.ელიავას ბაზრობაზე იმყოფება საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, საეჭვოა ბოლო დროს ხანძრის გაჩენის შემთხვევები. – ხანძარი უჩნდებათ ბაზრობებს? ეს ეჭვი […]










