დღეიდან პეკინის გამზირის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება. ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტები კი უკვე ხვალიდან შეიცვლება. ცვლილებები შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტსაც. თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვლება, როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე აღდგება გზის საფარი. სამუშოებს 3 თვე დასჭირდება. ამ პერიოდში გზებზე არსებულ ვითარებას საპატრულო პოლიცია დაარეგულირებს. მოძრაობა დროებით პეკინისა და რამდენიმე მიმდებარე ქუჩებზე ცალმხირვი იქნება.
კატეგორია: აქტუალური
გორის ვიცე მერის, გოგა რაზმაძის, ბინა დააყაჩაღეს – ქალად გადაცმულმა მძარცველებმა ტყუპების ძიძას თავში ჩაარტყეს
გორში ქალაქის ვიცე მერის ბინა დააყაჩაღეს. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ნიღბიამები ბინაში იმ დროს შიჭრნენ, როდესაც ვიცე მერი გოგა რაზმაძე და მისი მეუღლე სახლში არ იმყოფებოდნენ. qartli.ge-ს ცნობით, უცნობმა პირებმა, სავარაუდოდ, ქალის ფორმაში გადაცმულებმა, გოგა რაზმაძის ბინაში შეაღწიეს. ოჯახში ძიძა, 9 თვის ბავშვებთან ერთად, იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, ნიღბიანმა […]
ევროპარლამენტმა დაგმო საქართველოდან აფგან მუხტარლის გატაცება
ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე რეზოლუცია – “აფგან მუხტარლის საქმე და აზერბაიჯანში პრესის მდგომარეობა” – მიიღო. 16-პუნქტიანი დოკუმენტის პირველი 4 პუნქტი საქართველოს ეხება. რეზოლუციის პროექტში საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარება გატაცებადაა შეფასებული. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი გმობს საქართველოდან აფგან მუხტარლის გატაცებისა და მისი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაკავების ფაქტს. ევროპარლამენტი მუხტარლის გასამართლებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად აფასებს. საქართველოსთან მიმართებაში, რეზოლუციაში წერია, […]
მტკვარში 1.000 ლიტრამდე ფეკალური მასა ჩაღვარეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს, შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ფეკალური მასებით გარემოს დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ქარელის რაიონის სოფელ ახალსოფელში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქემ ავტომანქანიდან მდინარეში 1 მ3 – მდე მოცულობის ფეკალური მასა დაღვარა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
„ოცნება“ შეიძლება აფეთქდეს“
– ქვეყანაში მნიშვნელოვანი ფაქტორია ძლიერი ოპოზიცია. ნებისმიერ ხელისუფლებას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია სწორედ იმიტომ, რომ მძაფრი, კრიტიკული შეცდომები არ დაუშვას. მუდამ ფორმაში იყოს. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში ტრადიციულად მმართველ ჯგუფს აქვს ესტაფეტა, რომ ოპოზიცია ბოლომდე გაანადგუროს და თვითონ იყოს აბსოლუტურად უსაფრთხოდ. ყველა პოლიტიკური ელიტა ახერხებს, რომ გაანადგუროს პოლიტიკური ოპოზიცია და მიაღწიოს სიმყარეს, თავს გრძნობდეს უსაფრთხოდ, მაგრამ ეს […]
გამოიძიეთ აფგან მუხთარლის საქმე! – ევროპარლამენტის მოწოდება
– მოვუწოდებთ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს, გამოიძიონ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე, – ამის შესახებ ევროპარლამენტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა სორაია პოსტროლმა განახცხადა. – ჩვენ ვგმობთ იმას რაც მოხდა ჟურნალისტის თავს, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოიძიოს ეს საქმე და ასევე მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას. ჩვენ და აზერბაიჯანის მოსახლეობას გვჭირდება დემოკრატია და არა დემოკრატიის ილუზიაა, გატაცებული ჟურნალისტი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. გამჭვირვალე გამოძიება […]
პოროშენკო სააკაშვილს ივანიშვილს გადასცემს – რას ფიქრობს დავით საყვარელიძე
– თუ პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არ მიატოვებს თავის ოპოზიციურ მოღვაწეობას, მას საქართველოში ექსტრადიცია ელოდება, რის შესახებაც მოლაპარაკები უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსა და საქრთველოს ხელისუფლებას შორის უკვე მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ ტელეკომპანია ZIK-ის ეთერში განაცხადა. – ამაზე უკვე ყველა საუბრობს – თუ სააკაშვილი არ შეაჩერებს თავის ოპოზიციურ […]
შაშკინი: ”2012 წელს კახეთში რუსეთის შემოჭრას გადავურჩით”
ავსტრიაში, ჩეჩენი მებრძოლის მუჰამედ იბრაგიმოვის სასამართლო პროცესზე, ცნობილი გახდა, რომ იგი რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელი იყო ლაფანყურის მოვლენებისას. აღნიშნულის შესახებ იბრაგიმოვმა თავად ისაუბრა. „ნიუპოსტი“ საკითხის შესაფასებლად საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა. შაშკინის თქმით, ყოფილი ხელისუფლება იმ ყველაფერზე, რაც ავსტრიის სასამართლოში ითქვა, საუბრობდა, მაგრამ ახალი მმართველი გუნდი ამ ყოველივეს უარყოფდა. – ის, რაც მოხდა ავსტრიის სასამართლოში, […]
რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ფანჯრიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვი გადავარდა
რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს პირველი სართულის ფანჯრიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვი გადავარდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა ნატო თოფურიამ განაცხადა, შემთხვევა დღეს დილით მოხდა, ბავშვი პალატაში დედასთან ერთად იმყოფებოდა, მშობლის გადმოცემით, ის წყლის მისატანად გავიდა და დაბრუნებისას ბავშვი პალატაში აღარ დახვდა. – ბავშვს საჭირო გამოკვლევები დაუყოვნებლივ ჩავუტარეთ, თუმცა პრევენციის მიზნით, იაშვილის კლინიკაში მაინც გადავიყვანეთ. […]
„კონგოში ტყვედ ჩავარდნილი იოსებ ოსორაული ცოცხალია“
საგარეო საქმეთა სამინისტრო კონგოში ტყვედ ჩავარდნილი მფრინავის, იოსებ ოსორაულის, შესაძლო დაღუპვის თაობაზე ინფორმაციას კვლავ ავრცელებს. ამჯერად მათ ეს ინფორმაცია იოსებ ოსორაულის ოჯახის წევრებს შეხვედრაზე განუცხადეს. სამხედრო ექსპერტი დავით ნემსაძე, რომელსაც კონგოში მყოფ ქართველებთან აქვს კავშირი, “ახალ თაობასთან” ამბობს, რომ იოსებ ოსორაულის ბედს უკვე პოლიტიკა წყვეტს. – ოსორაულის დაღუპვის შესახებ ცნობა სიცრუეა. თქვენ არ მოგისმენიათ ვიდეოს […]










