კატეგორია: აქტუალური

ალექსანდრე ჯეჯელავა: „ლურჯი ვეშაპი“ თამაში არ არის, ეს არის ბავშვების თვითდაზიანება„

 – არანაირი თამაში არ არის, ეს არის ბავშვების თვითდაზიანება ძალიან გთხოვთ, საკითხის პოპულარიაზაციას ნუ მოახდენთ. არანაირი თამაში არ არის, ეს არის ბავშვების თვითდაზიანება, რომლის პრევენციასაც ვაკეთებთ და დიდი თხოვნაა მედიასაშუალებებთან, რომ რეიტინგის დევნაში ნუ დაღუპავთ ბავშვებს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გავრცელებული თამაშის „ლურჯი ვეშაპის“ საკითხზე დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა. ალექსანდრე […]

”ოცნების” მერობის კანდიდატი შეიძლება ღარიბაშვილი იყოს

ვიღაცები თვლიან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყოფილი პრემიერისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის შესაძლოა, მორიგ ტრამპლინად იქცეს, ანუ კულუარებში ძალიან კონსპირაციულად ამბობენ, რომ „ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, გამორიცხული არ არის, რომ ღარიბაშვილი იყოს. რამდენად შესაძლოა, ეს ვერსია რეალობად იქცეს? – როგორც „ნიუპოსტის“ წყარო ამბობს ღარიბაშვილს აქვს ამბიცია, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს. ამის მცდელობა ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების […]

“რუსთავი 2”-დან ასამდე თანამშრომელი გათავისუფლდა, თანამდებობა შესაძლოა გვარამიამაც დატოვოს

სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, კრიზისი კომპანიის ფინანსების რამდენიმეთვიანმა ყადაღამ გამოიწვია. სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, კრიზისი კომპანიის ფინანსების რამდენიმეთვიანმა ყადაღამ გამოიწვია. – რეორგანიზაცია ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია, რამდენიმე თვეა კომპანია ყადაღის რეჟიმშია, არ გვაქვს ხელმისაწვდომობა საბანკო რესურსებთან,  შესაბამისად, კრიზისიც მოსალოდნელი იყო. საჭიროა, ხარჯების და შემოსავლების ოპტიმიზაცია, – განაცხადა „ფორტუნასთან“ საუბარში ნიკა […]

რა არის „ლურჯი ვეშაპი“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერნეტთამაშ „ლურჯი ვეშაპთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ გამოძიება უკვე დაიწყო. – უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ინტერნეტსივრცეში გავრცელებული თამაში „ლურჯი ვეშაპი“, რომლის ძირითად მომხმარებლებს არასრულწლოვნები წარმოადგენენ. აღნიშნული თამაში გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. […]

“პარლამენტის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იქნება”

– ირაკლი კობახიძეს “ოცნებამ” უკვე შეუსუსტა პოზიციები. პირველ ეტაპზე ის კონსტიტუციის საჯარო განხილვის პროცესს ჩამოაცილეს. აშკარად იგრძნობა, რომ მამუკა მდინარაძეა ამ ამბავში პირველი პირი. გარდა იმისა, რომ ამ პროცესს განაგებს, დე ფაქტოდ პარლამენტშიც უკვე ჩაანაცვლა კულულა კობახიძე. ეს ჩანაცვლება მალე ოფიციალურადაც გაფორმდება, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ კახა კუკავა. – თქვენი აზრით, როგორ წავა ირაკლი კობახიძე, […]

ზაზა ხატიაშვილი: „ჩინჩალაძის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნა ხალხის შეურაცხყოფაა“

– ჩინჩალაძე, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ციხეში უნდა მჯდარიყო, ჯერ უვადოდ გაამწესეს სასამართლოში და ახლა ამავე სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნეს. სასამართლო სისტემა ჩინჩალაძის ხელში გადავიდა, რომელიც მოსპობს სამართლიან სასამართლოზე ოცნებას, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი “ახალი თაობასთან”. როგორც ხატიაშვილი აცხადებს, სააკაშვილის რეჟიმი იდგა მურუსიძეებზე, ჩინჩალაძეებზე, მეიშვილებზე, ცერცვაძეებსა და კუბლაშვილებზე. ეს ხუთი ადამიანი იყო, რომელიც მართავდა სააკაშვილის დროს სასამართლო […]

ბავშვთა სამყაროში  ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს  

 – „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს, – ამის შესახებ სააქციო საზოგადოების იურისტმა,  ვაჟა მაისურაძემ GBC-ს მომზადებულ დასკვნებზე დაყრდნობით განუცხადა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და შსს -ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნებს კომპანიის აქციონერებს 29 ივნისს წარუდგენენ. მაისურაძე ამბობს, რომ დახურული შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა აქციონერებმა დასკვნების გასაჯაროება გადაწყვიტონ. – ხანძრის ხელოვნურად გაჩენაზეა გამოძიება დაწყებული და დასკვნებიც ამას აჩვენებს, – […]

მეუფე პეტრე: „ხელისუფლება დაფიქრდეს, თეთრუაშვილი ყველაფერზე წამსვლელია“

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ რაიმე სახის მზაკვრული გეგმა მზადდება. – უფრო მეტს ვფიქრობ, ჩნდება კითხვის ნიშანი, ხომ არ არის, ღმერთმა დაგვიფაროს და უფრო მზაკვრული ჩანაფიქრი, რაც გერმანიაში არ განხორციელდა და რისი დაბრალებაც სხვისთვის უნდოდათ და აქ ხომ არ არის დაგეგმილი და ამ სიბინძურეზე წამსვლელი იცოდნენ, რომ არ იყო ზურაბი […]

“ახლა გვარამიას ტელევიზიას ველაპარაკო… კარგად იყავი მიჩურინის ვაშლი” – ზაქარია ქუცნაშვილი “რუსთავი2”-ის ჟურნალისტს

– კარგად იყავი მიჩურინის ვაშლი, – ასე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტს სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანური მმართველობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ მიმართა. საუბარია დღეს არასამთავრობო სექტორის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც სასამართლოში ე.წ. კლანური მმართველობაა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლოს ხელმძღვანელებად ოდიოზურ ფიგურებს ნიშნავს. კითხვის პასუხად მმართველი გუნდის […]

თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები გაერთიანდნენ – ”არჩევნებზე ”ქართულ ოცნებას” დავამარცხებთ”

თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკური პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი ბლოკით წარსდგებიან. ამის შესახებ სასტუმრო „ბეტსიში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ორი პარტიის ლიდერებმა: შალვა შავგულიძემ და ხათუნა სამნიძემ განაცხადეს. მათი თქმით, გაერთიანების საფუძველი იდეოლოგიური თანხვედაა, რომელიც ორივე პროდასავლურ ძალას აერთიანებს. როგორც შალვა შავგულიძემ აღნიშნა, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ როდესაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში თავისი მოსვლა გაახმოვანა, მან […]