კატეგორია: აქტუალური

 პატრიარქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს

ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ პატრიარქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის სამსახურს ვანო კობაიძე უხელმძღვანელებს. როგორც ჩუბინიძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კობაიძის დანიშვნა ოფიციალურად დღეს მოხდება. – წარდგენილია ეს ადამიანი, უკვე მუშაობს, დღეს უბრალოდ ოფიციალურად დაინიშნება. კონსულტაციები გავიარეთ, შევთანხმდით ყველა მხარესთან, მათ შორის უწმინდესთან. პატრიარქის პოზიცია […]

„მარგველაშვილის გადადგება და ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს“

პრეზიდენტს აქვს მექანიზმი, დანიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე, ადგილობრივი არჩევნების პარალელურად ჩატარდება და ყველა მათ გადაწყვეტილებას “ფარატინა ქაღალდად” გადააქცევს – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი. ხუხაშვილმა “პირველ რადიოსთან” პარლამენტის თავმჯდომარის მორიგ ბრალდებაზე ისაუბრა, რომელიც კობახიძემ მარგველაშვილისა და მისი ადმინისტრაციის მისამართით გააკეთა და პრეზიდენტი საკონსტიტუციო პროექტის განხილვის მიმდინარეობისას, დესტრუქციულ ქმედებებში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. გია ხუხაშვილი ამბობს, […]

ფარცხალაძის გუნდი ხელისუფლებიდან მიდის

ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის 22 მაისს დაწყებული შერკინება იმაზე უფრო ხმაურიანი გამოდგა, ვიდრე ეს ვინმეს ეგონა. ფარცხალაძესთან ერთად თორდია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიხეილ ჩოხელსაც ეკვეთა. რამდენიმე დღის წინ ჩოხელმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, გუშინ, 4 ივნისს კი თანამდებობა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა დატოვა. ჩოხელი, […]

„აფგან მუხთარლის გატაცებაში რუსეთის ხელი ურევია“

 ოპოზიციის მტკიცებით,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცება საქართველოს ხელისუფლების მიერ არის გაკეთებული. – მეეჭვება, რომ ქართული სპეცსამსახურები ამაში რაიმე ფორმით იყვნენ ჩართული. შინაგან საქმეთა სამინისტროს რაღაც კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. ის, რაც მოხდა, საქართველოსთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო. ამიტომაც უნდა მოხდეს ამ საქმის სასწრაფო წესით გამოძიება. საერთაშორისო თანამეგობრობას ბევრი კითხვა გაუჩნდა და ამ კითხვებს პასუხი უნდა […]

გელა ნიკოლაიშვილი: “ფარმან ჯეირანლიმ თქვა, რომ აფგან მუხთარლი მისი მეგობარია”

კლინიკა “ლანცეტის” დირექტორ ფარმან ჯეირანლის დაპატიმრებასა და ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცებას შესაძლოა ერთი მოტივი ჰქონდეს რა კავშირია აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლისა და კლინიკა “ლანცეტის” მფლობელ ფარმან ჯეირანლის დაპატიმრებებს შორის? იცნობდა თუ არა ჯეირანლი გატაცებულ ჟურნალისტსა და აზერბაიჯანში დაპატიმრებულ ოპოზიციის ლიდერებს? აფინანსებდა თუ არა ჯეირანლი აზერბაიჯანულ ოპოზიციას? – “ახალი თაობის” ამ და სხვა კითხვებს ფარმან ჯეირანლის […]

აბაშიშვილი: ”პრეზიდენტი მუხთარლის მეუღლეს და შვილებს საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს”

საქართველოს პრეზიდენტს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეობა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს, თუმცა ამისათვის აუცილებელია, რომ შესაბამისი დოკუმენტაციით მიმართოს ოჯახმა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მუხთარლის ოჯახის საქმეზე საგანგებო განცხადება გაავრცელა და პრეზიდენტს სთხოვა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, […]

დედამიწა შეიძლება გლობალური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს

NASA-ს მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ მიერ ჩატარებული დაკვირვების შედეგად დედამიწა ყოველწლიურად ამცირებს საკუთარი ღერძის ირგვლივ ბრუნვის სიჩქარეს, რამაც შეიძლება გლობალური კატასტროფები გამოიწვიოს. მეცნიერებმა გამოითვალეს, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ დედამიწის ბრუნვა კიდევ უფრო შენელდება და მეტიც – ის საერთოდ გაჩერდება. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დედამიწის ბრუნვის შენელების მიუხედავად, ატმოსფერო მის გარშემო აგრძელებს ბრუნვას და მათ შორის […]

 ჩაჭრილ მოსწავლეებს შესაძლოა, გამოცდის მეორედ ჩაბარების შანსი მიეცეთ   

– მომდევნო წლიდან, შესაძლოა, საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილ მოსწავლეებს გადაბარების შანსი მიეცეთ. ამ ინიციატივით პარლამენტის განათლებისა და მეცნიერებს კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სასკოლო ფორუმზე. მისი თქმით, ის ფაქტი რომ საატესტატო გამოცდებზე 11 000 მოსწავლე ჩაიჭრა სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული. მან განათლების მინსიტრს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და შეკრებილ აუდიტორიას ამ საკითზე კიდევ ერთხელ მსჯელობისაკენ მოუწოდა. – […]

ლევან ბერძენიშვილი: “საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლა წესების გარეშე მიდის”

– მრჩება შთაბეჭდილება, რომ რაც ხდება ჩვენს საზოგადოებაში, რაც ხდება უნივერსიტეტში, რაც ხდება ფეხბურთის ფედერაციაში, ჟურნალისტთა კორპუსში – ჰოი საოცრებავ, თურმე იგივე ხდება საქართველოს საპატრიარქოშიც. როგორი ხალხიც ვართ, ზუსტად ისეთი ვითარება ყოფილა იქ. ადვოკატმა ქარჩავამ მთელ საქართველოს აუხსნა, რომ სიტყვა მოკვდინებაში ხანგრძლივი სიცოცხლე იგულისხმა. თუ ეს ადამიანი არის საპატრიარქოს ადვოკატი, წარმოიდგინეთ, რა რთული სიტუაცია ყოფილა, […]

 საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება აღმოჩნდა

 „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება D-2-Etilhexilftalat აღმოჩნდა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა და მისი სათამაშოებში გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. სათამაშოების უსაფრთხოების მარეგულირებელი წესებისა და არსებული პრაქტიკის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა 2016 წლიდან დაიწყო. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ახლა უკვე […]