კატეგორია: აქტუალური

დაჩი გრძელიშვილი – ჩემს 15 წლის ქალიშვილს ნარკოტიკების სარეკლამო გზავნილი ვაიბერში გაუგზავნეს

დაჩი გრძელიშვილი - ჩემს 15 წლის ქალიშვილს ნარკოტიკების სარეკლამო გზავნილი ვაიბერში გაუგზავნეს

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და იმ შეტყობინებას ასაჯაროვებს, რომელიც მისმა ქალიშვილმა Viber-ში მიიღო. – ნარკოტიკების სარეკლამო გზავნილი ჩემმა გოგომ, თათამ ვაიბერში მიიღო. ის 15 წლისაა. უკვე ასე, საერთო მაილებით ავრცელებენ და მოსახლეობას ჰაშიშის, გეროინის, კოკაინის და მოსაწევის ფართო ასორტიმენტს სთავაზობენ. მეტიც, აქვეა შეთავაზება ნარკო კურიერის პოზიციაზე. შეგნებულად წავშალე ტელეგრამის მისამართიც და ტელეფონის […]

გაძვირებული იაპონური ავტომობილები საქართველოში ამერიკულმა ჩაანაცვლა – აქციზის ზრდამ სტრესი მიაყენა ბაზარს

გაძვირებული იაპონური ავტომობილები საქართველოში ამერიკულმა ჩაანაცვლა - აქციზის ზრდამ სტრესი მიაყენა ბაზარს

– აქციზის ზრდამ სტრესი მიაყენა ბაზარს. ასე აფასებს მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდის გამო საავტომობილო ბაზარზე შექმნილ სიტუაციას ავტოიმპორტიორების ნაწილი. როგორც “კავკასიის ავტოიმპორტის’’ ხელმძღვანელის მოადგილე, დავით გულაშვილი “საქმის კურსთან’’ განმარტავს, იაპონიიდან იმპორტირებულ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის თითქმის გასამმაგებამ თითქმის გაანულა საქართველოში იაპონიიდან ავტომობილების იმპორტი. მისი თქმით, იაპონიიდან თვის განმავლობაში დაახლოებით 2 ათასი ავტომობილი შემოდიოდა, […]

ირაკლი კობახიძე: ”ახალი საარჩევნო სისტემით საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერავინ მოიპოვებს”

ირაკლი კობახიძე: ”ახალი საარჩევნო სისტემით საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერავინ მოიპოვებს”

გადაუნაწილებელი მანდატებთან დაკავშირებით ათასგვარი სპეკულაცია იყო, მათ შორის იტყუებოდნენ ციფრებში – ხალხი მოტყუებას მათემატიკაში ცდილობდნენ, როგორც ჩანს, ჩვენი მოსახლეობის მათემატიკურ უნარებზე დაბალი წარმოდგენა აქვთ. აღნიშნული განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახალხო-საყოველთაო განხილვისას, ირაკლი კობახიძემ იმ წესთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვით, ყველა გადაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატს არჩევნებში პირველ ადგილას გასული პარტია წაიღებს. ამას კობახიძე ”ბონუსს” უწოდებს და როგორც […]

სერგეენკოს მოადგილე ვალერი კვარაცხელია გადადგა – რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს ამასთან

სერგეენკოს მოადგილე ვალერი კვარაცხელია გადადგა - რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს ამასთან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია კერძო ბიზნესს უბრუნდება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების შემდეგ, მან დღეს, 5 მაისს, პოსტი დატოვა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ვალერი კვარაცხელიას 2014 წლიდან ეკავა. მის გადადგომამდე ”ოლმედიამ” მოვლენების ასეთი განვითარება იწინასწარმეტყველა კერძოდ, გუშინ გამოქვეყნებულ მასალაში ”ოლმედიას” წყარო ამბობს, რომ ვალერი კვარაცხელიას თანამდებობიდან წასვლა თბილისის “დინამოს” პრეზიდენტს […]

გელა ნიკოლაიშვილი: “მოსამართლეები არ არიან ნაზი ყვავილები, რომ კრიტიკამ დააჭკნოს”

გელა ნიკოლაიშვილი: "მოსამართლეები არ არიან ნაზი ყვავილები, რომ კრიტიკამ დააჭკნოს"

უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ შეურაცხყოფისთვის ახალი რეგულაციები საჭირო სულაც არ არის, რადგან ყოველივე კანონში ისედაც გაწერილია: – მოსამართლის შეურაცხყოფაზე უნდა იყოს ისეთივე სასჯელი, როგორც სხვა დანარჩენი პიროვნების. შეურაცხყოფა ისედაც ისჯება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლია და ეს საკითხი იქ არის გაწერილი. ჩემი პოზიცია არის ის, რომ ეს საკითხი ცალკე რეგულირებას არ საჭიროებს და […]

რა ულტიმატუმი წაუყენა რუსეთმა საქართველოს

რა ულტიმატუმი წაუყენა რუსეთმა საქართველოს

რა მიზნით განალაგა ამერიკამ თურქეთ-სირიის საზღვარზე ჯარი? ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამ და სხვა საკითხებზე “ახალ თაობას” ესაუბრება. – ბატონო ვახტანგ, ამერიკამ თავისი საჯარისო ნაწილები თურქეთ-სირიის საზღვარზე განალაგა. ამერიკა აჯანყებულ ქურთებს მხარს უჭერს. ეს ამერიკა-თურქეთის პირდაპირ დაპირისპირებას არ ნიშნავს? – დიახ, ეს არის დაპირისპირება, რადგან თურქეთის შეიარაღებული ძალები გადავიდნენ შეტევაზე, ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთით […]

ლევან ხაბეიშვილი: „პარლამენტში პრემია-დანამატის სახით 4.852.698 ლარი მიიღეს“

ლევან ხაბეიშვილი: „პარლამენტში პრემია-დანამატის სახით 4.852.698 ლარი მიიღეს“

პრემიების, დანამატების და საწვავის ხარჯვის სიყვარულში აღმასრულებელ ხელისუფლებას არც პარლამენტი ჩამორჩა. მიმდინარე წლის 4 თვეში დეპუტატების შენახვა ბიუჯეტს რამდენიმე მილიონი ლარი დაუჯდა. დეპუტატების საამური ცხოვრების შესახებ კვლევა მონიტორინგის ცენტრმა “მედიატორმა” და “ახალმა საქართველომ” ჩაატარეს. როგორც “მედიატორის” წარმომადგენელმა მარიამ ქელბაქიანმა “ახალ თაობას” განუცხადა, 2017 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს ხელფასის სახით 3.039.081 […]

ეკოლოგიური კატასტროფა ლისის ტბის ტერიტორიაზე

ეკოლოგიური კატასტროფა ლისის ტბის ტერიტორიაზე

ლისის ტბის ტერიტორიაზე ასობით ნაძვის ხე დაწვეს – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ახალი საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს. ამასთან, ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში შესაბამის ვიდეომასალას ქვეყნებს. – ნაძვების დაწვა, სავარაუდოდ, ბიზნეს ინტერესებს უკავშირდება, რადგან ამ ტერიტორიიდან თბილისის საუკეთესო ადგილები ჩანს, – ვარაუდობს ხაბეიშვილი. აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება კომპანია “ლისი დეველოპმენტი”. კომპანიაში აცხადებენ, რომ წინა წლებში მომხდარი მინდვრის […]

ვინ იდგა დეკანოზ გიორგი მამალაძის უკან და ვისთან მიჰქონდა ციანიდი?!

ვინ იდგა დეკანოზ გიორგი მამალაძის უკან და ვისთან მიჰქონდა ციანიდი?!

გასულ კვირას პროკურატურამ მამა გიორგი მამალაძეს ბრალიც დაუმძიმა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ის ანგარების მიზნით აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას. ამავე უწყების განმარტებით, მამა გიორგი თეთრუაშვილს მიიჩნევდა თავისი კარიერული წინსვლის შემაფერხებლად. პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ამბობს, რომ შორენას და მამაოს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ. მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილთან ურთიერთობა მას […]

“შორენა თეთრუაშვილთან ერთად, მეუფე იაკობისა და მამა დავით ჭინჭარაულის მკვლელობაც იგეგმებოდა”

"შორენა თეთრუაშვილთან ერთად, მეუფე იაკობისა და მამა დავით ჭინჭარაულის მკვლელობაც იგეგმებოდა"

ამ კვირის დამლევს ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება. ბოლო დროის ყველაზე სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა, კიდევ ბევრი სკანდალური ინფორმაციის მომსწრენი გავხდეთ. პროკურატურის მთავარმა მოწმე ირაკლი მამალაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ჩანაწერების სრული გასაჯაროება საპატრიარქოს იმიჯს ზიანს მიაყენებს. ამ ჩანაწერებს პროკურატურა ბოლომდე, ალბათ, არ გაასაჯაროებს. საპატრიარქოს წარმომადგენლებს ეს ჩანაწერები სრულად აქვთ ნანახი და მოსმენილი. საპატრიარქოს წარმომადგენლები ამ […]