რა ულტიმატუმი წაუყენა რუსეთმა საქართველოს

რა ულტიმატუმი წაუყენა რუსეთმა საქართველოსრა მიზნით განალაგა ამერიკამ თურქეთ-სირიის საზღვარზე ჯარი? ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამ და სხვა საკითხებზე “ახალ თაობას” ესაუბრება.

– ბატონო ვახტანგ, ამერიკამ თავისი საჯარისო ნაწილები თურქეთ-სირიის საზღვარზე განალაგა. ამერიკა აჯანყებულ ქურთებს მხარს უჭერს. ეს ამერიკა-თურქეთის პირდაპირ დაპირისპირებას არ ნიშნავს?

– დიახ, ეს არის დაპირისპირება, რადგან თურქეთის შეიარაღებული ძალები გადავიდნენ შეტევაზე, ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთით ოპერაციები ჩაატარეს. მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ოპერაციები. თურქები ცდილობენ იმ ტერიტორიების დაკავებას, რომ სამხედრო საფრთხე ააცილონ ქვეყანას. თურქეთმა სპეცოპერაცია ჩაატარა და დიდი მღელვარებებია. ის ძალა, რომელიც დღეს თურქეთის ხელისუფლებაშია, ცდილობს, პრევენციული მიზნით თავიდან აიცილოს ქურთული სეპარატიზმის გადმოდინება მის ტერიტორიაზე.

– ეს ქურთული სეპარატიზმი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არ არის?

– გააჩნია, როგორ შევაფასებთ. თურქეთი სუვერენული სახელმწიფოა და იგი ამ საზღვრებში აღიარებულია, როგორც სამართლის სუბიექტი. თურქეთის ნაკლი ის არის, რომ ქურთებს ავტონომიას არ აძლევს. სახალხო-დემოკრატიული პარტია, რომელიც ქურთული საზოგადოების ინტერესების გამომხატველი იყო, გააძევეს პარლამენტიდან. ფაქტობრივად, ამ პოლიტიკურ ძალას პოლიტიკური ბრძოლის საშუალებებიც მოუსპეს.

– ამერიკას დაპირისპირების შეკავების ფუნქცია შეუძლია შეასრულოს? ამერიკამ თურქეთ-სირიის საზღვარზე ჯარი რა მიზნით განალაგა?

– ქურთი მებრძოლები ახორციელებენ შეტევას აისისის მებრძოლების წინააღმდეგ. ამერიკელები თავიანთ ქურთ მოკავშირეებს ეხმარებოდნენ ამ მისიის განხორციელებაში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივად, თურქეთი გადავიდა შეტევაზე და ომი გამოუცხადა ქურთ აჯაყებულებს, ბუნებრივია, თურქეთ -სირიის საზღვარზე ჯარის განლაგება პრევენციული ზომაა, რომ არ მიიღოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების სახე..

– თურქებისთვის არასასურველია რუსეთის ქურთებისადმი დამოკიდებულებაც.

– რუსები ქურთებს მხარს უჭერენ და ეხმარებიან, მოკავშირეები არიან. თურქებიც მათთან ერთად იბრძოდნენ ისლამური სახალიფოს წინააღმდეგ, მაგრამ, როგორც ჩანს, საკუთარმა ეროვნულმა ინტერესებმა გადააჭარბა. ამიტომ რუსეთი ცდილობს, პოზიციები

ძლიერი ქვეყნები – ამერიკა, რუსეთი, თურქეთი – რაღაცნაირად ბეწვის ხიდზე გადიან სირიაში, რომ არ მოხდეს მათ შორის უშუალო და დიდი დაპირისპირება სირიაში. მესამე მსოფლიო ომის საფრთხე არ შეიქმნას.

მესამე მსოფლიო ომი არა მგონია დაიწყოს, მაგრამ შეიძლება ამ დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირება მოხდეს. ამერიკასა და რუსეთს შორის დაპირისპირებამ შეიძლება მიაღწიოს კულმინაციას. თურქეთ-რუსეთის დაპირისპირება კიდევ ცალკე თემაა. აქ ირანის საკითხიც იკვეთება. ირანის თემაც აქტუალურია თუმცა, გლობალური, რეგიონილი ძალების ცენტრები, რეალურად, უკვე უპირისპირდებიან სირიის კონფლიქტის ფარგლებში.

– ანუ სირიის კონფლიქტის ნიადაგზე ახალი ტერიტორიული გადანაწილება დაიწყო?

– არაა გამორიცხული, ისეთი პროცესები მიდის.

– ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებამ და საპასუხოდ ამერიკის დაბომბვამ, რუსეთს საშუალება მისცა, სირიაში დამატებითი შეიარაღება შეეტანა.

– დიახ, რუსეთმა სირიაში თავისი დამატებითი შეიარაღება შეიტანა. ამ კონტექსტში რუსეთმა საქართველოს ოფიციალურად მოსთხოვა, ლავროვისა და ხაჯიმბას პირით, რომ გაიხსნას რუსეთ-საქართველო-სომხეთის რკინიგზა. რუსეთს სურს, ირანის მეშვეობით, თავისი შეიარაღებული ძალები გადაიყვანოს სირიის მიმართულებით.

– ე.ი. თუ საქართველო დათანხმდება რუსეთ-საქართველო-სომხეთის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნას, ძალაუნებურად შეიძლება რუსეთისთვის ხელშემწყობი აღმოვჩნდეთ სირიაში ომის საწარმოებლად?

– დიახ, ჩვენ რუსეთ-ირან-ასადის სამხედრო კოალიციას დავეხმარებით. ისინი აუცილებლად გამოიყენებენ ამ ფაქტორს. რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს ამ სარკინიგზო ხაზს სირიაში სამხედრო ტვირთების, შეიარაღებისა და ცოცხალი ძალის გადასაყვანად. თუ რუსეთი და ირანი შეთანხმდებიან, შეიძლება დაგეგმონ სახმელეთო ოპერაციის ჩატარება სირიაში. ისინი გადაისვრიან სახმელეთო ძალებს და დაიწყება სახმელეთო ოპერაცია.

შემთხვევითი არ ყოფილა ჯერ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში, შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირანში ვიზიტი, რომელსაც იქ შეხვდა ირანის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ჩართულია სირიის კონფლიქტის დარეგულირებაში. საინტერესოა, რატომ შეხვდა კვირიკაშვილი მაინცდამაინც ირანის ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც სირიის კონფლიქტის დარეგულირებაზეა პასუხისმგებელი.

– როგორ ფიქრობთ, საქართველოს მთავრობა უნდა დათანხმდეს თუ არა?

– არ ვიცი, რას მოიმოქმედებს საქართველოს მთავრობა, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლების მიმართ რუსეთის მხრიდან ულტიმატუმია წამოყენებული. ამას ემსახურებოდა ლავროვის ვიზიტი აფხაზეთში. ამის გამო ხდება საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ოკუპაციის განახლება. ამ დღეებში დამატებით საქართველოს ტერიტორიის ნაწილი მიითვისეს.

– ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკას რა რეაქცია ექნება რკინიგზის გახსნაზე?

– რომ არ გაუხარდება, ცხადია. ჩვენ შორის გეოპოლიტიკური კავშირი დაირღვევა. ჩვენი ამგვარი ქმედება ხელს შეუწყობს რუსეთის სამხედრო ბლოკის გაძლიერებას, რაც არ შედის ამერიკის ინტერესებში სირიის მიმართულებით.