რისი იმედი აქვს ხელისუფლებას, რისკენ უბიძგებს „ქართული ოცნება“ ოპოზიციას, შესაძლებელი იქნება თუ არა ხალხის პროტესტის განეიტრალება? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება. – „ქართული ოცნება“ ვაჟკაცობის დამტკიცებას ცდილობს, მაგრამ იმდენს ვერ ხვდება, რომ პოლიტიკას ასეთი ვაჟკაცობა არ უხდება. იმის თქმა, რომ ჩვენ ბოიკოტის არ გვეშინია, პოლიტიკური აზროვნებით შეზღუდული ადამიანის კომენტარია, – აცხადებს […]
კატეგორია: აქტუალური
ვის არ აწყობს ციანიდის საქმეში სიმართლის დადგენა?!
მეუფე იაკობმა 15 აპრილს, დიდ შაბათს, გარდამოხსნის წესის დროს, ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „ახალ თაობასთან“ საუბარში ამბობს, რომ მეუფე იაკობის განცხადებით გაოცებულია. მისი თქმით, ეპისკოპოსი შენდობისკენ ურჩევს სვლას მამა გიორგის, რაც ძალიან ახლოს არის აღიარებასთან. – მოგეხსენებათ, ქადაგების დროს ადამიანები ყველაფერს უსმენენ და ეს არის […]
რაზე ისაუბრეს დავით უსუფაშვილმა და გიორგი ისაკაძემ?!
– დავით უსუფაშვილთან შეხვედრაზე საუბარი მქონდა მის პოლიტიკურ აქტივობაზე, შესაძლო გადაკვეთაზე და საუბარი იყო ტელევიზიაზეც, – ამის შესახებ საზოგადოებრივს ტელეწამყვანმა გიორგი ისაკაძემ განუცხადა. როგორც ისაკაძემ აღნიშნა, ქართული პოლიტიკა გაცილებით მეტს ზარალობს უსუფაშვილის არყოფნით, ვიდრე – პირიქით. – პირიქითზეც საუბარი ბევრი იყო. თუ ისმის კითხვა გამომდინარე ჩემი დღევანდელი საქმიანობიდან, იყო თუ არა საუბარი მის პოლიტიკურ აქტივობაზე, […]
რას აპირებს ახალქალაქის საკრებულო
საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების პრობლემები არ ელევა. ცენტრალური ხელისუფლებისთვის სიურპრიზს ამზადებს ახალქალაქის საკრებულოც, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს აჭარბებს და დიდ პოლიტიკაში იჭრება. ეს დღეები თბილისისთვის ისედაც რთულია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსალოდნელი ჩასვლის, ასევე რეგიონში დაძაბულობის გამო. სოხუმში 18 აპრილს იხსნება რუსეთის ახალი `საელჩოს~ შენობების მთელი კომპლექსი. რუსეთის მინისტრი დაესწრება ამ […]
აღწერიდან აღწერამდე – 223 სოფელი მთლიანად დაცარიელდა, 157 სოფელში კი 5 ადამიანიც აღარ ცხოვრობს
ისედაც მიტოვებულ სოფელში მიატოვეს ბებო… მთელი ზაფხული მოლოდინში გაატარა. ერთთავად, თვალებზე სანთელივით გაყვითლებულ ხელს იჩრდილებდა და გზას გაჰყურებდა”, – ასე იწყება გოდერძი ჩოხელის ერთი მოთხრობა, რომელსაც ასევე ჰქვია – „ბებო”. ამ მოთხრობას ვკითხულობ ხოლმე სტუდენტებთან, როდესაც საქართველოს გეოგრაფიის კურსში საქართველოს მოსახლეობაზე ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, ჩვენი მთის სოფლები უმეტესად ასეთი მოხუცების იმედად არის დარჩენილი, ეს ბებოები კი […]
ლავროვი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა
სერგეი ლავროვი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს, სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს სამუშაო ვიზიტით აფხაზეთს ეწვევა. 18 აპრილს, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნის საზეიმო […]
კალაძე თუ ლილუაშვილი? – რა აკავშირებს ვანისა და ხონის მაჟორიტარს ივანიშვილთან
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „ქართული ოცნებისთვის“ შეიძლება, ფატალურად დამთავრდეს. ახლა, იმას არავინ ამბობს, რომ მმართელი გუნდი არჩევნებს, აპრიორი, წააგებს, მაგრამ არსებობს მოლოდინი, რომ იგივე თბილისის მერის არჩევნები „ოცნებაში“ განხეთქილების მიზეზად იქცეს. ზოგადად, იმის შესახებ, თუ ვის დაასახელებს „ოცნება“ ქალაქის მერობის კანდიდატად, მედიასა და საზოგადოებაში დიდი ხანია, მსჯელობენ. როგორც „ნიუპოსტს“ ეუბნებიან, უკვე გადაწყვეტილია, რომ დავით ნარმანია კენჭს […]
თელავში ყოფილ დეპუტატ ვასილ დავითაშვილს 8 ტყვია ესროლეს
თელავში ყოფილი დეპუტატი დაჭრეს. ვასილ დავითაშვილს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მის სახლთან 8 ტყვია ესროლეს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ვასილ დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და თელავის ყოფილი მერია. ყოფილი დეპუტატის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის […]
„არაბები საქართველოში ბინადრობის უფლებას 35 ათას დოლარად ყიდულობენ“
პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ მიმდინარეობს საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დიდი გადმოსახლება, რაც დაკავშირებულია დემოგრაფიული სურათის ცვლილებასთან. – საქართველოში სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო პაკეტების განხორციელების საბაბით, ხორციელდება უცხოტომელების დიდი გადმოსახლება ბინადრობის მოპოვების მიზნით. განსაკუთრებით არაბეთის ქვეყნებიდან. არაბეთიდან დაფრინავს რეისი შარჟა-თბილისი. ძირითადად ამ რეისს მოჰყვებიან ბინადრობის მაძიებელი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ აქ დასახლებას. ისინი […]
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II–ის, 2017 წლის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისათვის გაამზადე თავი… ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი,- მორჩილების ქურაში“(ზირქ. 2,1,5.) ქრისტე აღდგა! გვესმის ყოვლადწმინდა მარიამის, მარიამ მაგდალინელისა და სხვა მენელსაცხებელე დედათა გულანთებული, სულისშემძვრელი ძახილი: ქრისტე აღდგა! […]










