თელავში ყოფილ დეპუტატ ვასილ დავითაშვილს 8 ტყვია ესროლეს

თელავში ყოფილ დეპუტატ ვასილ დავითაშვილს 8 ტყვია ესროლესთელავში ყოფილი დეპუტატი დაჭრეს.

ვასილ დავითაშვილს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მის სახლთან 8 ტყვია ესროლეს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ვასილ დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და თელავის ყოფილი მერია.

ყოფილი დეპუტატის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით წარმოებს, რაც შესაბამისად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას ითვალისწინებს.