პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლებაში საერთოდ არ ჩანან ლიდერები და მათ დამოუკიდებლად მოქმედება არ შეუძლიათ. მათ ფონზე პრეზიდენტს რეიტინგის მხრივ საგრძნობი უპირატესობა აქვს. ის დამოუკიდებელია, არავის ჩრდილში არ არის და ასეთ თვისებებს საქართველოში პატივს სცემენ. – მარგველაშვილი დანარჩენი პოლიტიკური ელიტისგან ის იმითაც განსხვავდება, რომ ძალაუფლებას არ ეპოტინება. ის არ მიიჩნევს, რომ ძალაუფლებაში რაიმე სიკეთეა. […]
კატეგორია: აქტუალური
„ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ ჩაფარცხა“
პირველი პრეზიდენტის მკვლელობიდან 24 წელი გავიდა. სააკაშვილის დროს ამ საქმის გამოძიება თითქოს დაიწყო, მაგრამ ბოლომდე არ მივიდა. ეს ხელისუფლება საერთოდ არაფერს აკეთებს ამ მიმართულებით. ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ ამ საქმის გამოძიება სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული სახელმწიფოსთვის. თუ გვინდა, რომ მომავალ თაობებში მითქმა-მოთქმა, ზიზღი და დაპირისპირება არ იყოს, მათ უნდა იცოდნენ სიმართლე. […]
IRI-ის კვლევა: ქართული ოცნება – 26%, ნაციონალური მოძრაობა – 15%
,,კურიერისთვის” ცნობილი ხდება ამერიკის საერთაშორისო რესპულიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ახალი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები. ცნობილია, რომ კვლევის სრული ვერსია ოფიციალურად ორშაბათს გასაჯაროვდება. გავრცელებული ცნობით, IRI-მ კვლევები თებერვლის ბოლოდან მარტის დასაწყისში ჩაატარა. კითხვაზე, შემდეგ კვირას რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მიცემდით ხმას – შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: ქართული ოცნება – 26 %. ნაციონალური მოძრაობა – 15 % ევროპული საქართველო -7 […]
IRI-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებს შორის რეიტინგით გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს
წინასწარი ინფორმაციით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მორიგი სოციოლოგიურ კვლევაში პოლიტიკოსებს შორის რეიტინგში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს. გამოკითხვის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილს 67% აქვს. მეორე ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოა 65%-ით. საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს – 55% აქვს. მეოთხე ადგილზეა ,,ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე 50%- ით. IRI-მ მორიგი სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც 3 აპრილის გამოქვეყნდება.
თურქულმა კომპანიამ ბათუმში ტაძრის გალავანი დაანგრია
ბათუმში, 26 მარტს წმინდა ევდემოზ კათოლიკოსის სახელობის ტაძრის გალავანი დაანგრიეს. როგორც „რეგნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, გალავნის დემონტაჟი ეკლესიის გვერდით მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის წარმომადგენლებმა იმ მოტივით განახორციელეს, რომ მათი კუთვნილი მიწის ფართობი მრევლმა მიითვისა. ირკვევა, რომ ტერიტორია თავიდანვე სადაო იყო, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისში ტაძრის ტერიტორიის მესაკუთრე შალვა მელაძესა და მშენებარე კორპუსის მეპატრონე ნარგიზ ჰასთაოღლუს შორის წერილობით […]
„გივი თარგამაძე სააკაშვილს დააჭერინებს“
რატომ დააკავეს უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსანი, რისთვის ემზადება უკრაინის მთავარი პროკურატურა, რა მასალები ჩაიტანა გივი თარგამაძემ კიევში? _ ამის შესახებ „ახალ თაობას“ სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ესაუბრება. _ გივი თარგამაძის მიწოდებული მასალები უკრაინის პროკურატურას სერიოზულად დაეხმარება. იქ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჯერ კიდევ გასულ წელს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ მას ძალიან მალე […]
„ოცნებას“ პრეზიდენტად რობოტის დასმა უნდა“
როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი. არის თუ არა მარგველაშვილი ქარიზმატული და იმსახურებს თუ არა „ოცნების“ კრიტიკას? ამ კითხვებზე ექსპერტები თითქმის ერთ აზრზე თანხმდებიან. _ ქართულ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე არაქარიზმატული ლიდერები მრავლად არიან. სინამდვილეში ისინი ჩვეულებრივ პაიკებს წარმოადგენენ, რომლებსაც ვიღაც ამოძრავებს. სახელებს და გვარებს შეგნებულად არ დავასახელებ, გიორგი მარგველაშვილის ქარიზმა არ არის კლასიკური პოლიტიკოსის ქარიზმა. ის არც […]
რა ინფორმაციებს უმალავენ ივანიშვილს
– რამდენიმე სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დინამოს სტადიონის სიახლოვეს მდებარეობს ღამის კლუბი, სადაც ლეგალურად იყიდება სინთეტიკური ნარკოტიკები. იგივე ვითარებაა რუსთაველის მეტროსთან ახლოს მდებარე ღამის კლუბშიც. ამ სინთეტიკური ნარკოტიკებით ჩვენი ახალგაზრდობა იწამლება და რამდენიმე მათგანი დაიღუპა კიდეც, _ აცხადებს სანდრო ბრეგაძე. მისივე განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დინამოსთან ახლოს მდებარე ღამის კლუბს უნდა მიექცეს. მას […]
ირაკლი კობახიძე: „პრეზიდენტზე არაფერი მითქვამს“
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, განცხადება, რომ ქვეყანას ქარიზმატული და სოფელ-სოფელ მოსიარულე პრეზიდენტი არ სჭირდება, არ გაუკეთებია. – მსგავსი არაფერი თქმულა დღევანდელ კონფერენციაზე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კონფერენციაზე „საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში” კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება აკადემიური პრეზიდენტი, პოლიტიკურმა პროცესებმა უნდა გადაინაცვლოს კულუარებში და ქვეყანას არ […]
რა ასაკის ბავშვებს შეუძლიათ პირველ კლასში შესვლა 2017 წელს
მომავალ პირველკლასელთა მშობლებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს 2017-2018 სასწავლო წელს სკოლაში შესვლას 6–წლამდე, ე.წ. 5–წლიანი ბავშვებიც შეძლებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ განმარტება EDU.ARIS.GE-სთან კიდევ ერთხელ, დამატებით მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა გააკეთა. კერძოდ, მშობლებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონში ცვლილება პარლამენტმა განახორციელა. – ეს ინფორმაცია რეალური არ არის. ახალი ინიციატივა პარლამენტში არ ყოფილა დარეგისტრირებული და ზოგადი […]










