როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი. არის თუ არა მარგველაშვილი ქარიზმატული და იმსახურებს თუ არა „ოცნების“ კრიტიკას? ამ კითხვებზე ექსპერტები თითქმის ერთ აზრზე თანხმდებიან. _ ქართულ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე არაქარიზმატული ლიდერები მრავლად არიან. სინამდვილეში ისინი ჩვეულებრივ პაიკებს წარმოადგენენ, რომლებსაც ვიღაც ამოძრავებს. სახელებს და გვარებს შეგნებულად არ დავასახელებ, გიორგი მარგველაშვილის ქარიზმა არ არის კლასიკური პოლიტიკოსის ქარიზმა. ის არც […]
კატეგორია: აქტუალური
რა ინფორმაციებს უმალავენ ივანიშვილს
– რამდენიმე სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დინამოს სტადიონის სიახლოვეს მდებარეობს ღამის კლუბი, სადაც ლეგალურად იყიდება სინთეტიკური ნარკოტიკები. იგივე ვითარებაა რუსთაველის მეტროსთან ახლოს მდებარე ღამის კლუბშიც. ამ სინთეტიკური ნარკოტიკებით ჩვენი ახალგაზრდობა იწამლება და რამდენიმე მათგანი დაიღუპა კიდეც, _ აცხადებს სანდრო ბრეგაძე. მისივე განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დინამოსთან ახლოს მდებარე ღამის კლუბს უნდა მიექცეს. მას […]
ირაკლი კობახიძე: „პრეზიდენტზე არაფერი მითქვამს“
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, განცხადება, რომ ქვეყანას ქარიზმატული და სოფელ-სოფელ მოსიარულე პრეზიდენტი არ სჭირდება, არ გაუკეთებია. – მსგავსი არაფერი თქმულა დღევანდელ კონფერენციაზე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კონფერენციაზე „საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში” კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება აკადემიური პრეზიდენტი, პოლიტიკურმა პროცესებმა უნდა გადაინაცვლოს კულუარებში და ქვეყანას არ […]
რა ასაკის ბავშვებს შეუძლიათ პირველ კლასში შესვლა 2017 წელს
მომავალ პირველკლასელთა მშობლებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს 2017-2018 სასწავლო წელს სკოლაში შესვლას 6–წლამდე, ე.წ. 5–წლიანი ბავშვებიც შეძლებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ განმარტება EDU.ARIS.GE-სთან კიდევ ერთხელ, დამატებით მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა გააკეთა. კერძოდ, მშობლებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონში ცვლილება პარლამენტმა განახორციელა. – ეს ინფორმაცია რეალური არ არის. ახალი ინიციატივა პარლამენტში არ ყოფილა დარეგისტრირებული და ზოგადი […]
„ღარიბაშვილი ხიდაშელი-უსუფაშვილის ინტრიგებს შეეწირა“
მთავრობის ყოფილი წევრი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ საკუთარი თვალით უყურებდა მინისტრების ერთმანეთთან დაპირისპირებას. სანდრო ბრეგაძე: _ თავიდანვე ებრძოდნენ ერთმანეთს. სასწაული რამეები ხდებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი შეეწირა ამ ინტრიგებს. მისი პრემიერობიდან გადაყენება არც ნაციონალური მოძრაობის და არც სხვა ოპოზიციური პარტიის მიერ წარმოებული კამპანიის შედეგად არ მომხდარა. მის წინააღმდეგ შავი პიარი დაიწყო თავად ხელისუფლებამ. მის წინააღმდეგ ინტრიგები მინისტრთა […]
„კალაძის წინააღმდეგ ერთ-ერთი მინისტრი კომპრომატებს უკვეთავს“
სანდრო ბრეგაძემ სოციალურ ქსელში გააკეთა სკანდალური განცხადება იმის შესახებ, რომ მთავრობის ერთ-ერთი წევრი კახა კალაძის წინააღმდეგ კომპრომატების გამოქვეყნებას ითხოვს. – რამდენიმე წლის მანძილზე მეც ამ მთავრობის წევრი ვიყავი. ძალიან კარგად ვიცი, რა შიდა ბრძოლები მიმდინარეობს მთავრობაში. მე მაჩვენეს მიმოწერა, სადაც ნათლად ჩანს, რომ მთავრობის ერთი წევრი კონკრეტული ბიზნესმენის დავალებით იძლევა შეკვეთას. ის ითხოვს, რომ ვიცე-პრემიერზე […]
„მარგველაშვილი „ოცნებას“ 5:0-ს უგებს“
_ მარგველაშვილის პოლიტიკური კაპიტალი, რეალურად ერთადერთი მაგისგან შედგება, რომ „ოცნება“ ლანძღავს. რაც უფრო მეტს გალანძღავენ, საზოგადოების იმ ნაწილში, ვისაც „ოცნება“ არ მოსწონს, მარგველაშვილი უფრო პოზიტიურად წარმოჩნდება, – ასე ააფასებს კახა კუკავა პრეზიდეტს. „ახალი თაობის“ კითხვაზე – პრეზიდენტის ხშირმა ვეტოებმა „ქართული ოცნება“ მოთმინებიდან ხომ არ გამოიყვანა – კუკავა პასუხობს: _ აბსოლუტურად არ არის ეს ხშირი ვეტოები. […]
კვირიკაშვილი მიდის. წულუკიანს, ჯეჯელავას, ქუმსიშვილსა და მღებრიშვილს ხსნიან
,,ოცნებაში” კვირიკაშვილის პოზიციები სერიოზულად არის შერყეული. ხელისუფლებაში მის კადრებს უკვე ეჭვის თვალით უყურებენ. _ ,,ოცნებას” პარლამენტში 117 დეპუტატი ჰყავს და აქედან მხოლოდ 2 _ ბიძინა გეგიძე და ლევან გოგიჩაიშვილი ითვლებიან პრემიერის გუნდის წევრებად, _ ამბობს ლადო სადღობელაშვილი. მისი თქმით, ახლო მომავალში პრემიერის კადრები კიდევ უფრო მძიმე დღეში აღმოჩნდებიან, რადგან მთავრობის მეთაური წასვლას აპირებს. _ რამდენადაც ჩემთვის […]
,,ოცნება” თბილისის მერის პოსტზე კახა კალაძეს წარადგენს
_ კალაძე რომ ,,ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი იქნებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვთქვი ,,ახალ თაობასთან” საუბარში. მაშინ საუბრობდნენ მამუკა ხაზარაძეზეც, მაგრამ მისი კანდიდატურა ჩააჩოჩეს და მხოლოდ იმიტომ, რომ ის კვირიკაშვილის კადრად მოიაზრებოდა, _ განაცხადა ,,ახალ თაობასთან” საუბარში ლადო სადღობელაშვილმა. მისი თქმით, მერობის კანდიდატის შერჩევისას საბოლოო სიტყვას ივანიშვილი იტყვის. _ კალაძის მიმართ ჩემი […]
”ნაირა გელაშვილს გერმანული პუბლიკა 40 წუთი სულგანაბული უსმენდა”
ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე მნიშვნელოვანი გამოდგა მწერალ ნაირა გელაშვილის რომანის ”მე ის ვარ” გერმანული თარგმანის წარდგინება. აი, რას წერს ფეისბუქში მწერალი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე, რომელიც ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე იმყოფება: _ დღეს დილით იყო ეკა ქევანიშვილის, ნიკა ჯორჯანელისა და ჩემი ლექსების წარდგინება ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დღევანდელი დღის მთავარ მოვლენად კი იქცა ნაირა გელაშვილის […]










