კატეგორია: აქტუალური

ძმები ყარამანიშვილები: ”ნიკა გვარამიას ინიციატივა არაგონივრულია”

ძმები ყარამანიშვილები: ”ნიკა გვარამიას ინიციატივა არაგონივრულია”

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 91%-ის მფლობელი ლევან და გია ყარამანიშვილების მიერ ნიკა გვარამიას დღეს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ მორიგი მიმართვა გავრცელდა. „ნიუპოსტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: _ ვეხმაურებით ნიკა გვარამიას დღევანდელ განცხადებებს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენი თავდაპირველი ინიციატივა ითვალისწინებდა რუსთავი 2-ის წილების გადაცემას ტელეკომპანიის მთელი კოლექტივისთვის. საპასუხოდ, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დაგვდო ბრალი, რომ ჩვენი შეთავაზება იყო ფიქცია […]

“რუსთავი 2–ის გუნდი” _ ნიკა გვარამია ახალ შპს–ს ქმნის, რომელიც ტელეკომპანია საქართველოს 51%–ს გადაიფორმებს

"რუსთავი 2–ის გუნდი" _ ნიკა გვარამია ახალ შპს–ს ქმნის, რომელიც ტელეკომპანია საქართველოს 51%–ს გადაიფორმებს

რამდენიმე წუთის წინ რუსთავი 2–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ რუსთავი 2 იღებს ძმები ყარამანაშვილების წინადადებას რუსთავი 2–თვის ტელეკომპანია საქართველოს 51%–ის გადაცემის შესახებ. _ შეიქმნება შპს “რუსთავი 2–ის გუნდი”, რომელიც ორშაბათს გადაიფორმებს ტელეკომპანია საქართველოს 51%–ს _ განაცხადა ნიკა გვარამიამ რუსთავი 2–ის ეთერში. მისი თქმით, დღეს, 7 საათზე, ტელეკომპანიაში გაიმართება საერთო კრება, რომელზეც დადგინდება ახალი […]

„ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება”

„ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება"

_  ჩვენი პარლამენტის სპიკერი ვერც კი გაბედავს, რომ სხვა სივრცეში მზერა ისროლოს, _ განაცხადა „ახალ თაობასთან“ სოსო ცისკარიშვილმა. ექსპერტის აზრით, კობახიძეს ასეთი დავალება გააჩნია, სხვაგვარად ვერ აიხსნება მუქარა პრეზიდენტზე, რომ შენ თუ იმას იტყვი, რაც ჩემი „პირადი ღმერთის” სმენას არ დააკმაყოფილებს, მაშინ შევცვლით თარიღს და ახლავე ჩავატარებთ პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევნებს. _ შემცვლელი დღევანდელი პრეზიდენტისა ჩვენი […]

ქართულ სუფრას კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქართულ სუფრას კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების შესაბამისად, ქართული ტრადიციული სუფრის კულტურას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეზე გუშინ, 22 მარტს გამოქვეყნდა. _ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის […]

,,დეპუტატებმა იციან, რომ მათ უსმენენ“

,,დეპუტატებმა იციან, რომ მათ უსმენენ“

იჭრება თუ არა პრეზიდენტი პარლამენტის საქმიანობაში, რა არის ,,ქართული ოცნების” მომავალი, რას ითხოვენ მისგან ხელისუფლების წარმომადგენლები? _ ამ თემებზე ,,ახალ თაობას” ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება. _ მარგველაშვილის და პარლამენტის დაპირისპირება ხელისუფლებაში ,,ოცნების” მოსვლის გარიჟრაჟიდან იღებს სათავეს და ეს უკვე აღარავის უკვირს. ერთადერთი, რისი თქმაც ამაზე შემიძლია, ის არის, რომ ხელისუფლება კომპლექსებით დატვირთული ადამიანივით იქცევა, რომელსაც […]

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

რატომ ჭიანურდება ბიზნესისთვის აუცილებელი კანონების მიღება

პარლამენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ”ქართული ოცნების” უმრავლესობამ გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებებს მხარი არ დაუჭირა. თავდაპირველად კენჭისყრაზე პრეზიდენტის პროექტი დადგა, რომელსაც 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 86 წევრმა მისცა. ამის შემდეგ პარლამენტის მიერ მიღებულ იმ კანონპროექტს ეყარა კენჭი, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და ვეტო დაადო. უმრავლესობამ აღნიშნულ პროექტს […]

სროლა ბრიტანეთის პარლამენტთან _ პარლამენტის მუშაობა პარალიზებულია

სროლა ბრიტანეთის პარლამენტთან _ პარლამენტის მუშაობა პარალიზებულია

სულ ცოტა ხნის წინ ლონდონში, ბრიტანეთის პარლამენტთან, სროლა ატყდა. პარლამენტის შენობა დასურეს. მისი მუშაობა შეჩერებულია. შენობაში ექიმები 2 დაზარალებულს უწევენ დახმარებას. ვენსტმინსტერის ხიდზე, პარლამენტის მახლობლად, დაახლოებით 10 დაჭრილია. ადგილზე მივიდა საჰაერო სასწრაფო დახმარების ბრიგადა. პოლიცია მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. _ ეს არის ინციდენტი ძალის გამოყენებით, _ განაცხადა მან. არის ინფორმაცია, რომ პოლიციელმა მოკლა უცხო მამაკაცი. მომხდარი […]

მთვრალი დავით ნარმანია “ტოიოტა ლენდ კრუიზერით” ორ ავტომანქანას დაეჯახა?

მთვრალი დავით ნარმანია "ტოიოტა ლენდ კრუიზერით" ორ ავტომანქანას დაეჯახა?

ათას ბრალდებაგამოვლილი დავით ნარმანია ახალ შარში გაეხვია. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, ის რესტორანში დათვრა და მანქანის საჭეს ნასვამი მოახტა. ინფორმაცია მერის დათრობის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ვაჟა მორგოშიამ გაავრცელა. მორგოშია ამტკიცებს, რომ მას ქეიფის დეტალები თვითმხილველებმა მიაწოდეს. თვითმხილველების თქმით, მანქანა, რომელსაც ნარმანია მართავდა, ორ ავტომანქანას შეეჯახა, ავარიის შემდეგ კი მერი ადგილიდან მიიმალა. ვაჟა მორგოშიას ინფორმაციით, […]

ცხინვალში კოკოითის ვერ აოკებენ

ცხინვალში კოკოითის ვერ აოკებენ

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, სურკოვის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, ცხინვალში ვითარება ვერ დარეგულირდა. რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი არაფრით არ წყნარდება. მისი აღშფოთების მიზეზი კი ადგილობრივი ცესკო და უზენაესი სასამართლოა. ერთმაც და მეორემაც ნაპრეზიდენტალს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ცესკოს უარით შეურაცხყოფილმა კოკოითიმ სარჩელი უზენაეს სასამართლოში შეიტანა. განაჩენის გამოტანამდე ნაპრეზიდენტალი სასამართლოს შენობას თავის მომხრეებთან ერთად მიადგა. ძალოვანების […]

ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 125-ე პოზიციაზეა

ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 125-ე პოზიციაზეა

გაერო-ს 2017 წლის ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 155 ქვეყანას შორის 125-ე პოზიციაზეა. კვლევის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ნორვეგიაა, რომელსაც მოსდევენ დანია, ისლანდია, შვეიცარია და ფინეთი. ათეულში ასევე მოხვდნენ ნიდერლანდები, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია და შვედეთი. რეიტინგის შედგენის დროს გათვალისწინებულია შემდეგი პარამეტრები: მთლიანი შიდა პროდუქტის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, სამოქალაქო თავისუფლება, კორუფციის […]