ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის პრესკონფერენციაზე. “საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი რადგან ნამდვილად ნაბიჯები იდგა გადადგმული”, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება კი კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ დეკემბერში უნდა მიიღოს, […]
კატეგორია: აქტუალური
სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღეში საგანგებო განცხადებას გააკთებს
სალომე ზურაბიშვილი საგანგებო განცხადების გასაკეთებლად ემზადება, ამის შესახებ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს: ხატია დეკანოიძე: „საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, ამ წუთას, ჩვენ რა საუბარიც გვქონდა, იყო ძალიან ღია და გულწრფელი. მან თქვა, რომ კონკრეტულად ყველა ამ კითხვას პასუხი გაეცემა რამდენიმე დღეში, როდესაც ის საჯარო განცხადებას გააკეთებს”
„დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება“ – სალომე ზურაბიშვილი „ოცნებას”
„მე კი ამ პროცესით ვერაფერს დამაკლებთ, დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება. თქვენ მე კი არ მიწყობთ იმპიჩმენტს, არამედ თქვენს თავს, ქვეყანას, მის ევროპულ მომავალს და თქვენი ყოველი ხმა, არის ხმა მიცემული ამ ჩვენი მომავლის წინააღმდეგ. არასოდეს არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს თქვენ, პიროვნულად და კოლექტიურად იღებთ ამ პასუხისმგებლობას. რა სახეს და რა სახელს […]
„როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში და აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი“ – ზურაბიშვილი „ოცნებას”
„აქ ყოფნა, ამ ფარსში მონაწილეობა, დუმილით თუ სიტყვით გამოსვლით, თავისთავად უკვე თქვენი განაჩენია! სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თქვენი ბედი წყდება, რამეთუ ხვალინდელი დღეც მოვა და მაინტერესებს როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში და აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში (ხომ არავის გვჯერა, რომ აქ რამე იდეის თუ პრინციპის გამო იბრძვით) გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი. თურმე […]
სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა
ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. სხვადასხვა მონაცემით, ომმა 10-დან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. საკუთარ ქვეყანაში დევნილად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იქცა. შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფო საბჭომ გახშირებული ყაჩაღობისგან რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად, […]
სუს-ის მტკიცებით, საქართველოში გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში „არეულობას” გეგმავს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში “დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა” იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას “საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი” გეგმავს. სუს-ში ამტკიცებენ, რომ ამის საბოლოო მიზანი “ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა”. მათი განცხადებით, “დესტრუქციული პროცესების დაწყების” თარიღებად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის […]
ზელენსკიმ რეზნიკოვის შემცვლელი დაასახელა
ზელენსკის თქმით, უკრაინის უმაღლესი რადა კარგად იცნობს ამ ადამიანს და ბატონ უმეროვს დამატებითი შესავალი არ სჭირდება. „ოლექსი რეზნიკოვმა სრულმასშტაბიანი ომი, 550 დღეზე მეტი გაიარა. მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე მთლიანად საზოგადოებასთან. სამინისტროს რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. უკრაინის უმაღლესი რადა კარგად იცნობს ამ ადამიანს და ბატონ უმეროვს დამატებითი შესავალი […]
„კახა კალაძე ევროპა თუ არ გინდა, ნიჟნი ტაგილის მოდის კვირეულზე წასულიყავი, რას ჩაასკდი გარყვნილ პარიზში“ – ნენე დალაქიშვილი
„ოცნების“ დეპუტატმა პრლამენტში ჟურნალისტზე საცემად გაიწია
„ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ პარლამენტში მიმდინარე პროტესტის დროს, ჟურნალისტს გელა მთივლიშვილს ხელი მოუღერა. ბეჟან წაქაძეს, ისევე როგორც მის თანაპარტიელებს, საკომიტეტო მოსმენაზე შესვლამდე, შეძახილების მოსმენა მოუწია – “არა რუსულ კანონს, “მონა”, მოღალატე” – სწორედ ამ ფრაზებითა და სტვენით აცილებენ უმრავლესობის დეპუტატებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. მასალის გამოყენების პირობები
გახარია – „ივანიშვილის და „ოცნების“ ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, ეს არის ჩემი შეცდომა“
გიორგი გახარია პრემიერობიდან გადადგომიდან 2 წლის შემდეგ ვრცელ მიმართვას ავრცელებს და „ქართული ოცნების” პოლიტიკაზე საუბრობს, რომელსაც მისი თქმით, ქვეყანა არა მომავლისკენ, არამედ წარსულისკენ მოჰყავს. გახარია ამ ყველაფერში საკუთარ პასუხისმგებლობასაც აღიარებს და ამბობს, რომ ახლა მოქმედების დროა: „18 თებერვალს 2 წელი ხდება, რაც გადავდექი. გადავდექი იმიტომ, რომ იმ გზას მივყავდით უიმედობის/ჩიხურ მდგომარეობამდე, სადაც დღეს ვართ. მაშინ […]