ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად წარუდგინა

ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად წარუდგინაირაკლი კობახიძემ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და მინისტრთა კაბინეტი ოფიციალურად წარუდგინა.

მთავრობის ყრილობის შემდეგ პირველ თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეეხებოდა. ამის შესახებ კობახიძემ ყრილობის შემდეგ, ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობას ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასეთია:

კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;

ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;

იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია;

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი;

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პირველ თებერვალს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე წარადგინეს. აღნიშნული ცვლილება ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობის დატოვებამ გამოიწვია. თავად ღარიბაშვილი კი მმართველი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

შეგახსენებთ, პარლამენტი პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას 8 თებერვალს დაამტკიცებს.